მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრის დეტალები - რა სთხოვა ღარიბაშვილს ზელენსკიმ სააკაშვილთან დაკავშირებით და როგორი იყო მისი პასუხი
ვლადიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრის დეტალები - რა სთხოვა ღარიბაშვილს ზელენსკიმ სააკაშვილთან დაკავშირებით და როგორი იყო მისი პასუხი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ხაზი გა­ვუს­ვი, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად უნდა იყოს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

მივ­მარ­თე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ექი­მე­ბის მას­თან დაშ­ვე­ბის თხოვ­ნით“, – წერს ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“.

  • ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მას გა­ნუ­ცხა­და, რომ პა­ტი­მა­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, ისე­ვე რო­გორც სხვა პა­ტიმ­რე­ბი, იმ­ყო­ფე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ და მას 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ეწე­ვა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე სა­ა­კაშ­ვილს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, რომ იგი მო­ი­ნა­ხუ­ლონ რო­გორც მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტებ­მა და შე­სახ­ლე­ბის დღი­დან მას ასზე მეტი ვი­ზი­ტო­რი ჰყავ­და.

პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი სა­უ­ბარ­ში შე­ე­ხო პა­ტი­მა­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხის ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კითხს, რა­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს გა­ნუ­ცხა­და, რომ მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ პა­ტი­მარ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია და სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს და ექი­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი.

სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა რო­გორც პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი, დესტრუქ­ცი­უ­ლი და ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი და გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა მი­უ­ღე­ბე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს ასე­ვე გა­ნუ­ცხა­და, რომ ძებ­ნილ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, მა­შინ როცა იგი უკვე იყო მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის­თვის.

ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ ითხო­ვა, რომ გან­ხი­ლუ­ლი იყოს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უკ­რა­ი­ნელ ექი­მებს მი­ე­ცეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის უფ­ლე­ბა, რა­ზეც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი ზრუ­ნა­ვენ“, - აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 97 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

წარმოიდგინეთ ახლა ესეთი წარმოუდგენელი რამ :ვითომ, ჰიტლერი და ნაცისტები არჩევნებით გადააყენა გერმანელმა ერმა 1941 წელს, ომამდე, ათი წლის მერე, აწ სსრკ მოქალაქე ჰიტლერი , რომელმაც გერმანიის მოქალაქეობა დატოვა და აი ეგ მიიღო, რომელიც მუდმივად აწყობს მოსკოვიდან დესტრუქციებს გერმანიის არჩეული მთავრობის დასამხობად, ბრუნდება ბერლინში არაჟნის ფორანით, დაიჭირეს, მაგარამ მაინც აგრძელებს , აწყობს რევოლუციას , თან ძალაზეა ციხეშიც ! წარმოიდგენთ ? აი ეგ ევროპარლამენტარები და დასავლეთის ანალიტიკოს დიდი დემოკრატიის ექსპერტ პოლიტიკოსები წარმოიდგენენ ?! ვერ წარმოიდგინეთ , ხომ ? ჰოოდა მერე რომასეთი ძნელი წარმოსადგენი არ ყოფილიყო, გერმანელმა ერმა აკრძალა ფაშისტური პარტია !

gege
36

ღარიბაშვილს თავი ლომად მოაქვს, მაგრამ ივანიშვილის ოდნავი შეყანყარება და კურდღლად გადაიქცევა, კობახიძე ვირთხად და აშ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ვლადიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრის დეტალები - რა სთხოვა ღარიბაშვილს ზელენსკიმ სააკაშვილთან დაკავშირებით და როგორი იყო მისი პასუხი

ვლადიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრის დეტალები - რა სთხოვა ღარიბაშვილს ზელენსკიმ სააკაშვილთან დაკავშირებით და როგორი იყო მისი პასუხი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

მივმართე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან დაშვების თხოვნით“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“.

  • ზელენსკის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა.

"საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.

ვლადიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.