პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს...  მზად ვარ, წარვდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე" - მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან
"ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს...  მზად ვარ, წარვდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე" - მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

დავ­თან­ხმდი ჩემს მიერ აშე­ნე­ბულ გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში გა­ვემ­გზავ­რო, ჩემს მი­ერ­ვე აშე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­ბა­ნით და იქ გან­თავ­სე­ბის­თა­ნა­ვე შევ­წყვი­ტო შიმ­ში­ლო­ბა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ არ­ცერ­თი დღით, შე­ვე­გუო ჩემს უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბას და იმე­დია არც თქვენ შე­ე­გუ­ე­ბით ჩემი პუ­ტი­ნის ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნას, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც გლ­და­ნის #18 სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მის­მა ად­ვო­კატ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­მო­ი­ტა­ნა.

"ჩემო ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბო, მინ­და მთე­ლი გუ­ლით მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ უპ­რე­ცე­დენ­ტო სო­ლი­და­რო­ბის­თვის და ჰუ­მა­ნუ­რო­ბის­თვის. მეც კი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის მჯე­რო­და ჩემი ხალ­ხის, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი ერის გვერ­დში დგო­მის უნა­რით და ჰუ­მა­ნუ­რო­ბით. თქვენ, ვი­საც ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა გაქვთ ყო­ველ­დღი­უ­რად, ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე გა­და­დეთ და მთლი­ა­ნად და­კავ­დით ჩემი სა­კი­თხით და მსოფ­ლი­ო­ში ასე­თი რე­ზო­ნან­სი არას­დროს გა­მო­გიწ­ვე­ვი­ათ. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის. ასე­ვე, მინ­და ბო­დი­ში მო­გი­ხა­დოთ ჩემს მიერ უნებ­ლი­ედ მი­ყე­ნე­ბუ­ლი სტრე­სის­თვის, რო­მე­ლიც მი­ად­გა მთავ­რო­ბის გულ­ქვა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, ჩემი სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხის მუდ­მი­ვად მა­ს­მე­დი­ა­ში გა­შუ­ქე­ბით.

ბო­დიშს ვუხ­დი ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს. დიდი მად­ლო­ბა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გმი­რო­ბის­თვის. ჩვენს ეროვ­ნულ სი­ა­მა­ყეს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს და ჩვენს ყვე­ლა დო­ნის დე­პუ­ტა­ტებს, სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნით შიმ­ში­ლო­ბის­თვის. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე დიდი მად­ლო­ბა უბ­რა­ლო და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ და გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ცი­ვე­ში დგო­მის­თვის თუ შიმ­ში­ლო­ბის აქ­ტე­ბის­თვის, პე­ტი­ცი­ე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბის­თვის თუ სხვა ტი­პის მხარ­და­ჭე­რის­თვის. უზარ­მა­ზა­რი მად­ლო­ბა ჩვენს სა­ე­ქი­მო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ, - ქარ­თველ ექი­მებს, რომ­ლებ­მაც უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი წე­სი­ე­რე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია გა­მო­ი­ჩი­ნეს. მად­ლო­ბა ოჯა­ხის წევ­რებს გვერ­დში დგო­მის­თვის და ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­თვის. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, მხარ­დამ­ჭე­რებს და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ას ჩემი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის­თვის და რაც მთა­ვა­რია, ჩემი სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და უზარ­მა­ზა­რი მად­ლო­ბა ნინო ლომ­ჯა­რი­ას და მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გუნდს. ასე­ვე უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დამ­ცველს და გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხის. დიდი მად­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ოფისს, ყვე­ლა კონ­სი­ლი­უმს და თი­თო­ე­უ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რს. თქვენ მე გა­და­მარ­ჩი­ნეთ გარ­და­უ­ვალ სიკ­ვდილს. პი­რა­დი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ქარ­თულ თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას. დღე­ის­თვის ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლად, თავ­და­დე­ბუ­ლად და რაც მთა­ვა­რია, წარ­მა­ტე­ბუ­ლად მებ­რძოლ ინ­სტი­ტუ­ცი­ას.

მე დავ­თან­ხმდი ჩემს მიერ გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში გა­ვემ­გზავ­რო ჩემს მი­ერ­ვე აშე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­ბა­ნით და იქ გან­თავ­სე­ბის­თა­ნა­ვე შევ­წყვი­ტო შიმ­ში­ლო­ბა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ არ­ცერ­თი დღით შე­ვე­გუო ჩემს უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბას და იმე­დია არც თქვენ შე­ე­გუ­ე­ბით ჩემი პუ­ტი­ნის ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნას. მე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მზად ვარ წარვდგე თუნ­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი, ოღონდ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი სი­მარ­თლე, მათ შო­რის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, ვინც თავი და­ჩაგ­რუ­ლად ჩათ­ვა­ლა ან ვი­საც რე­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჩა­ტარ­დეს ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის და სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვით და მე და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი ამ­გვა­რი სა­სა­მარ­თლოს ნე­ბის­მი­ერ გა­ნა­ჩენს, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, დღე­ვან­დე­ლი ჩემი პა­ტიმ­რო­ბა არის უკა­ნო­ნოი და ჩვენ ის ერ­თად უნდა და­ვას­რუ­ლოთ ქვეყ­ნის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბით და რო­დე­საც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ქვე­ყა­ნა, მერე ვიქ­ნე­ბი გა­რეთ და თქვენ­თან ერ­თად ჩა­ვერ­თვე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბის საქ­მე­ში, რო­გორც თა­ნას­წო­რი თა­ნას­წორ­თა შო­რის, ჩავ­რთვე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის საქ­მე­ში და ქვე­ყა­ნა­ში პა­ტი­ო­სა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის საქ­მე­ში, სი­ღა­ტა­კის და გა­ჭირ­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის და უი­მე­დო­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში.

ახლა მოშ­ვე­ბის დრო არ არის, ახლა კონ­სო­ლი­და­ცი­ის დროა. არ შე­ვუ­შინ­დეთ არც ზამ­თარს, არც რე­ჟი­მის მუ­ქა­რას, არ ჩავ­თვა­ლოთ, რომ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვანს მი­ვაღ­წი­ეთ. მთა­ვა­რი ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, ბო­ლოს და ბო­ლოს რას ვი­თხოვთ ისეთ, რა­საც არ ვიმ­სა­ხუ­რებთ, ვი­თხოვთ ვცხოვ­რობ­დეთ თა­ვი­სუ­ფალ არა­ძა­ლა­დობ­რივ ქვე­ყა­ნა­ში, გვქონ­დეს ისე­თი შე­მო­სა­ვა­ლი, რომ არ გვე­ჭი­როს თავი გაქ­ცე­ვა­ზე, შევ­ძლოთ უზ­რუნ­ვე­ლად გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და მივ­ხე­დოთ ჩვენს მშობ­ლებს. გვქონ­დეს მო­მა­ვა­ლი, რო­გორც პი­რა­დად ასე­ვე მთელ ქვე­ყა­ნას. რო­გორც არას­დროს ისე მჯე­რა გა­მარ­ჯვე­ბის და რო­გორც არას­დროს მჯე­რა, რომ ახლა სწო­რედ გა­მარ­ჯვე­ბის დროა. არ­ცერ­თი გა­რი­ყუ­ლი ადა­მი­ა­ნი, არ­ცერ­თი და­კარ­გუ­ლი წამი, არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯი უკან“, - ნათ­ქვა­მია სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 132 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
7

ნეტა ვინ აკვლიანეთ მიშას ადვოკატებს ჯერ სავადმყოფო ეხლ საჯელის გადავადებაო ესენი ვინ არინ🤷‍♀️სხვა პატიმრეს არაფერი აწუხებთ?ეს რა ჭირი მოგვავლინა უფალმა

ალექს
8

უნდა იყო ამის დანაშაულების თანამონაწილე და თანამოსარგებლე ამ სისტემის, ან მაგარი რეგვენი , რომ ამის თუნდაც ერთი სიტყვა დაიჯერო ! ეს "გოროდ ვასიუკი" და დემოკრატიის ოაზისი , ეს რომ აქ ვაშენებო იძახის არსებულ სისტემაში მიუღწეველია, ხოლო სისტემის შემოქმედი თავადაა, ყველა ძირითად კანონს , დღესაც რომ მოქმედებს მისი პირადი ხელი ატყვია , მისი ნაწერია მთავარი პოსტულატები და პრინციპები, ის ამ აღებ მიცემობითი პარვა წართმევის დაკანონების სისტემის შემოქმედია , ხომ იცით, რომ ამის რესურსი ივანიშვილს არ აქვს , არც ექნება , სააკაშვილი მოქკავშირის უმრავლესობის ლიდერი , ბურჯანაძესთან ერთად საკონსტიტუციო საკანონმდებლო იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი წერდა და ხვეწდა იმას, რაც გვაქვს დღეს , ბანკოკრატიის ლობი გოცირიძე კოვზანაძე , პრემიერი გურგენიძე, ნოღაიდელი ქმნიდნენ დაკაბალება საძარცვ სისტემას , იქ და იმ დროს შეიქმნა სემეკი და მსგავსი 'დამოუკიდებელი მარეგულირებლები" სსიპ და ააიპ , უდღეურმა კობახიძემ რამოდენიმე მძიმე გადაადგილა და ერთი ძახილის ნიშანიც ვერ დასვა , არ არის ამასავით დიდი ავაზაკი , მცირელიტრაჟიანია , ჯერ , მერე რას იზამს არ ვიცი ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს...  მზად ვარ, წარვდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე" - მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

"ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს...  მზად ვარ, წარვდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე" - მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც გლდანის #18 სამედიცინო დაწესებულებიდან მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა.

"ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო და თანამებრძოლებო, მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ, ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით და მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს გამოგიწვევიათ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ასევე, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემს მიერ უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში, ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებით.

ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს. დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის. ჩვენს ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძეს და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს, სოლიდარობის ნიშნით შიმშილობისთვის. რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში, ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერებისთვის თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის. უზარმაზარი მადლობა ჩვენს საექიმო თანამეგობრობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, - ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიონალური წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს. მადლობა ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და საერთაშორისო მედიას ჩემი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის. განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს. ასევე უკრაინის სახალხო დამცველს და განსაკუთრებით უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხის. დიდი მადლობა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს, ყველა კონსილიუმს და თითოეული კონსილიუმის წევრს. თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს. პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას. დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას.

მე დავთანხმდი ჩემს მიერ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას. მე, მიხეილ სააკაშვილი, მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს, მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონოი და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ ქვეყნის განთავისუფლებით და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მერე ვიქნები გარეთ და თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ჩავრთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში, სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში.

ახლა მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა. არ შევუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას, არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ. მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა, ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთ, რასაც არ ვიმსახურებთ, ვითხოვთ ვცხოვრობდეთ თავისუფალ არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ არ გვეჭიროს თავი გაქცევაზე, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს. გვქონდეს მომავალი, როგორც პირადად ასევე მთელ ქვეყანას. როგორც არასდროს ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს მჯერა, რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა. არცერთი გარიყული ადამიანი, არცერთი დაკარგული წამი, არცერთი ნაბიჯი უკან“, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.