პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში ცნობილი მუსიკოსის საბინე გროფმაიერის მასტერკლასი გაიმართა
ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში ცნობილი მუსიკოსის საბინე გროფმაიერის მასტერკლასი გაიმართა

19 ნო­ემ­ბერს, ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის XIII სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ ფარ­გლებ­ში, გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი­სა და კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტის, გერ­მა­ნი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი მუ­სი­კო­სი­სა და პე­და­გო­გის, კლარ­ნე­ტისტ სა­ბი­ნე გროფ­მა­ი­ე­რის მას­ტერკლა­სი თე­მა­ზე ხის ჩა­სა­ბე­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი.

მას­ტერკლა­სი გა­ი­მარ­თა თბი­ლი­სის ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ცნტრა­ლუ­რი სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლის, თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­ა­ში­ლის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­მუ­სი­კო სკო­ლა "ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დის" მოს­წავ­ლე­თათ­ვის და თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

მას­ტერკლასს და­ეს­წრო ფეს­ტი­ვალ „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ დი­რექ­ტო­რი ნინა ცა­გა­რე­ლი:

„ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი მას­ტერკლა­სი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის პროგ­რა­მა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის მუ­სი­კო­სე­ბის­თვის. ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ეც­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას და მი­ი­ღეს ფას­და­უ­დე­ბე­ლი რჩე­ვე­ბი, რაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ად­გე­ბათ შემ­დგომ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მო­ნა­წი­ლე­ებს და აღ­ვნიშ­ნო, რომ სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე მას­ტერკლა­სე­ბი ჩა­ა­ტა­რეს ვირ­ტუ­ოზ­მა იტა­ლი­ელ­მა ბან­დო­ნე­ო­ნის­ტმა მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­კიმ; ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვარ­მა დი­რი­ჟორ­მა მა­ესტრო ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა; მხატ­ვარ–დი­ზა­ი­ნერ­მა ნინო მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა; სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი შა­ვერ­ზაშ­ვილ­მა; ევ­რო­პის პი­ა­ნის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნი­დერ­ლან­დებ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა პი­ა­ნის­ტმა, ნინო ხუ­ციშ­ვილ­მა; ახლა კი გერ­მა­ნი­ი­დან მოწ­ვე­ულ­მა კლარ­ნე­ტის­ტმა სა­ბი­ნე გროფ­მა­ი­ერ­მა.

აქვე გე­ტყვით, რომ 21 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრი „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“, დი­რი­ჟო­რი - ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, სო­ლის­ტე­ბი: სა­ბი­ნე გროფ­მა­ი­ე­რი და სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე“.

სა­ბი­ნე გროფ­მა­ი­ე­რი:

„მას­ტერკლა­სე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გაკ­ვე­თი­ლის მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე ას­ვლა, რად­გან ჩვენ ნა­წი­ლებს მრა­ვალ­მხრივ ვუ­ყუ­რებთ და არა მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რად. საქ­მე არ არის მხო­ლოდ თი­თო­ე­უ­ლი ნო­ტის სწო­რად დაკ­ვრა­ზე, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მუ­სი­კის სტრუქ­ტუ­რი­სა და ჰარ­მო­ნი­ის გა­გე­ბა აკორ­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნით. ამის გარ­და, ყვე­ლა ნოტს შო­რის ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი კლარ­ნე­ტის ჟღე­რა­დო­ბის და­ნერგვა... ეს გვაძ­ლევს თა­ვი­სუფ­ლე­ბას დაკ­ვრა­ში და სრულ ხედ­ვას ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის“

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ტრა­დი­ცი­ას XX სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბი­დან ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მის სა­თა­ვე­ებ­თან გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე და დი­რი­ჟო­რი ლი­ა­ნა ისა­კა­ძე იდგა. მან პირ­ველ­მა 1982 წელს სა­ქარ­თვე­ლოს უმ­შვე­ნი­ე­რეს მხა­რე­ში – აფხა­ზეთ­ში და­ა­არ­სა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლო­ბით ბიჭ­ვინ­თა­ში იმარ­თე­ბო­და და უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

ყო­ველ­წლი­უ­რად ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უამ­რა­ვი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მუ­სი­კო­სი სტუმ­რობს. სხვა­დას­ხვა დროს ფეს­ტი­ვალ­ში ლი­ა­ნა ისა­კა­ძეს­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ისე­თი მუ­სი­კო­სე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ალფ­რედ შნიტ­კე, კურტ მა­ზუ­რი, გი­დონ კრე­მე­რი, აი­მან მუ­სა­ხა­ჯა­ე­ვა, ვიქ­ტორ ტრე­ტი­ა­კო­ვი, მუ­ჰაი ტან­გი, ლა­ვარდ სკოუ ლარ­სე­ნი, ჟან პას­კალ ტორ­ტე­ლიე, გეზა ჰოსუ ლე­გოც­კი, დე­ნის შა­პო­ვა­ლო­ვი, კა­ტია სკა­ნა­ვი, ლისა ბეზ­როდ­ნი, მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­კი და მრა­ვა­ლი სხვა.

2011 წლი­დან ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრია ლი­ა­ნა ისა­კა­ძის მიერ შექ­მნი­ლი მსოფ­ლიო კა­მე­რუ­ლი ან­სამ­ბლ-ორ­კესტრი „ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“. ამ ორ­კესტრმა დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წელს ორ­კესტრი და­კომ­პლექტდა უცხო­ეთ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბით და ეწო­და „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“.

ფეს­ტი­ვა­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი: ლი­ა­ნა ისა­კა­ძე

სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი: გი­ორ­გი ისა­კა­ძე

ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი: ნინა ცა­გა­რე­ლი

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი: მა­ესტრო ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია: "არტ ალი­ან­სი"

ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო, გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო.

ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მზღვე­ვე­ლი: კომ­პა­ნია „არდი“

პარტნი­ო­რე­ბი: ხა­რის­ხი­სა და დი­ზა­ი­ნის სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტი ავე­ჯის სახ­ლი “ნიტა”, კომ­პა­ნია “სა­რა­ჯიშ­ვი­ლი”, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ვის­კი “ჯიმ­შე­რი”, “ჯორ­ჯან უნიქ ვა­ი­ნი” - ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი უნი­კა­ლუ­რი, პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი “ლუ­ტე­ცია”, ნიშ პარ­ფი­უ­მე­რი­ის ბუ­ტი­კი “არო­მა­ტე­კა”.

პრო­ექ­ტის მე­დი­ამ­ხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან:

აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი; სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი; “რუს­თა­ვი 2”; სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა“, ”TV25”; „არ­ტა­რეა“; მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო „კლი­პარ­ტი“; „ამ­ბე­ბი.GE“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ-ტა­ი­მი“; სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „GHN“, “ჯორ­ჯი­ანპ­რე­სი”, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი “Georgia Today“; ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი “The Messenger”; ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“; გა­ზე­თი „აჭა­რა“; ჟურ­ნა­ლი „ბა­თუ­მე­ლე­ბი“; რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“ და პორ­ტა­ლი fortuna.ge.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში ცნობილი მუსიკოსის საბინე გროფმაიერის მასტერკლასი გაიმართა

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში ცნობილი მუსიკოსის საბინე გროფმაიერის მასტერკლასი გაიმართა

19 ნოემბერს, ბათუმი-თბილისის XIII საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, გაიმართა არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატის, გერმანიიდან მოწვეული მუსიკოსისა და პედაგოგის, კლარნეტისტ საბინე გროფმაიერის მასტერკლასი თემაზე ხის ჩასაბერი ინსტრუმენტები.

მასტერკლასი გაიმართა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცნტრალური სამუსიკო სასწავლებლის, თბილისის ზაქარია ფალიაშილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეთათვის და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის.

მასტერკლასს დაესწრო ფესტივალ „ღამის სერენადების“ დირექტორი ნინა ცაგარელი:

„ფესტივალის ფარგლებში გაიმართა არაერთი მასტერკლასი და საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების პროგრამა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მომავალი თაობის მუსიკოსებისთვის. ახალგაზრდები გაეცნენ წარმატებული და აღიარებული მუსიკოსების გამოცდილებას და მიიღეს ფასდაუდებელი რჩევები, რაც აუცილებლად გამოადგებათ შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში.

მინდა მადლობა გადავუხადო მონაწილეებს და აღვნიშნო, რომ სხვადასხვა თემაზე მასტერკლასები ჩაატარეს ვირტუოზმა იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ; ფესტივალის მთავარმა დირიჟორმა მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანმა; მხატვარ–დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა; საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შავერზაშვილმა; ევროპის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა საქართველოში, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნინო ხუციშვილმა; ახლა კი გერმანიიდან მოწვეულმა კლარნეტისტმა საბინე გროფმაიერმა.

აქვე გეტყვით, რომ 21 ნოემბერს გაიმართება ფესტივალის დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, დირიჟორი - ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტები: საბინე გროფმაიერი და სანდრო ნებიერიძე“.

საბინე გროფმაიერი:

„მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუსიკალური განვითარებისთვის. თითოეულ მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილის მომდევნო საფეხურზე ასვლა, რადგან ჩვენ ნაწილებს მრავალმხრივ ვუყურებთ და არა მხოლოდ ტექნიკურად. საქმე არ არის მხოლოდ თითოეული ნოტის სწორად დაკვრაზე, უფრო მნიშვნელოვანია მუსიკის სტრუქტურისა და ჰარმონიის გაგება აკორდების აღმოჩენით. ამის გარდა, ყველა ნოტს შორის ჩვენი მუსიკალური კლარნეტის ჟღერადობის დანერგვა... ეს გვაძლევს თავისუფლებას დაკვრაში და სრულ ხედვას ნაწარმოებისთვის“

საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების ჩატარების ტრადიციას XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი. მის სათავეებთან გამოჩენილი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე იდგა. მან პირველმა 1982 წელს საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დააარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში საქართველოს უამრავი სახელგანთქმული მუსიკოსი სტუმრობს. სხვადასხვა დროს ფესტივალში ლიანა ისაკაძესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი, აიმან მუსახაჯაევა, ვიქტორ ტრეტიაკოვი, მუჰაი ტანგი, ლავარდ სკოუ ლარსენი, ჟან პასკალ ტორტელიე, გეზა ჰოსუ ლეგოცკი, დენის შაპოვალოვი, კატია სკანავი, ლისა ბეზროდნი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი და მრავალი სხვა.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრი დაკომპლექტდა უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.

ფესტივალის დამაარსებელი: ლიანა ისაკაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ისაკაძე

ფესტივალის დირექტორი: ნინა ცაგარელი

ფესტივალის მთავარი დირიჟორი: მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი

ორგანიზატორი კომპანია: "არტ ალიანსი"

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო, გერმანიის საელჩო.

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველი: კომპანია „არდი“

პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი “ნიტა”, კომპანია “სარაჯიშვილი”, პირველი ქართული ვისკი “ჯიმშერი”, “ჯორჯან უნიქ ვაინი” - ისტორიული ტრადიციული უნიკალური, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია”, ნიშ პარფიუმერიის ბუტიკი “არომატეკა”.

პროექტის მედიამხარდამჭერები არიან:

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს პირველი არხი; “რუსთავი 2”; საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, ”TV25”; „არტარეა“; მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტი“; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, “ჯორჯიანპრესი”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; ჟურნალი „ბათუმელები“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge.