პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო ნიკა, მესმის თქვენი წუხილი და გადავწყვიტე, საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის" - რატი ბრეგაძის მამის წერილი ნიკოლოზ სააკაშვილს
"ბატონო ნიკა, მესმის თქვენი წუხილი და გადავწყვიტე, საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის" - რატი ბრეგაძის მამის წერილი ნიკოლოზ სააკაშვილს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის რატი ბრე­გა­ძის მამა, გრი­გოლ ბრე­გა­ძე ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ მი­მარ­თვას წე­რი­ლით პა­სუ­ხობს. იგი გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს შვი­ლის სტი­პენ­დი­ის სა­კი­თხზე, ასე­ვე მო­უ­წო­დებს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მა­მას, რომ შვილს შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტა სთხო­ვოს.

"ბა­ტო­ნო ნიკა, მძი­მეა სა­კი­თხი, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტეთ სა­ჯა­როდ მო­გე­მარ­თათ, მეს­მის თქვე­ნი წუ­ხი­ლი რო­გორც ექიმს და მშო­ბელს. არა­ვის ვუ­სურ­ვებ­დი შვი­ლის ნახ­ვას სა­პა­ტიმ­რო­ში. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, მეც სა­ჯა­როდ მე­პა­სუ­ხა თქვენ­თვის.

თქვენ მთხოვთ და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი პო­ზი­ცია უშიშ­რად. კარ­გად არ მეს­მის, რისი ში­შით უნდა ვიყო შე­პყრო­ბი­ლი და რა შიში მაქვს გა­და­სა­ლა­ხი. რო­გორც ომის ვე­ტე­რა­ნის­თვის სამ­შობ­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბა და მშვი­დო­ბა ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. ჩემი შვი­ლის სტი­პენ­დი­ის სა­კი­თხმა სხვა­დას­ხვა კონ­ტექ­სტში უკვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­იჟ­ღე­რა, ამი­ტომ მინ­და და­ვა­ზუს­ტო: რათ­ქმა­უნ­და, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მშო­ბე­ლი მო­ხა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ჩემ­მა შვილ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და მაქს პლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი მოწ­ვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ი­პო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ერ­თწ­ლი­ა­ნი სტი­პენ­დია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც იგი იმ­ყო­ფე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბა­ში 2006 წელს.

შემ­დგომ, გერ­მა­ნი­ის აკა­დე­მუ­რი გაც­ვლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სტი­პენ­დი­ით გა­ი­ა­რა ერ­თწ­ლი­ა­ნი მა­გის­ტრა­ტუ­რა, მი­ი­ღო LLM ხა­რის­ხი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დის სამ­წლი­ა­ნი სტი­პენ­დი­ის ფარ­გლებ­ში, ჰამ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა დოქ­ტო­რან­ტუ­რა და მი­ე­ნი­ჭა სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი. თი­თო­ე­ულ ფონ­დი­სად­მი გულ­წრფე­ლად მად­ლი­ე­რი ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი მო­მა­ვალ­ში!

თუმ­ცა აქვე არ შე­მიძ­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო ის უსა­მარ­თლო­ბა, რო­დე­საც გან­სხვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო, 2011 წელს მას უარი ეთ­ქვა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე დოქ­ტო­რის ხა­რის­ხით, ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რის ვა­კან­ტუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა­ზე. ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემს სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში არა­ერ­თხელ დავ­რჩე­ნილ­ვარ დი­ლე­მას­თან. მაგ­რამ ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა ექი­მე­ბის და არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის საქ­მეა.

აფხა­ზე­თის ომის დროს, ოჩამ­ჩი­რე­ში, გულ-მკერ­დის ჭრი­ლო­ბით აფხა­ზი გვეწ­ვა. კე­თილ­შო­ბი­ლი კა­ცის ქი­რურ­გის, აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლის და­ვით მა­ღა­ლაშ­ვი­ლის ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი. ერთ ოთახ­ში ვცხოვ­რობ­დით რამ­დე­ნი­მე ექი­მი და­თოს­თან ერ­თად და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეხ­მა­რე­ბო­დით სა­მე­დი­ცი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. არ იყო იშ­ვი­ა­თი ჩვენს მი­მართ, უკ­მა­ყო­ფი­ლო, ხში­რად უცენ­ზუ­რო, ზოგ­ჯერ აგ­რე­სი­უ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბიც... ამ გა­რე­მო­ე­ბას მედ­პერ­სო­ნა­ლის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის ერ­თგუ­ლე­ბა­ში კო­რექ­ტი­ვი ომის დრო­საც არ შე­უ­ტა­ნია.

მე ღრმად მწამს, სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩვე­ნი ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­ულ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში. დაე მათ, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­ზღვრონ მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი.ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა იხელ­მძღვა­ნე­ლებს ექი­მე­ბის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, ობი­ექ­ტუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და მათი პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ჩა­სა­ტა­რე­ბელ აუ­ცი­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან შე­ჯე­რე­ბით, მი­ი­ღებს დი­ნა­მი­ურ და კო­რექ­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. და­სას­რულს, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თერ­თმა წევ­რმა, რო­გორც ექიმ­მა, მინ­და ვთხო­ვო და მო­ვუ­წო­დო თქვენს შვილს შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა. თქვენ და თქვენს ოჯახს ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას" - ნათ­ქვა­მია გრი­გოლ ბრე­გა­ძის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
20

ხოოო!!! ახლა კი ნამდვილად დავრწმუნდი რომ მიშას, სხვებისგან განსხვავებით, არ უნდა გაეწიოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. როგორ დაუჩაგრია ეს პუტკუნა ბიჭი. ახლა გადაუხდის სამაგიეროს აბა რა!!! ასე შევა საქართველოს ისტორიაში, სხვა რამის ტ---ი მაინ არ აქვს!!!

Zura
16

Bregadze ministri kiararis gamotlili x u I a.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ბატონო ნიკა, მესმის თქვენი წუხილი და გადავწყვიტე, საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის" - რატი ბრეგაძის მამის წერილი ნიკოლოზ სააკაშვილს

"ბატონო ნიკა, მესმის თქვენი წუხილი და გადავწყვიტე, საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის" - რატი ბრეგაძის მამის წერილი ნიკოლოზ სააკაშვილს

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მამა, გრიგოლ ბრეგაძე ნიკოლოზ სააკაშვილის გუშინდელ მიმართვას წერილით პასუხობს. იგი განმარტებას აკეთებს შვილის სტიპენდიის საკითხზე, ასევე მოუწოდებს ექსპრეზიდენტის მამას, რომ შვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვოს.

"ბატონო ნიკა, მძიმეა საკითხი, რის გამოც გადაწყვიტეთ საჯაროდ მოგემართათ, მესმის თქვენი წუხილი როგორც ექიმს და მშობელს. არავის ვუსურვებდი შვილის ნახვას საპატიმროში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მეც საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის.

თქვენ მთხოვთ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია უშიშრად. კარგად არ მესმის, რისი შიშით უნდა ვიყო შეპყრობილი და რა შიში მაქვს გადასალახი. როგორც ომის ვეტერანისთვის სამშობლოს კეთილდღეობა და მშვიდობა ერთერთი ყველაზე მთავარი ღირებულებაა. ჩემი შვილის სტიპენდიის საკითხმა სხვადასხვა კონტექსტში უკვე რამდენჯერმე გაიჟღერა, ამიტომ მინდა დავაზუსტო: რათქმაუნდა, როგორც ნებისმიერი მშობელი მოხარული ვიყავი, როდესაც ჩემმა შვილმა უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ და მაქს პლანკის ინსტიტუტის პერსონალური მოწვევის საფუძველზე, მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდის ერთწლიანი სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც იგი იმყოფებოდა გერმანიაში სამეცნიერო მივლინებაში 2006 წელს.

შემდგომ, გერმანიის აკადემური გაცვლების სამსახურის სტიპენდიით გაიარა ერთწლიანი მაგისტრატურა, მიიღო LLM ხარისხი. მოგვიანებით კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამწლიანი სტიპენდიის ფარგლებში, ჰამბურგის უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა დოქტორანტურა და მიენიჭა სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. თითოეულ ფონდისადმი გულწრფელად მადლიერი ვიყავი, ვარ და ვიქნები მომავალში!

თუმცა აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ის უსამართლობა, როდესაც განსხვებული პოლიტიკური შეხედულების გამო, 2011 წელს მას უარი ეთქვა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დოქტორის ხარისხით, ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დაკავებაზე. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში არაერთხელ დავრჩენილვარ დილემასთან. მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ პაციენტის მართვა ექიმების და არა პოლიტიკოსების საქმეა.

აფხაზეთის ომის დროს, ოჩამჩირეში, გულ-მკერდის ჭრილობით აფხაზი გვეწვა. კეთილშობილი კაცის ქირურგის, აწ განსვენებულის დავით მაღალაშვილის ნაოპერაციები. ერთ ოთახში ვცხოვრობდით რამდენიმე ექიმი დათოსთან ერთად და სიამოვნებით ვეხმარებოდით სამედიცინო ღონისძიებებში. არ იყო იშვიათი ჩვენს მიმართ, უკმაყოფილო, ხშირად უცენზურო, ზოგჯერ აგრესიული გამონათქვამებიც... ამ გარემოებას მედპერსონალის ერთსულოვნებაში, პროფესიული მოვალეობის ერთგულებაში კორექტივი ომის დროსაც არ შეუტანია.

მე ღრმად მწამს, სრულიად დარწმუნებული ვარ ჩვენი ექიმების პროფესიულ კეთილსინდისიერებაში. დაე მათ, შესაბამისი პროფესიული, ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაზღვრონ მკურნალობის საკითხები.ასევე დარწმუნებული ვარ, პენიტენციური სისტემა იხელმძღვანელებს ექიმების არგუმენტირებული, ობიექტური რეკომენდაციებით და მათი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებთან შეჯერებით, მიიღებს დინამიურ და კორექტულ გადაწყვეტილებებს. დასასრულს, როგორც საზოგადოების ერთერთმა წევრმა, როგორც ექიმმა, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო თქვენს შვილს შეწყვიტოს შიმშილობა. თქვენ და თქვენს ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას" - ნათქვამია გრიგოლ ბრეგაძის წერილში.