სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებს ეხმაურება
ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

"ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც დღეს გავ­რცელ­და, ვხე­დავთ წა­მე­ბას, ცე­მას. გუ­შინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არც კი იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იმარ­თე­ბო­და და არ და­ას­წრეს პრო­ცესს. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი. მთე­ლი მსოფ­ლიო უყუ­რებს. ყვე­ლა პა­ტი­მა­რი იმ­სა­ხუ­რებს უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს ხდე­ბო­დეს დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის რა­დის დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ გა­ნა­ცხა­და.

მან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის პო­ზი­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"გუ­შინ ად­ვო­კა­ტებ­მა მი­ი­ღეს პა­სუ­ხი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­დან და ვფიქ­რობ, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არის პო­ზი­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ამ საქ­მეს პრი­ო­რი­ტეტს ანი­ჭე­ბენ. აცხა­დე­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა მი­ა­წო­დოს ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა კეთ­დე­ბა მისი სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად", - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის კონ­სულ­მა, რო­მე­ლიც დღეს ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო და რომ მის ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მის დონე და­ბა­ლია.

"რო­დე­საც კალ­ცი­უ­მის დონე არის და­ბა­ლი, ეს იწ­ვევს სტე­ნო­კარ­დი­ის შე­ტე­ვას და სხვა შე­დე­გებს ძა­ლი­ან მალე", - აღ­ნიშ­ნა იას­კომ.

მისი თქმით, ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე.

"ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის არ დავ­კარ­გოთ. რად­გან შიმ­ში­ლო­ბის 42-ე დღე ხუმ­რო­ბა არ არის", - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

მან ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სამი დღეა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

"ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე არ მაძ­ლე­ვენ მას­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას. ეს არის მისი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა და ასე­ვე ჩემი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა" - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნნინი
8

ამან ხო შეჭამა გული კიდე, შენნაირი რამდე ყავდა იცი,წადი. მიხედე თავს.ცანცარა

თბილისელი
11

როდესაც უკრაინაში თმებით ათრევდნენ,რესტორანში იატაკზე აგდებდნენ და მეტი კიდევ,მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა? ან ობუცმენდი სად იყო უკრაინის?ეხლა რომ დიდ გულზეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

"ვიდეოში, რომელიც დღეს გავრცელდა, ვხედავთ წამებას, ცემას. გუშინ მიხეილ სააკაშვილი არც კი იყო ინფორმირებული, რომ სასამართლო პროცესი იმართებოდა და არ დაასწრეს პროცესს. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. მთელი მსოფლიო უყურებს. ყველა პატიმარი იმსახურებს უფლებების დაცვას, როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში", - ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა.

მან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პოზიტიური გადაწყვეტილება.

"გუშინ ადვოკატებმა მიიღეს პასუხი სტრასბურგის სასამართლოდან და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის პოზიტიური გადაწყვეტილება, ვინაიდან ისინი ამ საქმეს პრიორიტეტს ანიჭებენ. აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიაწოდოს ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კეთდება მისი სიცოცხლის დასაცავად", - აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, უკრაინის კონსულმა, რომელიც დღეს ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღო და რომ მის ორგანიზმში კალციუმის დონე დაბალია.

"როდესაც კალციუმის დონე არის დაბალი, ეს იწვევს სტენოკარდიის შეტევას და სხვა შედეგებს ძალიან მალე", - აღნიშნა იასკომ.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.

"ახლა მნიშვნელოვანია, რომ ის არ დავკარგოთ. რადგან შიმშილობის 42-ე დღე ხუმრობა არ არის", - აღნიშნა დეპუტატმა.

მან ასევე შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ სამი დღეა ექსპრეზიდენტის მონახულების საშუალებას არ აძლევენ.

"ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მაძლევენ მასთან შეხვედრის საშუალებას. ეს არის მისი უფლებების დარღვევა და ასევე ჩემი უფლებების დარღვევა" - აღნიშნა დეპუტატმა.