უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობის გამოყენებას მის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, - აცხადებენ სამინისტროში.
ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
მედია წერს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის გამო საქართველოს ელჩი ერთ კვირაში უკვე მეორედ დაიბარა. საქართველოს ელჩი 9 ნოემბერს სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
ამ ავადმყოფმა რომ აამა რუსებს და სტრატეგიულ პარტნიორებს რომ მიაყენა შეურაცყოფა, შეურაცყოფაც ამას ჰქვია. რახან სააკაშვილი რუსების მტერია და ჩვენთვისაც, ვისთვისაც სააკაშვილი მიუღებელია პუტივი ასევე მტერია, ეხლა რა, ამის გამო ჩვენ სააკაშვილს ჩვენი მოსათხოვი არ მოვთხოვოთ იმ დანაშაულისთვის რაც ჩაიდინა? თუ როგორაა საქმე. რა შუაშია აქ რუსეთი? ვინმე სააკაშვილს იმის გამო ერჩის რომ პუტინის მტერია. სააკაშვილს რაში ვადანაშაულებთ ყველამ ვიცით და სწორედ ამის გამო აგებს პასუხს. თვითონ თუ უსინდისოდ პუტინის სახელს ეფარება, ეს ისევ მისი უტიფარი არსების შედეგია. ჩვენ მას პასუხს ვთხოვთ იმ დანაშაულის გამო რაც ქართველი ხალხის მიმართ ჩაიდინა, მათ შორის პუტინის მოძულე ქართველების მიმართ და თავს ნუ იდებილებტ უტიფარი ნაცური ნარატივით. რახან პუტინი არ ევასება ამიტომ ვაპატიოთ ადამიანების ხოცვა და ტანჯვა-წამება? ჩვენც არ გვევასება პუტინი ვინც სააკაშვილის დასჯას ითხოვს.
იმას რატო არ ამბობს უკრაინის მხარე გადმოგვეცით პატიმარი მიხეილი,ჩვენი მოქალაქეა და ჩვენ მივხედავთო. ან იმაზე რატო არ აღშფოთდნენ უცხო ქვეყანაში ქურდივით რო შეიპარა და რევს სიტუაციას. ისედაც უმძიმესი ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარების დროს. საქართველოს მტერია ეს კაცი.მიშა თვითონ არის პუტინის კაცი.