პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება პალატა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ - ფოტოები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან
როგორ გამოიყურება პალატა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ - ფოტოები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­საყ­ვა­ნად, ჰოს­პიტ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი მდე­ბა­რე­ობს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ კერ­ძო პი­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­იყ­ვა­ნა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სრულ პე­რი­მეტრზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გან­ლაგ­დნენ. ასე­ვე ჰოს­პიტ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ერ­თი სპეც­მან­ქა­ნა შე­ვი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ლა­ტას, სა­დაც გლ­და­ნის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­და­იყ­ვა­ნენ, პა­ლა­ტის ფან­ჯრებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ლი­თო­ნის გი­სო­სე­ბი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში დღეს გვი­ან ღა­მით გა­და­იყ­ვა­ნენ, რის შემ­დე­გაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი შიმ­ში­ლო­ბას შე­წყვეტს.

"მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლი დღეს იქ­ნე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში და ხვა­ლი­დან უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ვად­გი­ნოთ მისი სა­მე­დი­ცი­ნო დღის წეს­რი­გი პუნ­ქტობ­რი­ვად. მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არ ვამ­ბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, მინ­და ვთხო­ვო ყვე­ლას, შე­ფერ­ხე­ბე­ბი არ შექ­მნას აქ დგო­მით, უბ­რა­ლოდ არ გა­მო­ვა რე­ა­ნო­მო­ბი­ლი თუ აქ იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სიმ­რავ­ლე.

მისი პი­რა­დი ექი­მი, ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლი, რო­მე­ლიც ახლა მოვა, დარ­ჩე­ბა მას­თან, ვიდ­რე მას გა­და­იყ­ვა­ნენ და ჩვენ წა­ვალთ გორ­ში, მო­ვახ­დენთ ინ­სპექ­ტი­რე­ბას. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით უკე­თე­სია, კონ­ტაქ­ტუ­რია, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია, რამე მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შორიდან
1

სააკაშვილზე ასე ტანგადაყოლას და ამდენი ხარჟის გაწევას წაიკიტხეთ სტატია პატარა მათეს დახმარება ესაჭიროება. მადლი გააკეთეტ და ცოდვები შეგიმსუბუქდებატტ. გაჭირვებულებს მიხედეტ.

!!!
3

ამორტიზატორებით ამოუტენეთ კედლები. ფანჯარა დაულუქეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ გამოიყურება პალატა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ - ფოტოები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან

როგორ გამოიყურება პალატა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ - ფოტოები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადასაყვანად, ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზება მიმდინარეობს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც სამხედრო ჰოსპიტალი მდებარეობს, საპატრულო პოლიციამ კერძო პირების ავტომობილები გაიყვანა და სამედიცინო დაწესებულების სრულ პერიმეტრზე სამართალდამცველები განლაგდნენ. ასევე ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არაერთი სპეცმანქანა შევიდა.

რაც შეეხება პალატას, სადაც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, პალატის ფანჯრებზე დამონტაჟებულია ლითონის გისოსები.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გვიან ღამით გადაიყვანენ, რის შემდეგაც ექსპრეზიდენტი შიმშილობას შეწყვეტს.

"მიხეილ სააკშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, არ ვამბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მინდა ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, უბრალოდ არ გამოვა რეანომობილი თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე.

მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა, დარჩება მასთან, ვიდრე მას გადაიყვანენ და ჩვენ წავალთ გორში, მოვახდენთ ინსპექტირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, რამე მძიმე გართულებები არ აქვს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.