სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონეთის მთავრობა საქართველოს "ფაიზერის“ ვაქცინის 468 000 დოზას გადმოსცემს
პოლონეთის მთავრობა საქართველოს "ფაიზერის“ ვაქცინის 468 000 დოზას გადმოსცემს

პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 468 000 დოზა "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას გად­მოს­ცემს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დო­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე შე­მო­ვი­და. ამას­თან, სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა ქვე­ყა­ნა­ში 5 ეტა­პად, მომ­დევ­ნო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­ვა.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ პო­ლო­ნეთ­მა, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბა შეძ­ლო. იმე­დი მაქვს მო­სახ­ლე­ო­ბა აღ­ნიშ­ნულ ვაქ­ცი­ნებს აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს და სა­ბო­ლო­ოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით და­ვას­რუ­ლებთ მიმ­დი­ნა­რე მე­ხუ­თე ტალ­ღა­საც და პან­დე­მი­ა­საც. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პო­ლო­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლოს კვლავ და­ეხ­მა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პო­ლო­ნე­თის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­უშ მაშ­კი­ე­ვი­ჩიმ.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტვირ­თის გა­და­ცე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია, პო­ლო­ნე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­უშ მაშ­კი­ე­ვი­ჩი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვი­ლი და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე და­ეს­წრნენ.

უწყე­ბის ცნო­ბით, pfizer-ის ვაქ­ცი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ე­რაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო 2 დოზა, 21-28 დღის ინ­ტერ­ვა­ლით კეთ­დე­ბა. pfizer-მა ვაქ­ცი­ნა გერ­მა­ნულ პარტნი­ორ კომ­პა­ნია "ბი­ონ­ტექთან“ ერ­თად შექ­მნა.

Covid-19 სა­წი­ნა­აღ­მდე­გო Pfizer -ის ვაქ­ცი­ნით აცრა უკვე შე­უძ­ლი­ათ:

12-დან 15 წლის ასა­კის ჩათ­ვლით ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს;

12-დან 15 წლის ასა­კის ჩათ­ვლით ბავ­შვებს, კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლებ­საც მოგ­ზა­უ­რო­ბის, სწავ­ლის, მკურ­ნა­ლო­ბის, ან სხვა მიზ­ნით, სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლის­თვის ესა­ჭი­რო­ე­ბათ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა.

"პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 468 000 დოზა pfizer-ის ვაქ­ცი­ნა გად­მო­ე­ცე­მა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბაა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის მიზ­ნე­ბის­თვის, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე ასე­ვე ბუს­ტერ დო­ზე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. დიდი მად­ლო­ბა პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბას ამ დახ­მა­რე­ბის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

გარ­და ამი­სა, Covid-19 სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინაქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით ("სი­ნო­ვა­კი“, "სი­ნო­ფარ­მი“) აც­რილ პი­რებს და­მა­ტე­ბით Pfizer-ის ვაქ­ცი­ნით აც­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, შემ­დე­გი წე­სით: - ორი დო­ზით აც­რილ­თა შემ­თხვე­ვა­ში, პი­რებს რომ­ლებ­საც მოგ­ზა­უ­რო­ბის, სწავ­ლის, მკურ­ნა­ლო­ბის, ან სხვა მიზ­ნით, სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლის­თვის ესა­ჭი­რო­ე­ბათ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია Pfizer–ის ვაქ­ცი­ნის ორი დო­ზით აცრა, მე­ო­რე დო­ზას და და­მა­ტე­ბით პირ­ველ დო­ზას შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ვა­ლი შე­ად­გენს 28 დღეს.

COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ინ­ფექ­ცი­ი­სა­გან თავ­დაც­ვის ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბაა!.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
0

ეგ რომელი პარტიიდანაა , რომ წამოადუღეს და 3 თვე წაუმატეს შენახვის ვადას? :)

ეხ
0

რად გინდა არ იცრებიან დაა არ დავიდა ამათ ტონამდე ჯერ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

პოლონეთის მთავრობა საქართველოს "ფაიზერის“ ვაქცინის 468 000 დოზას გადმოსცემს

პოლონეთის მთავრობა საქართველოს "ფაიზერის“ ვაქცინის 468 000 დოზას გადმოსცემს

პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა "ფაიზერის“ ვაქცინას გადმოსცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დონაციის პირველი ნაწილი საქართველოში უკვე შემოვიდა. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, "ფაიზერის“ ვაქცინა ქვეყანაში 5 ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.

"მოხარული ვარ, რომ პოლონეთმა, ამ რთულ პერიოდში საქართველოს დახმარება შეძლო. იმედი მაქვს მოსახლეობა აღნიშნულ ვაქცინებს აქტიურად გამოიყენებს და საბოლოოდ ვაქცინაციის დახმარებით დავასრულებთ მიმდინარე მეხუთე ტალღასაც და პანდემიასაც. საჭიროების შემთხვევაში პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება“, - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩიმ.

სამინისტროს ინფორმაციით, ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.

უწყების ცნობით, pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია "ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer -ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ:

12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს;

12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.

"პოლონეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინა გადმოეცემა. ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის, როგორც მიმდინარე ასევე ბუსტერ დოზების გამოსაყენებლად. დიდი მადლობა პოლონეთის მთავრობას ამ დახმარებისთვის“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით ("სინოვაკი“, "სინოფარმი“) აცრილ პირებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: - ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!.