მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას" - რას ამბობს კახა კალაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივაზე?
"თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას" - რას ამბობს კახა კალაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივაზე?

"ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი პრინ­ცი­პია, რომ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას მერი ვარ" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლას მერი იქ­ნე­ბა, გა­ნურ­ჩევ­ლად ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა. კახა კა­ლა­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"რამ­დენ­ჯერ­მე კონ­კრე­ტულ ტე­ლე­ე­თე­რებ­ში გან­ვა­ცხა­დე, რომ ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს და­ყო­ფი­ლი თბი­ლი­სი ჩე­მი­ა­ნე­ბად და სხვი­სი­ა­ნე­ბად, ეს მიდ­გო­მა 2017 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობ­და და ასე ვა­პი­რებ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. მე ვიქ­ნე­ბი ყვე­ლას მერი და მზად ვარ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ენ­თუ­ზი­აზ­მი, ენერ­გია, ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო, რათა თბი­ლი­სი ყვე­ლა­ზე მწვა­ნე, ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტულ, ყვე­ლა­ზე მო­წეს­რი­გე­ბულ ქა­ლა­ქად ვაქ­ცი­ოთ. ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბაა სა­ჭი­რო, მე თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ახალ­გაზ­რდე­ბის, მშრო­მე­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახა­ლი თა­ო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის დიდი იმე­დი მაქვს, რად­გან ჩემი გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლია, ამ ქა­ლა­ქის ის­ტო­რია ერ­თად დავ­წე­როთ და ერ­თად ვაქ­ცი­ოთ ეს ქა­ლა­ქი ბევ­რად უკე­თე­სი, ვიდ­რე დღეს არის. ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მაა სა­ჭი­რო. მე მზად ვარ ჩემს გუნდთან ერ­თად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გახ­სნი­ლე­ბი ვართ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის. მზად ვართ ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ანს მო­ვუს­მი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი გუნ­დი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია პა­ტი­ო­სა­ნი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბით.

"ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გვაქვს და­გეგ­მი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ მალე და­ი­ნა­ხავს იმას, რა­ზეც ვსა­უბ­რობ­დით. უკვე და­ი­ნა­ხავს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით რა­ი­ო­ნე­ბის, ქუ­ჩე­ბის, უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით იმის­თვის, რომ მეტი სი­ცო­ცხლე შე­ვი­ტა­ნოთ ყვე­ლა უბან­ში“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ იქ­მნე­ბა სა­ჯა­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი გა­მო­ი­ფი­ნე­ბა.

მისი თქმით, არ­ტის­ტე­ბი, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდე­ბა, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე აირ­ჩე­ვი­ან.

"თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად ვა­ფუძ­ნებთ ახალ ინ­სტი­ტუ­ცი­ას - სა­ჯა­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ფონდს, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა ქა­ლა­ქის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს. ეს მოხ­დე­ბა სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ით. ერთ-ერთი ასე­თი სივ­რცე იქ­ნე­ბა ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ვა­კის პარ­კი და ყვე­ლა ის სივ­რცე, რო­მე­ლიც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე აირ­ჩე­ვი­ან არ­ტის­ტე­ბი და იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ეს ამ დარ­გის­თვის ხელ­შე­წყო­ბა იქ­ნე­ბა, რომ ამ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­ნა­თავ­სონ პარ­კებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
1

ქუჩის ძაღლების პრობლემა უკვე წლებია დგას და უარესდება, რიგ უბნებში ველოსიპედით ან სამაკატით გავლა სრულიად შეუძლებელია ძაღლი, რომ არ გამოგეკიდოს. მაგალითად გლდანის მეტროს მიმდებარედ ფეხით რომ გიაროთ 40 მდე ძაღლს დაითვლით ყოველდღე, ზოგი ადამიანს წელამდე წვდება ზომით. მიხედეთ ამ პრობლემას, ნუ ხუჭავთ თვალს ვითომ ყველაფერი რიგზეა, ამის გამო სამაკატებითაც გადაადგილებაზე იკავებს თავს ახალგაზრდობა, ერთის მხრივ მწვანე ქალაქიო და მეორეს მხრივ პირობები არაა რომ უფრო გარემოსდაცვითი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გამოვიყენოთ, ყოველ გამოსვლაზე ძაღლი თუ გამოგეკიდა რა გამოდის.

მერო
9

კორუფციას მიხედე მერიაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას" - რას ამბობს კახა კალაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივაზე?

"თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას" - რას ამბობს კახა კალაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივაზე?

"ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ უკლებლივ ყველას მერი ვარ" - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყველას მერი იქნება, განურჩევლად ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებებისა. კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

"რამდენჯერმე კონკრეტულ ტელეეთერებში განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად, ეს მიდგომა 2017 წლიდან მოყოლებული არ არსებობდა და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, ყველაზე კომფორტულ, ყველაზე მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ. ამ მიზნების მისაღწევად თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო, მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგან ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ და ერთად ვაქციოთ ეს ქალაქი ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის. ამისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. მე მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად, აბსოლუტურად გახსნილები ვართ კომუნიკაციისთვის. მზად ვართ ყველა თაობის ადამიანს მოვუსმინოთ“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაკომპლექტებულია პატიოსანი და შრომისმოყვარე ადამიანებით.

"ძალიან აქტიურები ვიქნებით, ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი და საზოგადოება სულ მალე დაინახავს იმას, რაზეც ვსაუბრობდით. უკვე დაინახავს კონკრეტული პროექტებით რაიონების, ქუჩების, უბნების მიხედვით იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში“,-განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ იქმნება საჯარო ხელოვნების ფონდი, რომლის ფარგლებშიც თბილისის საჯარო სივრცეებში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება.

მისი თქმით, არტისტები, რომელთა ნამუშევრებიც თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება, მთელი წლის განმავლობაში კონკურსის საფუძველზე აირჩევიან.

"თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას - საჯარო ხელოვნების ფონდს, რომლის მიზანიც არის, რომ თანამედროვე ხელოვნება ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს მოხდება საჯარო სივრცეებში ხელოვნების ინტეგრაციით. ერთ-ერთი ასეთი სივრცე იქნება ახლად რეაბილიტირებული ვაკის პარკი და ყველა ის სივრცე, რომელიც მოწესრიგებულია. წლის განმავლობაში კონკურსის საფუძველზე აირჩევიან არტისტები და იქნება გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც მათი ნამუშევრები იქნება განთავსებული. ეს ძალიან კარგია. ეს ამ დარგისთვის ხელშეწყობა იქნება, რომ ამ წარმატებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნამუშევრები განათავსონ პარკებში“, - განაცხადა კალაძემ.