სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუსტად არის, კიდურები შეშუპებული აქვს... " - რას ამბობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ციხეში მისი მონახულების შემდეგ?
"სუსტად არის, კიდურები შეშუპებული აქვს... " - რას ამბობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ციხეში მისი მონახულების შემდეგ?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ და გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა, მე-12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხეს.

გელ­ხა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­სუს­ტე­ბუ­ლია და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძი­მე­ბუ­ლია.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ელო­დე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კონ­სი­ლი­უმს, რო­მე­ლიც მას­თან შევა, აი­ღე­ბენ ანა­ლი­ზებს და გა­არ­კვე­ვენ რო­მე­ლი­მე სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ზღვარს ქვე­მოთ ხომ არ არის.

"დღეს ელო­დე­ბა მათ. რაც შე­ე­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, მისი სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი დღემ­დე ექი­მებს მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვით ეკა­ვათ, ხოლო ამის შემ­დგომ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა და რა პა­სუ­ხებს მი­ვი­ღებთ, ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ისევ აგ­რძე­ლებს შიმ­ში­ლო­ბას, არ აპი­რებს საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას და ელო­დე­ბა ექი­მებ­თან შეხ­ვედ­რას. მისი სი­სუს­ტე ძლი­ერ­დე­ბა, თუმ­ცა, მო­რა­ლუ­რად მხნედ არის და აპი­რებს ასე გა­აგ­რძე­ლოს. სი­სუს­ტე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ფი­ზი­კურ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში, კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა­ში. მას ამ ეტაპ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლია. თუმ­ცა, სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან გაგ­რძელ­დეს მისი მკურ­ნა­ლო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში, ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამას ყო­ველ ჯერ­ზე ვი­თხოვთ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა ხდე­ბა, ის ელო­დე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კონ­სი­ლი­უმს, რომ აი­ღონ ანა­ლი­ზე­ბი და გვი­თხრან ექი­მებ­მა რო­გო­რია მისი ჯან­მრთლე­ბის მდგო­მა­რე­ბა, რა­ი­მე მო­ნა­ცე­მი ხომ არაა სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნულს ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­მოც­დე­ნი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა.

ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბობს იუ­რი­დი­უ­ლი ხერ­ხე­ბი და ამ ხერ­ხე­ბის მე­ქა­ნიზ­მად ამუ­შა­ვე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შია.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის არა მხო­ლოდ მისი ად­ვო­კა­ტე­ბის, ჩვენს ინ­ტე­რე­სებ­ში, არა­მედ ეს არის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რეს­ში. არ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მძევ­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­დეს ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის მთა­ვა­რი რე­ფორ­მა­ტო­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს იუ­რი­დი­უ­ლი ხერ­ხე­ბი და ამ იუ­რი­დი­უ­ლი ხერ­ხე­ბის მე­ქა­ნიზ­მად ამუ­შა­ვე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შია და თუ შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა იქ­ნე­ბა, ეს მი­იღ­წე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა 10 ნო­ემ­ბერს ჩა­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, რო­გორც ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, შე­საძ­ლოა, სა­სა­მარ­თლომ მისი დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვოს, ან პრო­ცე­სი სა­ერ­თოდ არ ჩა­ტარ­დეს.

"პი­ჯა­კე­ბის საქ­მეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­მარ­თლე სა­ერ­თოდ და­ი­მა­ლა და არც კი გვე­უბ­ნე­ბა, რო­დის ჩა­ნიშ­ნავს პრო­ცესს მა­შინ, რო­დე­საც აგ­ვის­ტო­ში ძა­ლი­ან გან­რის­ხე­ბუ­ლი იყო, პრო­ცე­სი დრო­უ­ლად გვაქვს და­სას­რუ­ლე­ბე­ლიო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ა­ვი­წყდა, რომ დრო­უ­ლად აქვს ეს პრო­ცე­სი და­სას­რუ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ლე­გი­ის მიერ გან­სა­ხილ­ველ საქ­მეს, ის 10 ნო­ემ­ბრამ­დე უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, რად­გან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა აქვს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ შე­ფარ­დე­ბუ­ლი; ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო. თვე­ნა­ხე­ვა­რია ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი გვა­ყურ­ყუ­ტე­ბენ და ჩათ­ვა­ლეთ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­სა­მარ­თლო გა­უქ­მე­ბუ­ლია. შედ­გე­ბა თუ არა პრო­ცე­სი? - მე არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ მაგ ნა­წილ­შიც აი­ღონ ნა­მუს­ზე ხელი და 10-შიც არ ჩა­ა­ტა­რონ პრო­ცე­სი, ან მისი დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვონ. გა­მო­სა­ვა­ლი არის ერთი - ხალ­ხის აქ­ტი­უ­რო­ბა! კა­ნო­ნის ხმა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღარ ეს­მის“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ.

ბექა ბა­სი­ლა­ია მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში უნდა იყოს გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა წო­ნა­ში ძა­ლი­ან და­იკ­ლო და მისი სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვი­თაც კი, უკვე გარ­თულ­დე­ბა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ხის საკ­ნი­დან, ისე, რომ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცა და არც სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის. მო­უ­გო "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ­ჩევ­ნე­ბი. დღეს არის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, ეს მო­ნა­პო­ვა­რი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ი­ფორ­მოს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა პრო­ტეს­ტი, ყვე­ლა მი­ტინ­გი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ამ მი­ტინ­გე­ბის წარ­მა­ტე­ბით და­საგ­ვირ­გვი­ნებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­როა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი. თუ ხალ­ხი აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა, თუ ხალ­ხი ამ მო­თხოვ­ნებს ბო­ლომ­დე მიყ­ვე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ და­იღ­ლე­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა. უკვე დიდი ხა­ნია ეს უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში უნდა იყოს გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მან უკვე ძა­ლი­ან დიდი წონა და­კარ­გა, შე­სა­ბა­მი­სად, მისი სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვი­თაც უკვე გარ­თულ­დე­ბა. ის სა­ჭი­რო­ებს შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მქო­ნე კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას“,-გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალქე
0

"რა დაგიშავეთ ღმერთო, ნუთუ ასეთი მიშა საეირო იყო ჩვენთვის!"

Нене
1

Магисма калебма идардон ту раме шеушупда адвокатеби имден авадмкопобас амбобен миша каи хнис мквдари унда икос

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სუსტად არის, კიდურები შეშუპებული აქვს... " - რას ამბობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ციხეში მისი მონახულების შემდეგ?

"სუსტად არის, კიდურები შეშუპებული აქვს... " - რას ამბობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ციხეში მისი მონახულების შემდეგ?

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და გიორგი გელხაურმა, მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც მასთან შევა, აიღებენ ანალიზებს და გაარკვევენ რომელიმე სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ ხომ არ არის.

"დღეს ელოდება მათ. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები დღემდე ექიმებს მედიკამენტოზური ჩარევით ეკავათ, ხოლო ამის შემდგომ როგორ გაგრძელდება და რა პასუხებს მივიღებთ, ჩვენთვის უცნობია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ისევ აგრძელებს შიმშილობას, არ აპირებს საკვების მიღებას და ელოდება ექიმებთან შეხვედრას. მისი სისუსტე ძლიერდება, თუმცა, მორალურად მხნედ არის და აპირებს ასე გააგრძელოს. სისუსტე გამოიხატება ფიზიკურ გადაადგილებაში, კიდურების შეშუპებაში. მას ამ ეტაპზე გადაადგილება ფიზიკურად შეუძლია. თუმცა, საკითხის დაყენება რომ აუცილებლად უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილი, ვინაიდან გაგრძელდეს მისი მკურნალობა სამოქალაქო კლინიკაში, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას ყოველ ჯერზე ვითხოვთ. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა ხდება, ის ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომ აიღონ ანალიზები და გვითხრან ექიმებმა როგორია მისი ჯანმრთლების მდგომარება, რაიმე მონაცემი ხომ არაა სასიცოცხლო ნიშნულს ხელოვნურად ჩამოცდენილი“,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლების შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს იურიდიული ხერხები და ამ ხერხების მექანიზმად ამუშავება ხელისუფლების ხელშია.

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის არა მხოლოდ მისი ადვოკატების, ჩვენს ინტერესებში, არამედ ეს არის ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს ინტერესში. არ შეიძლება პოლიტიკური მძევლობის ქვეშ იმყოფებოდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ამ ქვეყნის ისტორიის მთავარი რეფორმატორი. აქედან გამომდინარე, არსებობს იურიდიული ხერხები და ამ იურიდიული ხერხების მექანიზმად ამუშავება ხელისუფლების ხელშია და თუ შესაბამისი პოლიტიკური მოთხოვნები და საზოგადოების აქტიურობა იქნება, ეს მიიღწევა“, - განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება 10 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, შესაძლოა, სასამართლომ მისი დისტანციურად ჩატარება მოითხოვოს, ან პროცესი საერთოდ არ ჩატარდეს.

"პიჯაკების საქმესთან“ დაკავშირებით მოსამართლე საერთოდ დაიმალა და არც კი გვეუბნება, როდის ჩანიშნავს პროცესს მაშინ, როდესაც აგვისტოში ძალიან განრისხებული იყო, პროცესი დროულად გვაქვს დასასრულებელიო. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავიწყდა, რომ დროულად აქვს ეს პროცესი დასასრულებელი. რაც შეეხება კოლეგიის მიერ განსახილველ საქმეს, ის 10 ნოემბრამდე უნდა გამართულიყო, რადგან მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული; ეს ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო. თვენახევარია ეს მოსამართლეები გვაყურყუტებენ და ჩათვალეთ, რომ ფაქტობრივად, სასამართლო გაუქმებულია. შედგება თუ არა პროცესი? - მე არ გამიკვირდება, რომ მაგ ნაწილშიც აიღონ ნამუსზე ხელი და 10-შიც არ ჩაატარონ პროცესი, ან მისი დისტანციურად ჩატარება მოითხოვონ. გამოსავალი არის ერთი - ხალხის აქტიურობა! კანონის ხმა ამ ხელისუფლებას აღარ ესმის“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი.

მისი თქმით, სააკაშვილმა წონაში ძალიან დაიკლო და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც კი, უკვე გართულდება.

"მიხეილ სააკაშვილმა ციხის საკნიდან, ისე, რომ სასამართლოში საზოგადოების წინაშე წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა და არც სატელეფონო ზარების განხორციელების. მოუგო "ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არჩევნები. დღეს არის მთავარი ამოცანა, ეს მონაპოვარი ქართველმა ხალხმა ოფიციალურად გაიფორმოს. შესაბამისად, ყველა პროტესტი, ყველა მიტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიტინგების წარმატებით დასაგვირგვინებლად აუცილებელი და საჭიროა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. თუ ხალხი აქტიური იქნება, თუ ხალხი ამ მოთხოვნებს ბოლომდე მიყვება და ქართველი ხალხი არ დაიღლება, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება. უკვე დიდი ხანია ეს უნდა განხორციელებულიყო- მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, მან უკვე ძალიან დიდი წონა დაკარგა, შესაბამისად, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება. ის საჭიროებს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში გადაყვანას“,-განაცხადა ბასილაიამ.