პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან,  ისინი აღარ ჩაერევიან საქართველოს შიდა დაპირისპირებებში,  რომელიც ძალიან შემაწუხებელია" - მეთიუ ბრაიზა
"ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან,  ისინი აღარ ჩაერევიან საქართველოს შიდა დაპირისპირებებში,  რომელიც ძალიან შემაწუხებელია" - მეთიუ ბრაიზა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, მე­თიუ ბრა­ი­ზას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­კა­აშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა.

მე­ო­რე მხრივ, რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­კა­ვე­ბა არ იყო ჭკვი­ა­ნუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბია მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი.

ამას­თან, რო­გორც ბრა­ი­ზამ აღ­ნიშ­ნა, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი და ამავდრო­უ­ლად, ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და­კა­ვე­ბუ­ლია, ეს თა­ვის­თა­ვად წარ­მოქ­მნის პრობ­ლე­მას და მსოფ­ლი­ოს თვალ­ში ჩანს, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბა.

"ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც ჩემს იმედ­გაც­რუ­ე­ბას იწ­ვევს. ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში კვლავ პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბაა. ამას ემა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან 19 აპ­რილს მიღ­წე­უ­ლი, შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის გა­უქ­მე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­კა­აშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ კი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი ვა­შინ­ტონ­სა და ევ­რო­პა­ში დაღ­ლი­ლე­ბი არი­ან და ამ ყვე­ლა­ფერს უკვე დიდ ყუ­რა­დღე­ბას აღარ უთ­მო­ბენ. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე. ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა იცო­და, რომ ეს იყო ძა­ლი­ან სა­რის­კო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მან იცო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, თუმ­ცა მან მა­ინც ჩათ­ვა­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და. ვფიქ­რობ, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­კა­ვე­ბა არ იყო ჭკვი­ა­ნუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბია მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი. რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი და ამავდრო­უ­ლად ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და­კა­ვე­ბუ­ლია, ეს თა­ვის­თა­ვად წარ­მოქ­მნის პრობ­ლე­მას და მსოფ­ლი­ოს თვალ­ში ჩანს, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბა. ეს ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მას უქ­მნის მთავ­რო­ბას და ქვე­ყა­ნას კრი­ზის­ში ამ­ყო­ფებს“, - გა­ნა­ცხა­და ბრა­ი­ზამ.

ამას­თან, რო­გორც ის ამ­ბობს, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წილს სჯე­რა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე იქო­ნია გავ­ლე­ნა.

"პო­ლი­ტი­კო­სებს და ექ­სპერ­ტებს, რომ­ლებ­საც მე ვე­სა­უბ­რე, სჯე­რათ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თვლის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის რე­ი­ტინ­გი გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მი­იჩ­ნევს, რომ ამან პი­რი­ქით გა­ზარ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ მხარ­და­ჭე­რა, თუმ­ცა რო­გორც აშშ-ის არ­ჩევ­ნე­ბის პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, წი­ნას­წა­რი გა­მო­კი­თხვე­ბი და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ხში­რად გან­სხვავ­დე­ბა. სა­მეც­ნი­ე­რო და ემ­პი­რი­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვი­დან ჩვენ ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და შე­დე­გე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მა­მარ­თლოს მი­მართ ბევ­რი კი­თხვაა ამე­რი­კის მთავ­რო­ბის­გან, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის­გან და დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მხრი­დან. თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ივ­ლის, და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი არ­ცერთ მხა­რეს არ ექ­ნე­ბა...

ვფიქ­რობ, ევ­რო­პა და ამე­რი­კა უკვე დაღ­ლი­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი აღარ ჩა­ე­რე­ვი­ან ქვეყ­ნის შიდა და­პი­რის­პი­რე­ბებ­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და ბრა­ი­ზამ.

მკითხველის კომენტარები / 107 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aguli_11
18

რა გახდა ეს მიშა ამისთანა რომ სექტად აქცია ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი?ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი არაჟნის გადასაზიდ ტრაილერში ზის, ქვეყნის საზღვარს უკანონდ კვეთავს და ვიდეოებს წერს გამიტაცესო ამაზე სასაცილო და სატირალი მეტი რა უნდა იყოს? და ეს კაცი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის უმთავრესი მოვალეობა ქვეყნის საზღვრის დაცვა უნდა ყოფილიყო არღვევს სახელმწიფოებრიობის მთავარ ატრიბუტს - ქვეყნის საზღვარს. მიშაზე სიტყვა სირცხვილის გამოყენებაც კი სირცხვილია!!!!

კონსტანტინე თავართქილაძე
18

ევროპა და ამერიკის გარდა რაც მთავარია ნაცებით მათი მუდმივი არეულობის სურვილით ჩვენ დავიღალეთ საქართველოს მოქალაქეები!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან,  ისინი აღარ ჩაერევიან საქართველოს შიდა დაპირისპირებებში,  რომელიც ძალიან შემაწუხებელია" - მეთიუ ბრაიზა

"ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან,  ისინი აღარ ჩაერევიან საქართველოს შიდა დაპირისპირებებში,  რომელიც ძალიან შემაწუხებელია" - მეთიუ ბრაიზა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის დაბრუნებამ ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა.

მეორე მხრივ, როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რა სამართლებრივი პროცესებია მის წინააღმდეგ აღძრული.

ამასთან, როგორც ბრაიზამ აღნიშნა, როდესაც ოპოზიციის ლიდერი და ამავდროულად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია, ეს თავისთავად წარმოქმნის პრობლემას და მსოფლიოს თვალში ჩანს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება.

"ჩემი აზრით, საქართველოში ამჟამად ძალიან დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა, რაც ჩემს იმედგაცრუებას იწვევს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კვლავ პოლიტიკური დაძაბულობაა. ამას ემატება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილს მიღწეული, შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმება.

საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის დაბრუნებამ კი კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. საქართველოს მეგობრები ვაშინტონსა და ევროპაში დაღლილები არიან და ამ ყველაფერს უკვე დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ. მსოფლიოში ყველა პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა იცოდა, რომ ეს იყო ძალიან სარისკო გადაწყვეტილება. მან იცოდა, რომ შეიძლებოდა დაეკავებინათ, თუმცა მან მაინც ჩათვალა, რომ საქართველოში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი. არ აქვს მნიშვნელობა, რა სამართლებრივი პროცესებია მის წინააღმდეგ აღძრული. როდესაც ოპოზიციის ლიდერი და ამავდროულად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია, ეს თავისთავად წარმოქმნის პრობლემას და მსოფლიოს თვალში ჩანს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. ეს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის მთავრობას და ქვეყანას კრიზისში ამყოფებს“, - განაცხადა ბრაიზამ.

ამასთან, როგორც ის ამბობს, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ არჩევნების შედეგებზე იქონია გავლენა.

"პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, რომლებსაც მე ვესაუბრე, სჯერათ, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ სააკაშვილის პარტიის რეიტინგი გაიზარდა, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამან პირიქით გაზარდა "ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა, თუმცა როგორც აშშ-ის არჩევნების პრაქტიკამ აჩვენა, წინასწარი გამოკითხვები და არჩევნების შედეგები ხშირად განსხვავდება. სამეცნიერო და ემპირიული პერსპექტივიდან ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, როგორი იქნებოდა შედეგები სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო.

რაც შეეხება სამართლიან სასამართლოს, საქართველოში დამოუკიდებელი სამამართლოს მიმართ ბევრი კითხვაა ამერიკის მთავრობისგან, ვენეციის კომისიისგან და დამკვირვებლების მხრიდან. თუ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანად ჩაივლის, დამატებითი კითხვები არცერთ მხარეს არ ექნება...

ვფიქრობ, ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან. ისინი აღარ ჩაერევიან ქვეყნის შიდა დაპირისპირებებში, რომელიც ძალიან შემაწუხებელია,“ - განაცხადა ბრაიზამ.