სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლოქდაუნი" მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს ამბობს - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვებია არავაქცინირებულთათვის
"ლოქდაუნი" მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს ამბობს - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვებია არავაქცინირებულთათვის

ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში კო­ვიდ-19-ის შემ­თხვე­ვე­ბი იზ­რდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ზო­გი­ერთ ად­გი­ლას შე­ზღუდ­ვე­ბი კვლავ და­ა­წე­სეს. ზოგ ქვე­ყა­ნა­ში კი შე­ზღუდ­ვე­ბი მხო­ლოდ არა­ნაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებს ეხე­ბათ.

ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გვხვდე­ბა: და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ვაქ­ცი­ნის ორი­ვე დო­ზით მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ია აც­რი­ლი, თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, მხო­ლოდ 30%.

  • ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, წინა კვი­რას კო­რო­ნა­ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 5%-ით გა­ი­ზარ­და.

ყო­ვე­ლი­ვემ ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უბიძ­გა, მკაც­რი ზო­მე­ბი მი­ე­ღოთ იმ პი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა­ზე არა­ფერს ამ­ბო­ბენ.

  • ავ­სტრია

ავ­სტრი­ა­ში არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის 15 ნო­ემ­ბრი­დან "ლო­ქ­და­უ­ნი" გა­მო­ცხად­და. 12 წელს ზე­მოთ არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს ეკ­რძა­ლე­ბათ გა­რეთ გას­ვლა, თუ ეს არ გუ­ლის­ხმობს სკო­ლას, სამ­სა­ხურს, ან საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვი 1.450 ევ­რო­თი და­ჯა­რიმ­დე­ბა.

  • გერ­მა­ნია

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, ან­გე­ლა მერ­კელ­მა 18 ნო­ემ­ბერს არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თათ­ვის შედ­გე­ნილ ახალ შე­ზღუდ­ვებ­ზე ისა­უბ­რა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში შეს­ვლა, რო­გო­რე­ბი­ცაა მუ­ზე­უ­მე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, კა­ფე­ე­ბი, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი, მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ.

ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ის სრუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 67%-ია აც­რი­ლი და მთავ­რო­ბას გეგ­მა­ში აქვს მისი მი­ნი­მუმ 75%-მდე გაზ­რდა.

  • ჩე­ხე­თი

ორ­შა­ბა­თი­დან, ჩე­ხე­თის არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ვე­ღარ შეძ­ლებს ბა­რებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­სა და მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­ზიტს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, აჩ­ვე­ნე­ბენ ისი­ნი უარ­ყო­ფით პა­სუხს კო­ვიდ ტესტსზე თუ - არა. ამ­გვა­რი მკაც­რი შე­ზღუდ­ვა ჩე­ხე­თის მთავ­რო­ბამ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ქვე­ყა­ნა­ში წინა კვი­რას, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის რი­ცხვის ახა­ლი რე­კორ­დი დამ­ყარ­და. დღი­უ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვმა 22 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა. 10 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან 2 მი­ლი­ონს ან უფიქ­სირ­დე­ბა, ან გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­ვი­დი, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბელს, კო­ვიდ-19-მა იქ 32 005 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

ნი­დერ­ლან­დე­ბი

ჩე­ხე­თის მსგავ­სი შე­ზღუდ­ვე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი ნი­დერ­ლან­დებ­შიც. კო­ვიდ პას­პორ­ტის წარ­დგე­ნა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო შე­ნო­ბა­ში გან­ლა­გე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შეს­ვლა. ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბის პრო­ცენ­ტულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა ბოლო კვი­რა­ში იქ 44%-ით იმა­ტა.

  • ირ­ლან­დია

ირ­ლან­დი­ა­ში 18 ნო­ემ­ბრი­დან ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მას შემ­დეგ შე­ვი­და ძა­ლა­ში, რაც კლი­ნი­კებს მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ.

მთავ­რო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, არ და­ტო­ვონ სახ­ლი, თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა არ აქვთ. ამ­ჟა­მად, ირ­ლან­დი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, მათ შო­რის რეს­ტორ­ნებ­ში, უკვე კი­ნო­სა და თე­ატ­რებ­შიც ხალ­ხს კო­ვიდ პასპრტს სთხო­ვენ.პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის - მა­იკლ მარ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა, მთელ ქვე­ყა­ნას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი "ლო­ქ­და­უნ­ში" ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევ­და

ირ­ლან­დი­ის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი - მა­იკლ მარ­ტი­ნი

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკო
1

აპარტეიდი დაუშვებელია, ვინც ამ სისასტიკეს ემხრობა პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ

ირაკლი
1

დავითის ვარსკვალვი და გადაბრუნებული სამკუთხედების სისტემა გამოიყენეთ ბარემ, აპრობირებული მეთოდი იყო, თქვენი იდეური წინაპრების მიერ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ლოქდაუნი" მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს ამბობს - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვებია არავაქცინირებულთათვის

"ლოქდაუნი" მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს ამბობს - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვებია არავაქცინირებულთათვის

ევროპის ქვეყნებში კოვიდ-19-ის შემთხვევები იზრდება. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ ადგილას შეზღუდვები კვლავ დააწესეს. ზოგ ქვეყანაში კი შეზღუდვები მხოლოდ არანაქცინირებულებს ეხებათ.

ევროპის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული სიტუაცია გვხვდება: დასავლეთ ევროპაში, ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 60%-ია აცრილი, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში, მხოლოდ 30%.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, წინა კვირას კორონავირუსით სიკვდილიანობა 5%-ით გაიზარდა.

ყოველივემ ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს უბიძგა, მკაცრი ზომები მიეღოთ იმ პირებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე არაფერს ამბობენ.

  • ავსტრია

ავსტრიაში არავაქცინირებულებისთვის 15 ნოემბრიდან "ლოქდაუნი" გამოცხადდა. 12 წელს ზემოთ არავაქცინირებულ მოქალაქეებს ეკრძალებათ გარეთ გასვლა, თუ ეს არ გულისხმობს სკოლას, სამსახურს, ან საკვები პროდუქტების შეძენის აუცილებლობას. კანონის დამრღვევი 1.450 ევროთი დაჯარიმდება.

  • გერმანია

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 18 ნოემბერს არავაქცინირებულთათვის შედგენილ ახალ შეზღუდვებზე ისაუბრა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლა, როგორებიცაა მუზეუმები, რესტორნები, კაფეები, საკონცერტო დარბაზები, კინოთეატრები, მხოლოდ ვაქცინირებულებს შეეძლებათ.

ამჟამად გერმანიის სრული მოსახლეობის 67%-ია აცრილი და მთავრობას გეგმაში აქვს მისი მინიმუმ 75%-მდე გაზრდა.

  • ჩეხეთი

ორშაბათიდან, ჩეხეთის არავაქცინირებული მოსახლეობა ვეღარ შეძლებს ბარებში, რესტორნებში, სილამაზის სალონებში, მუზეუმებსა და მსგავს დაწესებულებებში ვიზიტს, იმის მიუხედავად, აჩვენებენ ისინი უარყოფით პასუხს კოვიდ ტესტსზე თუ - არა. ამგვარი მკაცრი შეზღუდვა ჩეხეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში წინა კვირას, კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ახალი რეკორდი დამყარდა. დღიურად ინფიცირებულთა რიცხვმა 22 ათასს გადააჭარბა. 10 მილიონიანი მოსახლეობიდან 2 მილიონს ან უფიქსირდება, ან გადატანილი აქვს კოვიდი, ხოლო რაც შეეხება ვირუსით გარდაცვალების საერთო მაჩვენებელს, კოვიდ-19-მა იქ 32 005 ადამიანი იმსხვერპლა.

ნიდერლანდები

ჩეხეთის მსგავსი შეზღუდვებია დაწესებული ნიდერლანდებშიც. კოვიდ პასპორტის წარდგენა გახდება საჭირო შენობაში განლაგებულ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არავაქცინირებულებს ეკრძალებათ სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლა. ვირუსით დაავადების პროცენტულმა მაჩვენებელმა ბოლო კვირაში იქ 44%-ით იმატა.

  • ირლანდია

ირლანდიაში 18 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც კლინიკებს მოზღვავებული პაციენტების მომსახურებაზე პრობლემა შეექმნათ.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლი, თუ აუცილებელი საჭიროება არ აქვთ. ამჟამად, ირლანდიის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებში, უკვე კინოსა და თეატრებშიც ხალხს კოვიდ პასპრტს სთხოვენ.პრემიერ მინისტრის - მაიკლ მარტინის განცხადებით, რომ ვაქცინაციის პროგრამა, მთელ ქვეყანას გარკვეული პერიოდი "ლოქდაუნში" ცხოვრება მოუწევდა

ირლანდიის პრემიერ მინისტრი - მაიკლ მარტინი

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა