მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადგან ცოცხალი გადავრჩი, რაღაცები გადავაფასე და..." - რას ყვებიან ვერაგ დაავადებას გადარჩენილი ადამიანები?
"რადგან ცოცხალი გადავრჩი, რაღაცები გადავაფასე და..." - რას ყვებიან ვერაგ დაავადებას გადარჩენილი ადამიანები?

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია „გი­ლი­არ­დის“ თა­ნად­გო­მით და­წყე­ბუ­ლი C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის უნი­კა­ლუ­რი, უფა­სო სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბი, ვინც გზა­დაგ­ზა ერ­თვე­ბი­ან პროგ­რა­მა­ში, თა­ვის გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ერ­თად მო­უთ­მენ­ლად ელი­ან ვირუ­სის სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­ცხე­ბას. მთა­ვა­რია, თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა სწო­რად და­იც­ვას ექი­მის მი­თი­თე­ბა და ცხოვ­რე­ბის წე­სიც მკურ­ნა­ლო­ბას შე­უ­სა­ბა­მოს. და კი­დევ, მთა­ვა­რია, თუნ­დაც მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის ფონ­ზე, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ C ჰე­პა­ტი­ტი საკ­მა­ოდ ვე­რა­გი ვირუ­სია - „კო­ვიდ-19“-ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხან­გრძლი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩუ­მად, უსიმპტო­მოდ, ხოლო როცა რა­ღაც კუ­თხით თავს იჩენს, ხში­რად მკურ­ნა­ლო­ბაც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია ხოლ­მე, ამი­ტომ მისი დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნა და შემ­დგომ - მკურ­ნა­ლო­ბა, თქვე­ნი გან­კურ­ნე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის ტოლ­ფა­სია.

იცო­დე, C ჰე­პა­ტი­ტი არ იც­დის! - სწო­რედ ამ სლო­გა­ნით გა­ნაგ­რძო­ბენ პა­ცი­ენ­ტთა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით, C ჰე­პა­ტი­ტის პრე­ვენ­ცი­ის კამ­პა­ნი­ას. გარ­და იმი­სა, რომ ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცი­სა თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თა­ნად­გო­მით ავ­რცე­ლე­ბენ ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მი­სა და C ჰე­პა­ტი­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას, ასე­ვე, ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ის დაც­ვით, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სტუმ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონს და იმა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვირუს­თან ბრძო­ლის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას პი­რის­პირ უზი­ა­რე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის ჯგუ­ფებს.

ამას წი­ნათ, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, კერ­ძოდ - ახალ­ცი­ხე­ში, რამ­დე­ნი­მე დღით მე­გობ­რებ­თან გახ­ლდით სტუმ­რად. ერთ-ერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც იყ­ვნენ ჩვენ­თან ერ­თად და კო­ვიდ­პან­დე­მი­ა­ზე და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. მე კი ჩემი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, C ჰე­პა­ტი­ტის პრე­ვენ­ცი­ის კამ­პა­ნი­ა­საც გა­დავ­წვდი და მათ ვკი­თხე, რა იცოდ­ნენ C ვირუს­ზე. აღ­მოჩ­ნდა, რომ იცოდ­ნენ, უფრო ზუს­ტად, ორმა მათ­გან­მა იცო­და, რომ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო. სა­უ­ბა­რი რომ გა­ვუ­ბი და გა­მოვ­კი­თხე, რო­გორ შე­ი­ტყვეს, ვირუ­სი რომ ჰქონ­დათ, რა იცოდ­ნენ მას­ზე, იმ­კურ­ნა­ლეს თუ არა და ასე შემ­დეგ, ცო­ტა­თი კი იუ­ხერ­ხუ­ლეს, მაგ­რამ რად­გან ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობ­დნენ და ერ­თმა­ნე­თის ვირუ­სის ამ­ბა­ვიც იცოდ­ნენ, თან კი­დევ, ერთ-ერთს იმ შეხ­ვედ­რამ­დე მეც ვიც­ნობ­დი, უფრო თა­ვი­სუფ­ლად ალა­პა­რაკ­დნენ. ვთხო­ვე, თქვენს ამ­ბავს დავ­წერ-მეთ­ქი. ბევ­რი იფიქ­რეს და დამ­თან­ხმდნენ, თუმ­ცა, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა, მთხო­ვეს, გვა­რი არ და­წე­როო.

მე­რაბ დ. 48 წლის:

- ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, მო­ნაც­ვლე­ო­ბით - ხან ნარ­კო­ტოკს ვი­ღებ­დი, ხან ალ­კოჰო­ლურ სას­მელს. უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბიც მქო­ნია, ჭა­ობ­ში რომ იძი­რე­ბი და ამა­საც ვე­ღარ ხვდე­ბი. C ჰე­პა­ტიტ­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი, გარ­და იმი­სა, რომ ღვიძ­ლის საკ­მა­ოდ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა იყო. ისიც ვი­ცო­დი, რომ ჩემი მე­გობ­რე­ბის 98 %-ს ჰქონ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, მეც მექ­ნე­ბო­და. 27 წლის ვი­ყა­ვი, ნარ­კო­ტი­კის თა­ვის და­ნე­ბე­ბა რომ გა­დავ­წყვი­ტე და ექიმ­თან მი­ვე­დი. სას­წრა­ფოდ ჰე­პა­ტი­ტებ­ზე შე­მა­მოწ­მეს. ნამ­დვი­ლად არ გამ­კვირ­ვე­ბია, ვირუ­სი რომ აღ­მო­მაჩ­ნდა, არც შოკ­ში ჩავ­ვარ­დნილ­ვარ, არც შემ­ში­ნე­ბია. გა­მაფრ­თხი­ლეს, არ და­მე­ლია, მაგ­რამ სულ ტყუ­ი­ლად - ზუს­ტად ისე გან­ვაგ­რძე ცხოვ­რე­ბა, რო­გორც მა­ნამ­დე ვცხოვ­რობ­დი... ნე­ბის­ყო­ფა არ მეყო...

- C ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- რო­დე­საც და­მი­დას­ტურ­და, მა­შინ ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი, რად­გან ინ­ტერ­ფე­რო­ნით მკურ­ნა­ლო­ბა დიდ ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, რო­დე­საც გა­მოჩ­ნდა C ჰე­პა­ტი­ტის უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ექ­ტი, გა­დავ­წყვი­ტე, გა­მერ­კვია, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მქონ­და ღვიძ­ლი - მე ხომ ისიც არ ვი­ცო­დი, ვირუ­სის რა რა­ო­დე­ნო­ბა მქონ­და სის­ხლში და რა მას­შტა­ბით იყო ღვიძ­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი?! უკვე ოჯა­ხი მყავ­და და, ალ­ბათ, ამა­ნაც მი­ბიძ­გა. მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის საყ­ვე­დუ­რე­ბი­სა, ში­გა­და­შიგ გა­მოკ­ვლე­ვე­ბის პე­რი­ოდ­შიც ვსვამ­დი ლუდს. მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ, რას არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ვპირ­დე­ბო­დი, მკურ­ნა­ლო­ბას რომ და­ვი­წყებ, მერე წვეთს არ დავ­ლევ-მეთ­ქი. ძა­ლი­ან კი გა­ვოც­დი, მაგ­რამ გა­მოკ­ვლე­ვამ მიჩ­ვე­ნა, რომ ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი საკ­მა­ოდ და­ბა­ლი მქონ­და და... მოკ­ლედ, ამან გა­მა­თა­მა­მა. ახლა იშ­ვი­ა­თად ვსვამ და იქ­ნებ აღარც დავ­ლიო... ვნა­ხოთ. სი­გა­რეტს კი თავი და­ვა­ნე­ბე, ისიც - ფილ­ტვე­ბის გამო... მა­წუ­ხებს. ვნა­ხოთ, რა­ღაც ხნის შემ­დეგ ვფიქ­რობ, კი­დევ გა­და­ვი­მოწ­მო ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, მათ შო­რის - ღვიძ­ლი­საც და თუ უა­რე­სო­ბის­კენ წა­ვი­და სი­ტუ­ა­ცია, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­წყებ მკურ­ნა­ლო­ბას.

მაკა ზ. 54 წლის:

- წლე­ბის წინ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ოპე­რა­ცი­ის წინ, სის­ხლის ანა­ლიზ­ში C ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სი აღ­მო­მაჩ­ნდა. ეს იყო უდი­დე­სი შოკი, რო­მელ­მაც ოპე­რა­ცი­ის 16-წლი­ა­ნი ში­შიც კი გა­და­ფა­რა. ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად ეს და­ა­ვა­დე­ბა ნარ­კო­მა­ნი­ას­თან, ლო­თო­ბა­სა და მსგავს უარ­ყო­ფით ცხოვ­რე­ბის წეს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად ის ვი­კი­თხე, მე - სა­ი­დან-მეთ­ქი?! ამ კი­თხვას მა­ში­ნაც და მას შემ­დე­გაც კონ­ტრკი­თხვით ვპა­სუ­ხობ: ხომ და­დი­ხარ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში და სტო­მა­ტო­ლოგ­თან? ფაქ­ტია, რომ დავ­დი­ო­დი. აქე­დან და­ვი­წყე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ რო­გო­რი ცხოვ­რე­ბის წე­სი­თაც უნდა ცხოვ­რობ­დე, ამ და­ა­ვა­დე­ბი­სა­გან თავს ვე­რა­ვინ და­ი­ცავს! შო­კის მი­უ­ხე­და­ვად, ამ ფაქ­ტის და­მალ­ვა არც მი­ფიქ­რია. პი­რი­ქით, ვინც მო­სა­ლოდ­ნელ ოპე­რა­ცი­ა­ზე შე­მე­კი­თხე­ბო­და, მა­შინ­ვე ამ თავ­ზარ­დამ­ცემ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ვუ­წყებ­დი ლა­პა­რაკს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­და­ჩე­მის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ვე­ქე­ცი, რად­გან ერ­თად ვცხოვ­რობთ და ყო­ფი­ლი მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი­ცაა. უმ­კაც­რეს დი­ე­ტა­ზე გა­და­მიყ­ვა­ნა და ამან, გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­მა­კომ­პლექ­სა კი­დეც. და­ა­ვა­დე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი შევ­წყვი­ტე და სხვა­საც რომ ეთ­ქვა, C ჰე­პა­ტი­ტი მაქ­ვსო, სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბას არაფ­რით ვამ­ხელ­დი. C ჰე­პა­ტიტ­ზე კი მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა იყო და - ღვიძ­ლის ცი­რო­ზის წი­ნა­პი­რო­ბა, უკურ­ნე­ბე­ლი სენი, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დულ კვე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და.

დე­და­ჩე­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით მკაცრ დი­ე­ტა­ზე ვი­ყა­ვი, თა­ნაც სის­ხლში შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბაც მერ­ყე­ობ­და. ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად 7 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი. სა­მო­სი არ მრგებ­და, გა­რეგ­ნო­ბა შე­მეც­ვა­ლა და ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლი გავ­ხდი. სტუმ­რა­დაც კი არ­სად დავ­დი­ო­დი... ერთ დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ჩა­ხუ­ტე­ბა­საც ვე­რი­დე­ბო­დი. ცხოვ­რე­ბა­ში თავს უსარ­გებ­ლოდ და უფუნ­ქცი­ოდ გრძნობ­დი, თით­ქოს ცხოვ­რე­ბას ფასი და­ე­კარ­გა... ამან სა­ერ­თოდ გა­მა­გი­ჟა, ნერ­ვებ­მა მიმ­ტყუ­ნა თუ რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი და­მე­მარ­თა... თა­ვის მოკ­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, მაგ­რამ დე­და­ჩემ­მა მო­მის­წრო...

მერე კი, რად­გან ცო­ცხა­ლი გა­დავ­რჩი, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვა­ფა­სე და გა­დავ­წყვი­ტე, უფრო კარ­გად გა­მეც­ნო ჩემი „მტე­რი“ - და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­მაც აქამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. ინ­გლი­სუ­რი კარ­გად ვიცი და ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი რამ წა­ვი­კი­თხე, მა­შინ მივ­ხვდი, რომ ფე­ხებ­სა და ხე­ლებ­ზე ჩემი სის­ხლცაქ­ცე­ვე­ბიც სწო­რედ ვირუ­სის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო და კი­დევ ბევ­რი რამ. მერე, თით­ქოს გა­მო­წე­რი­ლი­ვით, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ძღვრის სა­უ­ბა­რიც მო­ვის­მი­ნე თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე და გა­მი­ხარ­და, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე... და ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­მაც მო­მის­წრო... მოკ­ლედ, იმ­დე­ნი რამ გა­ვი­გე, რომ C ჰე­პა­ტი­ტით ცხოვ­რე­ბა არ მთავ­რდე­ბა, გა­დავ­წყვი­ტე, გა­მე­რის­კა და ახა­ლი წამ­ლით მკურ­ნა­ლო­ბა და­მე­წყო. ერთხანს მა­ინც ვით­რიე ფეხი... ახალ­ცი­ხე პა­ტა­რა ქა­ლა­ქია, ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს და... მაგ­რამ შვი­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის გამო მა­ინც წა­ვე­დი კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ არა აქ, არა­მედ - თბი­ლის­ში. დღეს ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ - სრუ­ლი­ად გან­ვი­კურ­ნე. არც ისე ყო­ფი­ლა საქ­მე, რო­გორც მე­გო­ნა - ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად გა­და­ვი­ტა­ნე. სამ თვეს ვმკურ­ნა­ლობ­დი და უკვე ორი წე­ლი­წა­დია, ვი­მოწ­მებ. ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე მაქვს. მთა­ვა­რია, იმე­დი არ და­კარ­გო და და­ი­ჯე­რო, რომ შენი სი­ცო­ცხლე ჯერ კი­დევ ძვირ­ფა­სია შენი ოჯა­ხი­სათ­ვის და... შენ­თვი­საც. ამი­ტომ, ყვე­ლას ვე­ტყვი, რომ ნუ და­ე­ლო­დე­ბი­ან ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას და სტრესს ნუ და­ი­მა­ტე­ბენ. აუ­ცი­ლებ­ლად მი­დით და გა­არ­კვი­ეთ, შემ­თხვე­ვით, ხომ არ გაქვთ ეს ვირუ­სი, რომ მერე ჩემ­სა­ვით იმა­ზეც არ იდარ­დოთ, შვილს ან შვი­ლიშ­ვილს ხომ არა­ფე­რი გა­დავ­დეო. თუნ­დაც აღ­მო­გაჩ­ნდეთ, ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა და მკურ­ნა­ლო­ბა­საც უკუჩ­ვე­ნე­ბა თით­ქმის არ აქვს. ამას გე­უბ­ნე­ბით მე - ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ი­ტა­რა. და კი­დევ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ მკურ­ნა­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ გე­ხარ­ჯე­ბათ თან­ხა - ალ­ბათ, თქვენც ხვდე­ბით, რომ ეს უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"რადგან ცოცხალი გადავრჩი, რაღაცები გადავაფასე და..." - რას ყვებიან ვერაგ დაავადებას გადარჩენილი ადამიანები?

"რადგან ცოცხალი გადავრჩი, რაღაცები გადავაფასე და..." - რას ყვებიან ვერაგ დაავადებას გადარჩენილი ადამიანები?

მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამერიკული კომპანია „გილიარდის“ თანადგომით დაწყებული C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური, უფასო სახელმწიფო პროგრამა ჯერ კიდევ გრძელდება. პაციენტები, ვინც გზადაგზა ერთვებიან პროგრამაში, თავის გულშემატკივრებთან ერთად მოუთმენლად ელიან ვირუსის საბოლოოდ დამარცხებას. მთავარია, თითოეულმა მათგანმა სწორად დაიცვას ექიმის მითითება და ცხოვრების წესიც მკურნალობას შეუსაბამოს. და კიდევ, მთავარია, თუნდაც მსოფლიო პანდემიის ფონზე, არ დაგავიწყდეთ, რომ C ჰეპატიტი საკმაოდ ვერაგი ვირუსია - „კოვიდ-19“-ისგან განსხვავებით, ხანგრძლივად მიმდინარეობს ჩუმად, უსიმპტომოდ, ხოლო როცა რაღაც კუთხით თავს იჩენს, ხშირად მკურნალობაც დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ მისი დროული აღმოჩენა და შემდგომ - მკურნალობა, თქვენი განკურნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ტოლფასია.

იცოდე, C ჰეპატიტი არ იცდის! - სწორედ ამ სლოგანით განაგრძობენ პაციენტთა ორგანიზაციები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, C ჰეპატიტის პრევენციის კამპანიას. გარდა იმისა, რომ ინტერნეტ-სივრცისა თუ მედიასაშუალებების თანადგომით ავრცელებენ ელიმინაციის პროგრამისა და C ჰეპატიტის საინფორმაციო კამპანიას, ასევე, ყველა კოვიდრეგულაციის დაცვით, შეძლებისდაგვარად, სტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და იმავე ინფორმაციას და ვირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას პირისპირ უზიარებენ მოსახლეობის ჯგუფებს.

ამას წინათ, სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ - ახალციხეში, რამდენიმე დღით მეგობრებთან გახლდით სტუმრად. ერთ-ერთ სიტუაციაში, სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩვენთან ერთად და კოვიდპანდემიაზე დაიწყეს საუბარი. მე კი ჩემი ინტერვიუებიდან გამომდინარე, C ჰეპატიტის პრევენციის კამპანიასაც გადავწვდი და მათ ვკითხე, რა იცოდნენ C ვირუსზე. აღმოჩნდა, რომ იცოდნენ, უფრო ზუსტად, ორმა მათგანმა იცოდა, რომ ვირუსის მატარებელი იყო. საუბარი რომ გავუბი და გამოვკითხე, როგორ შეიტყვეს, ვირუსი რომ ჰქონდათ, რა იცოდნენ მასზე, იმკურნალეს თუ არა და ასე შემდეგ, ცოტათი კი იუხერხულეს, მაგრამ რადგან ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ და ერთმანეთის ვირუსის ამბავიც იცოდნენ, თან კიდევ, ერთ-ერთს იმ შეხვედრამდე მეც ვიცნობდი, უფრო თავისუფლად ალაპარაკდნენ. ვთხოვე, თქვენს ამბავს დავწერ-მეთქი. ბევრი იფიქრეს და დამთანხმდნენ, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, მთხოვეს, გვარი არ დაწეროო.

მერაბ დ. 48 წლის:

- ახალგაზრდობაში, მონაცვლეობით - ხან ნარკოტოკს ვიღებდი, ხან ალკოჰოლურ სასმელს. უმძიმესი დღეებიც მქონია, ჭაობში რომ იძირები და ამასაც ვეღარ ხვდები. C ჰეპატიტზე ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ღვიძლის საკმაოდ მძიმე დაავადება იყო. ისიც ვიცოდი, რომ ჩემი მეგობრების 98 %-ს ჰქონდა და სავარაუდოდ, მეც მექნებოდა. 27 წლის ვიყავი, ნარკოტიკის თავის დანებება რომ გადავწყვიტე და ექიმთან მივედი. სასწრაფოდ ჰეპატიტებზე შემამოწმეს. ნამდვილად არ გამკვირვებია, ვირუსი რომ აღმომაჩნდა, არც შოკში ჩავვარდნილვარ, არც შემშინებია. გამაფრთხილეს, არ დამელია, მაგრამ სულ ტყუილად - ზუსტად ისე განვაგრძე ცხოვრება, როგორც მანამდე ვცხოვრობდი... ნებისყოფა არ მეყო...

- C ჰეპატიტის მკურნალობაზე არ გიფიქრია?

- როდესაც დამიდასტურდა, მაშინ ვერც ვიოცნებებდი, რადგან ინტერფერონით მკურნალობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როდესაც გამოჩნდა C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროექტი, გადავწყვიტე, გამერკვია, რა მდგომარეობაში მქონდა ღვიძლი - მე ხომ ისიც არ ვიცოდი, ვირუსის რა რაოდენობა მქონდა სისხლში და რა მასშტაბით იყო ღვიძლი დაზიანებული?! უკვე ოჯახი მყავდა და, ალბათ, ამანაც მიბიძგა. მიუხედავად ოჯახის წევრებისა და ახლობლების საყვედურებისა, შიგადაშიგ გამოკვლევების პერიოდშიც ვსვამდი ლუდს. მეჩხუბებოდნენ, რას არ მეუბნებოდნენ, მაგრამ ვპირდებოდი, მკურნალობას რომ დავიწყებ, მერე წვეთს არ დავლევ-მეთქი. ძალიან კი გავოცდი, მაგრამ გამოკვლევამ მიჩვენა, რომ ღვიძლის დაზიანების ხარისხი საკმაოდ დაბალი მქონდა და... მოკლედ, ამან გამათამამა. ახლა იშვიათად ვსვამ და იქნებ აღარც დავლიო... ვნახოთ. სიგარეტს კი თავი დავანებე, ისიც - ფილტვების გამო... მაწუხებს. ვნახოთ, რაღაც ხნის შემდეგ ვფიქრობ, კიდევ გადავიმოწმო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის - ღვიძლისაც და თუ უარესობისკენ წავიდა სიტუაცია, აუცილებლად დავიწყებ მკურნალობას.

მაკა ზ. 54 წლის:

- წლების წინ სრულიად მოულოდნელად, ოპერაციის წინ, სისხლის ანალიზში C ჰეპატიტის ვირუსი აღმომაჩნდა. ეს იყო უდიდესი შოკი, რომელმაც ოპერაციის 16-წლიანი შიშიც კი გადაფარა. ჩემს ცნობიერებაში სტერეოტიპულად ეს დაავადება ნარკომანიასთან, ლოთობასა და მსგავს უარყოფით ცხოვრების წესთან იყო დაკავშირებული. პირველად ის ვიკითხე, მე - საიდან-მეთქი?! ამ კითხვას მაშინაც და მას შემდეგაც კონტრკითხვით ვპასუხობ: ხომ დადიხარ სილამაზის სალონში და სტომატოლოგთან? ფაქტია, რომ დავდიოდი. აქედან დავიწყე გაცნობიერება, რომ როგორი ცხოვრების წესითაც უნდა ცხოვრობდე, ამ დაავადებისაგან თავს ვერავინ დაიცავს! შოკის მიუხედავად, ამ ფაქტის დამალვა არც მიფიქრია. პირიქით, ვინც მოსალოდნელ ოპერაციაზე შემეკითხებოდა, მაშინვე ამ თავზარდამცემ ინფორმაციაზე ვუწყებდი ლაპარაკს. მოგვიანებით დედაჩემის გავლენის ქვეშ მოვექეცი, რადგან ერთად ვცხოვრობთ და ყოფილი მედიცინის მუშაკიცაა. უმკაცრეს დიეტაზე გადამიყვანა და ამან, გარკვეულწილად, დამაკომპლექსა კიდეც. დაავადებაზე საუბარი შევწყვიტე და სხვასაც რომ ეთქვა, C ჰეპატიტი მაქვსო, საკუთარ დაავადებას არაფრით ვამხელდი. C ჰეპატიტზე კი მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვერაგი დაავადება იყო და - ღვიძლის ციროზის წინაპირობა, უკურნებელი სენი, რომელიც შეზღუდულ კვებას საჭიროებდა.

დედაჩემის ზედამხედველობით მკაცრ დიეტაზე ვიყავი, თანაც სისხლში შაქრის შემცველობაც მერყეობდა. ყველაფრის შედეგად 7 კილოგრამი დავიკელი. სამოსი არ მრგებდა, გარეგნობა შემეცვალა და ძალიან დეპრესიული გავხდი. სტუმრადაც კი არსად დავდიოდი... ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ შვილიშვილებთან ჩახუტებასაც ვერიდებოდი. ცხოვრებაში თავს უსარგებლოდ და უფუნქციოდ გრძნობდი, თითქოს ცხოვრებას ფასი დაეკარგა... ამან საერთოდ გამაგიჟა, ნერვებმა მიმტყუნა თუ რაღაც ამდაგვარი დამემართა... თავის მოკვლა გადავწყვიტე, მაგრამ დედაჩემმა მომისწრო...

მერე კი, რადგან ცოცხალი გადავრჩი, რაღაცები გადავაფასე და გადავწყვიტე, უფრო კარგად გამეცნო ჩემი „მტერი“ - დაავადება, რომელმაც აქამდე მიმიყვანა. ინგლისური კარგად ვიცი და ინტერნეტში ბევრი რამ წავიკითხე, მაშინ მივხვდი, რომ ფეხებსა და ხელებზე ჩემი სისხლცაქცევებიც სწორედ ვირუსის დამსახურება იყო და კიდევ ბევრი რამ. მერე, თითქოს გამოწერილივით, საპატრიარქოს ტელევიზიით მოძღვრის საუბარიც მოვისმინე თვითმკვლელობაზე და გამიხარდა, რომ ეს საშინელება ვერ განვახორციელე... და ელიმინაციის პროგრამამაც მომისწრო... მოკლედ, იმდენი რამ გავიგე, რომ C ჰეპატიტით ცხოვრება არ მთავრდება, გადავწყვიტე, გამერისკა და ახალი წამლით მკურნალობა დამეწყო. ერთხანს მაინც ვითრიე ფეხი... ახალციხე პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და... მაგრამ შვილების მხარდაჭერით და შვილიშვილების გამო მაინც წავედი კლინიკაში, მაგრამ არა აქ, არამედ - თბილისში. დღეს ბედნიერი ადამიანი ვარ - სრულიად განვიკურნე. არც ისე ყოფილა საქმე, როგორც მეგონა - ყველაფერი მშვენივრად გადავიტანე. სამ თვეს ვმკურნალობდი და უკვე ორი წელიწადია, ვიმოწმებ. ყველაფერი რიგზე მაქვს. მთავარია, იმედი არ დაკარგო და დაიჯერო, რომ შენი სიცოცხლე ჯერ კიდევ ძვირფასია შენი ოჯახისათვის და... შენთვისაც. ამიტომ, ყველას ვეტყვი, რომ ნუ დაელოდებიან ოპერაციის გაკეთებას და სტრესს ნუ დაიმატებენ. აუცილებლად მიდით და გაარკვიეთ, შემთხვევით, ხომ არ გაქვთ ეს ვირუსი, რომ მერე ჩემსავით იმაზეც არ იდარდოთ, შვილს ან შვილიშვილს ხომ არაფერი გადავდეო. თუნდაც აღმოგაჩნდეთ, ელიმინაციის პროგრამა სრულიად უსაფრთხოა და მკურნალობასაც უკუჩვენება თითქმის არ აქვს. ამას გეუბნებით მე - ადამიანი, ვინც ეს მკურნალობა ჩაიტარა. და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მკურნალობაში საერთოდ არ გეხარჯებათ თანხა - ალბათ, თქვენც ხვდებით, რომ ეს უდიდესი ბედნიერებაა.

ავტორი: ირმა ხარშილაძე