იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელ სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვილს, იღებს პენიტენციური სამსახური და არა თავად სააკაშვილი. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა იცოდა, რომ კლინიკაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადადიოდა, თუმცა, მინისტრს არ დაუზუსტებია, მიაწოდეს თუ არა მას ინფორმაცია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
"კადრებში ნაჩვენებია შესახლების ფაქტი. ეს კადრები აჩვენებს საზოგადოებას, როგორ იტყუება ერთ-ერთი ადვოკატი, თითქოსდა რეანიმობილი გაჩერდა 30 მეტრის მოშორებით პენიტენციური დაწესებულებიდან. ასევე, ეს კადრები აჩვენებს თუ როგორ მიაყენა პატიმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომელს და ასევე როგორ დააზიანა სამედიცინო ტექნიკა. მან იცოდა, რომ გადადიოდა კლინიკაში და სამკურნალო დაწესებულებაში. გადაწყვეტილებას, სად, რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება ის გადაყვანილი, იღებს არა პატიმარი, არამედ იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება.
rari xar tu themi siri heni droc male mova xom gaaxaret putini da ruseti qocebo an hvilebi ara gkavt an dedebi ar grcxveniat eg ra kacobaaa mihas hvilebs rac akurebinet tqve 50 larze gakiduleboooo bidzos monebooooo
აი სრულ ჩანაწერს რო გამოაქვეყნებთ,მასინ დაგიჯერებთ.
მანამდე გირჩევთ ძვეეეეელ ქართულ ანდაზას
ჩემი ენა ჩემი მტერიო