სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხმამაღლა ვლაპარაკობ! რასაც საპატრიარქო აკეთებს, ქვეყნის წინაშე დანაშაულია! მათ ადრე ჩემზეც იძიეს შური" - თამრიკო ჭოხონელიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე
"ხმამაღლა ვლაპარაკობ! რასაც საპატრიარქო აკეთებს, ქვეყნის წინაშე დანაშაულია! მათ ადრე ჩემზეც იძიეს შური" - თამრიკო ჭოხონელიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე

"ეს ის ქვე­ყა­ნა არ არის, სა­დაც კრი­ტი­კულ აზრს ჯან­სა­ღად იღე­ბენ და სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მე­ბი ჩემ­ზე კი­დევ ერთ შე­ტე­ვას არ და­ი­წყე­ბენ!" - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ რთულ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს...

- ქალ­ბა­ტო­ნო თამ­რი­კო, სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­ძი­მე­სი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­აა, ყო­ველ­დღი­უ­რად გაზ­რდი­ლია და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა, გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი და ამ დროს მხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ე­ბი...

- რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ბევ­რი მხრი­დან შეგ­ვიძ­ლია გავ­შიფ­როთ... დიახ, ვირუ­სის მარ­თვის მხრივ ნამ­დვი­ლად ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბაა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არას­წო­რი და არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გია! სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა და ამა­ზე დიდი ტრა­გე­დია რაღა უნდა იყოს?!ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა მრა­ვალ­მხრივ არის... ჩვენ სულ სა­ა­მა­ყოდ გვაქვს, რომ თა­მარ მე­ფის დროს, მე­თორ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და მე­ცა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში თა­მარ მე­ფემ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გა­ა­უქ­მა. ეს ნიშ­ნავ­და, რომ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა. ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში, მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ადა­მი­ანს შეგ­ნე­ბუ­ლად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვკლავთ! ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო და არა­ნა­ი­რად არ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს! მე ეს უკვე არა­ერ­თხელ ვთქვი და ბნე­ლი, უგუ­ნუ­რი ხალ­ხის­გან სა­ში­ნე­ლი თავ­დას­ხმა მაქვს. მხო­ლოდ მე კი არა, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ აზ­რზე ვართ.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­პყრო­ბილ­ნი არი­ან ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, შუ­რის­ძი­ე­ბით, ბოღ­მით და ზი­ზღით... ისი­ნი ვე­რაფ­რით აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, ამ დროს რა სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დე­ბენ მთელ ქვე­ყა­ნას! მე ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, ვი­საც პი­რა­დად შე­ე­ხო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მი, ყვე­ლას ტრა­გე­დი­ამ შემძრა... თუმ­ცა დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ფერს ცოტა სხვაგ­ვა­რად აფა­სე­ბენ და მოგ­ვი­წო­დე­ბენ, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მო­ვი­დეთ.

ვე­რაფრთ ვერ შე­უმ­სუ­ბუ­ქებ იმ ადა­მი­ა­ნებს ტკი­ვილს, ვი­საც პი­რა­დად შე­ე­ხო ის რე­ჟი­მი და მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამის გამო თა­ვის დრო­ზე მწვა­ვედ და­ვუ­პი­რის­პირ­დი, მთელ სის­ტე­მას. მგო­ნი, ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, თუ რამ­დე­ნად დიდი პრო­ტე­სი მქონ­და და დღეს ნამ­დვი­ლად არ მეთ­ქმის საყ­ვე­დუ­რი, თით­ქოს, დრო­ზე ხმა არ ამო­ვი­ღე...დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად ითხოვს, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცით, თავი გა­ვი­მარ­თლოო და სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა ხომ ნამ­დვი­ლად აქვს?! ჩვენ რა ვი­ცით, რა აქვს სათ­ქმე­ლი. მხო­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ წყვეტ­და ბევრ სა­კითხს და მისი ქვე­და რგო­ლე­ბი ისეთ ნა­ბი­ჯებს დგამ­დნენ, რა­მაც მისი იმი­ჯი შე­არ­ყია... ბევ­რი კარ­გი გა­კეთ­და, რაც შე­ე­ხე­ბა ინ­სტი­ტუ­ცი­ებს, გა­ნათ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე გაყ­ვა­ნას, მაგ­რამ, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, მის­მა ქვე­და რგო­ლებ­მა უმ­რა­ვი ცოდ­ვი­ლი­ა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ნა­ხორ­ცე­ლეს, რო­მე­ლიც დღეს მხო­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მი­ე­წე­რე­ბა!დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კი არ ვა­მარ­თლებ, მინ­და, მის­გან მო­ვის­მი­ნო იმ უამ­რავ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, რაც ხალ­ხს აქვს მის მი­მართ. ამ დროს ვხე­დავ, რომ თუნ­დაც გუ­შინ სა­სა­მარ­თლომ მას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა შექ­მნეს იმის­თვის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ მი­სუ­ლი­ყო და სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე არ წარმდგა­რი­ყო, რო­დე­საც იგი ამას ითხოვ­და და შე­ეძ­ლო, თუნ­დაც ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 109 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

ძალიან ცუდი არსებაა ეს და მისი "ქმარიც"!

თეკლა
0

რაც ამან თავისი ოჯახის ამბები ამზეურა, რა გასაკვირია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ხმამაღლა ვლაპარაკობ! რასაც საპატრიარქო აკეთებს, ქვეყნის წინაშე დანაშაულია! მათ ადრე ჩემზეც იძიეს შური" - თამრიკო ჭოხონელიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე

"ხმამაღლა ვლაპარაკობ! რასაც საპატრიარქო აკეთებს, ქვეყნის წინაშე დანაშაულია! მათ ადრე ჩემზეც იძიეს შური" - თამრიკო ჭოხონელიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე

"ეს ის ქვეყანა არ არის, სადაც კრიტიკულ აზრს ჯანსაღად იღებენ და სადამსჯელო რაზმები ჩემზე კიდევ ერთ შეტევას არ დაიწყებენ!" - ამბობს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობს...

- ქალბატონო თამრიკო, საქართველოში უმძიმესი ეპიდსიტუაციაა, ყოველდღიურად გაზრდილია დაინფიცირებულთა, გარდაცვლილთა რიცხვი და ამ დროს მხალხმრავალი აქციები...

- რთული მდგომარეობა ბევრი მხრიდან შეგვიძლია გავშიფროთ... დიახ, ვირუსის მართვის მხრივ ნამდვილად ურთულესი ვითარებაა, რაც ხელისუფლების არასწორი და არაორგანიზებული ნაბიჯების შედეგია! საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა და ამაზე დიდი ტრაგედია რაღა უნდა იყოს?!ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა მრავალმხრივ არის... ჩვენ სულ საამაყოდ გვაქვს, რომ თამარ მეფის დროს, მეთორმეტე საუკუნის ბოლოს და მეცამეტე საუკუნის დასაწყისში თამარ მეფემ სიკვდილით დასჯა გააუქმა. ეს ნიშნავდა, რომ პრიორიტეტული იყო ადამიანის სიცოცხლის უფლება. ასეთ ქვეყანაში ოცდამეერთე საუკუნეში, მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ, ადამიანს შეგნებულად და მიზანმიმართულად ვკლავთ! ეს ყველაფერი ხდება პირადი ინტერესების, დამოკიდებულების გამო და არანაირად არ ვითვალისწინებთ ქვეყნის ინტერესებს! მე ეს უკვე არაერთხელ ვთქვი და ბნელი, უგუნური ხალხისგან საშინელი თავდასხმა მაქვს. მხოლოდ მე კი არა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ აზრზე ვართ.

სამწუხაროდ, საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან ანგარიშსწორებით, შურისძიებით, ბოღმით და ზიზღით... ისინი ვერაფრით აცნობიერებენ, ამ დროს რა საშინელ მდგომარეობაში აგდებენ მთელ ქვეყანას! მე ყველა იმ ადამიანის ძალიან კარგად მესმის, ვისაც პირადად შეეხო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს არსებული რეჟიმი, ყველას ტრაგედიამ შემძრა... თუმცა დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები ყველაფერს ცოტა სხვაგვარად აფასებენ და მოგვიწოდებენ, ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდეთ.

ვერაფრთ ვერ შეუმსუბუქებ იმ ადამიანებს ტკივილს, ვისაც პირადად შეეხო ის რეჟიმი და მე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ამის გამო თავის დროზე მწვავედ დავუპირისპირდი, მთელ სისტემას. მგონი, ყველას კარგად ახსოვს, თუ რამდენად დიდი პროტესი მქონდა და დღეს ნამდვილად არ მეთქმის საყვედური, თითქოს, დროზე ხმა არ ამოვიღე...დღეს მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ითხოვს, საშუალება მომეცით, თავი გავიმართლოო და სასამართლოზე წარდგენის უფლება ხომ ნამდვილად აქვს?! ჩვენ რა ვიცით, რა აქვს სათქმელი. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტდა ბევრ საკითხს და მისი ქვედა რგოლები ისეთ ნაბიჯებს დგამდნენ, რამაც მისი იმიჯი შეარყია... ბევრი კარგი გაკეთდა, რაც შეეხება ინსტიტუციებს, განათლებას, საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე გაყვანას, მაგრამ, ამის პარალელურად, მისმა ქვედა რგოლებმა უმრავი ცოდვილიანი ნაბიჯები განახორცელეს, რომელიც დღეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს მიეწერება!დღეს მიხეილ სააკაშვილს კი არ ვამართლებ, მინდა, მისგან მოვისმინო იმ უამრავ კითხვაზე პასუხი, რაც ხალხს აქვს მის მიმართ. ამ დროს ვხედავ, რომ თუნდაც გუშინ სასამართლომ მას ამის საშუალება არ მისცა. ყველა საშუალება შექმნეს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მისულიყო და სასამართლოს წინაშე არ წარმდგარიყო, როდესაც იგი ამას ითხოვდა და შეეძლო, თუნდაც ხალხის ინტერესების დასაკმაყოფილებლად....წაიკითხეთ სრულად