მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანალიზებზე უარს ამბობს... არ ვიცით, რომელიმე სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ არის თუ არა" - ექსპრეზიდენტის ადვოკატი
"ანალიზებზე უარს ამბობს... არ ვიცით, რომელიმე სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ არის თუ არა" - ექსპრეზიდენტის ადვოკატი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან მან ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე უარი თქვა, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­კვე­ვა რთუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მის­მა ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­სუს­ტე ძლი­ერ­დე­ბა.

„რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნუ­ლი ზღვარს ქვე­მოთ იყო ჩა­მო­სუ­ლი, მაგ­რამ მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვით ეს და­რე­გუ­ლირ­და და და­ბა­ლანსდა. დღეს ამას ვე­ღარ ვი­გებთ, რად­გან ანა­ლი­ზებ­ზე უარს ამ­ბობს და გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში ვვარ­დე­ბით, რად­გან არ ვი­ცით, რო­მე­ლი­მე სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნუ­ლი ზღვარს ქვე­მოთ არის თუ არა. მას გა­და­ად­გი­ლე­ბაც უჭირს, რად­გან ყო­ველ­გვარ გა­დას­ხმა­ზე უარს ამ­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, ასე დიდ­ხანს ვე­ღარ გაგ­რძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გელ­ხა­ურ­მა.

ამას­თან, ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას სა­ა­კაშ­ვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ხელი ეშ­ლე­ბა.

"კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უფ­ლე­ბის წარ­თმე­ვა რას ემ­სა­ხუ­რე­ბა, არ ვიცი. მათ რა­ღაც ტიხ­რე­ბი შე­ავ­სეს, სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ ჩვენ კო­მუ­ნი­კა­ცია გვქო­ნო­და და წე­რი­ლი მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა. დღეს ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ნამ შეხ­ვედ­რე­ბის ოთა­ხი არ და­უბ­რუნ­დე­ბა პირ­ვან­დელ სა­ხეს და არ აღ­დგე­ბა მისი უფ­ლე­ბე­ბი, ის არ აპი­რებს მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას და ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ბა­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა გელ­ხა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ბა­რე­ბით პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტრო­ლი, მაგ­რამ რად­გა­ნაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ არ­სე­ბობს, ად­ვო­კა­ტის თქმით, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ დროს გო­ნე­ბა და­კარ­გოს.

"მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია არ ხდე­ბა კონ­სი­ლი­უ­მის მიერ გა­წე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად. თუკი მას გლ­და­ნის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნენ, ეს იქ­ნე­ბა დიდი დარ­ღვე­ვა, რად­გან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უარი გა­ნა­ცხა­და იქ გა­დაყ­ვა­ნა­ზე, თუმ­ცა დღეს ყვე­ლაფ­რის მო­ლო­დი­ნი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს", - გა­ნა­ცხა­და გელ­ხა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

კანონით, გიჟებს ძალის გამოყენებით მკურნალობენ!!!

გიორგი
0

ვითომ ადვოკატი, გვარად გელხაური, ფიზიონომიით ბევრად უფრო "ტალიბანის" წევრ ავღანელს ჰგავს, ვიდრე "დასავლურ ევროპული მენტალობის" ქართველ ადვოკატს)))...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ანალიზებზე უარს ამბობს... არ ვიცით, რომელიმე სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ არის თუ არა" - ექსპრეზიდენტის ადვოკატი

"ანალიზებზე უარს ამბობს... არ ვიცით, რომელიმე სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ არის თუ არა" - ექსპრეზიდენტის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მან ანალიზების გაკეთებაზე უარი თქვა, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა რთულია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სისუსტე ძლიერდება.

„რამდენიმე დღის წინ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული, მაგრამ მედიკამენტოზური ჩარევით ეს დარეგულირდა და დაბალანსდა. დღეს ამას ვეღარ ვიგებთ, რადგან ანალიზებზე უარს ამბობს და გაურკვეველ ვითარებაში ვვარდებით, რადგან არ ვიცით, რომელიმე სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ არის თუ არა. მას გადაადგილებაც უჭირს, რადგან ყოველგვარ გადასხმაზე უარს ამბობს, შესაბამისად, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება", - განაცხადა გელხაურმა.

ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას სააკაშვილთან კომუნიკაციაში ხელი ეშლება.

"კომუნიკაციის უფლების წართმევა რას ემსახურება, არ ვიცი. მათ რაღაც ტიხრები შეავსეს, საიდანაც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ კომუნიკაცია გვქონოდა და წერილი მიგვეწოდებინა. დღეს ეს შეუძლებელია. სანამ შეხვედრების ოთახი არ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს და არ აღდგება მისი უფლებები, ის არ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას და ანალიზების ჩაბარებას", - აღნიშნა გელხაურმა.

მისივე თქმით, ანალიზების ჩაბარებით პროგნოზირებადი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კონტროლი, მაგრამ რადგანაც ამის საშუალება აღარ არსებობს, ადვოკატის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გონება დაკარგოს.

"მისი ჰოსპიტალიზაცია არ ხდება კონსილიუმის მიერ გაწეული რეკომენდაციის თანახმად. თუკი მას გლდანის ციხეში გადაიყვანენ, ეს იქნება დიდი დარღვევა, რადგან მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა იქ გადაყვანაზე, თუმცა დღეს ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს", - განაცხადა გელხაურმა.