მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარული მოვიდა სტუდენტობისას, მაგრამ ყველა მიწუნებდა" - სამხედრო ექიმობიდან სპორტულ მედიცინაში: რას ჰყვება ოჯახსა და საყვარელ საქმეზე ოლიმპიელთა წარმატებების თანაავტორი?
"სიყვარული მოვიდა სტუდენტობისას, მაგრამ ყველა მიწუნებდა" - სამხედრო ექიმობიდან სპორტულ მედიცინაში: რას ჰყვება ოჯახსა და საყვარელ საქმეზე ოლიმპიელთა წარმატებების თანაავტორი?
  • ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე: ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა შე­ჯიბ­რზე და მისი შვი­ლე­ბი

ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს ახ­სოვს, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დი­დან ემო­ცი­უ­რი კად­რი - ძი­უ­დო­ისტ ლაშა ბე­ქა­უ­რის ტრი­უმ­ფის შემ­დეგ. მუხ­ლზე და­ცე­მუ­ლი ატი­რე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი. მა­ნამ­დე, ოლიმ­პი­ელ­თა ექიმ­მა პი­რო­ბა დადო, რომ ის ქარ­თვე­ლი ფა­ლავ­ნის წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და და სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა. მერე, მად­ლი­ერ­მა ჩემ­პი­ონ­მა სა­ჯა­როდ გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა "მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ექიმს“, რო­მელ­მაც მისი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. ეს ადა­მი­ა­ნი დღე­და­ღამ სპორ­ტსმე­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს, მათ­თან ერ­თად იმარ­ჯვებს და მარ­ცხით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს მათ­ზე მე­ტად გა­ნიც­დის. სამ­ხედ­რო ექი­მო­ბი­დან ოლიმ­პი­ელ­თა ექი­მო­ბამ­დე რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გზა გან­ვლო, ბევრ პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა, ბევ­რგან მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი, მაგ­რამ "მწვრთნე­ლო­ბით მო­წამ­ლულ­მა“ მა­ინც სპორ­ტის­თვის გა­და­დო თავი.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სპორ­ტსმე­ნე­ბის ცხოვ­რე­ბით უფრო ვცხოვ­რობ, ვიდ­რე ჩემი ოჯა­ხის. ჩემი შვი­ლე­ბი ისე იზ­რდე­ბი­ან, ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ გა­მე­პა­რა ეს დრო. ბევ­რი და­ვა­კე­ლი ოჯახს, სპორ­ტს მეტი მი­ვე­ცი. ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნი ასეა, როცა რე­ჟიმ­ში ხარ, ფაქ­ტობ­რი­ვად, თავი გაქვს გა­და­დე­ბუ­ლი“, - გვე­უბ­ნე­ბა ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და უბ­რა­ლოდ - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი და მის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე თხრო­ბას ბავ­შვო­ბი­დან იწყებს.

  • ბავ­შვო­ბა

- 1968 წლის 15 მა­ისს და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე. მამა - გივი კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ფა­ლა­ვა­ნი იყო ქარ­თულ ჭი­და­ო­ბა­ში, ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სამ­ბო­ში, დედა ქი­მი­კო­სია.102-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, რო­მე­ლიც ახლა აღარ არ­სე­ბობს, 161-ე სკო­ლას­თან გა­ერ­თი­ან­და. ჯერ ვე­რა­ზე, მერე - თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, ბო­ლოს სა­ბურ­თა­ლო­ზე, მე­რი­ის წინ გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე არ ვყო­ფილ­ვარ, ვერ მო­ვა­ხერ­ხე... არ მიყ­ვარ­და ფი­ზი­კა და მა­თე­მა­ტი­კა, დღემ­დე არ ვიცი, რა არის ლო­გა­რით­მი... ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში, სპორ­ტუ­ლი კლა­სი ვი­ყა­ვით, გაც­დე­ნი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ხარ­ჯზე ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დით, სხვა გა­სარ­თო­ბი არ გვქონ­და ბავ­შვებს, თა­მაშ­ში ვე­ჯიბ­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ექ­სკურ­სი­ებ­ზე სა­ერ­თოდ არ დავ­ყავ­დით მას­წავ­ლებ­ლებს, რა­ტომ­ღაც ფიქ­რობ­დნენ, რომ დის­ციპ­ლი­ნა­ში ჩა­მოვ­რჩე­ბო­დით. მახ­სოვს, დამ­რი­გე­ბელს ვუ­თხა­რი, თქვენს ჯი­ნა­ზე მსოფ­ლი­ოს მო­ვივ­ლი-მეთ­ქი და ალ­ბათ ავას­რუ­ლე. ძი­უ­დო-სამ­ბო­ზე დავ­დი­ო­დი, რეს­პუბ­ლი­კის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზე წარ­მა­ტე­ბას ვაღ­წევ­დი, რი­თაც პა­ტა­რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი მქონ­და სკო­ლა­ში. ბევ­რი ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი გვყავ­და სკო­ლა­ში, ვინც შემ­დგომ­ში თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ტო­ვა სპორ­ტში.

  • "მეღ­ვი­ნე­ო­ბას პე­დი­ატ­რო­ბა ვარ­ჩიე“

- სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე მო­ვი­წა­დი­ნე ჩა­ბა­რე­ბა. სი­მარ­თლე თუ გინ­დათ, მეღ­ვი­ნე­ო­ბა მინ­დო­და. იმ­ხა­ნად ექი­მო­ბა და იუ­რის­ტო­ბა იყო პრეს­ტი­ჟუ­ლი. ჩემს ზურგს უკან ხში­რად მეს­მო­და - ეს ვერ ჩა­ა­ბა­რებს, სპორ­ტსმე­ნი­აო და ამან შე­მა­გუ­ლი­ა­ნა. ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და სპორ­ტსმენს კარ­გად ეს­წავ­ლა, როცა მა­გა­ლი­თად, მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე და სხვე­ბიც სწავ­ლობ­დნენ. ვთქვი, მოდი, ვცდი-მეთ­ქი და ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო, პე­დი­ატ­რი­უ­ლი ავირ­ჩიე, ყვე­ლა სა­გან­ში მო­ვემ­ზა­დე და ჩა­ვა­ბა­რე. სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ისე­თი ხალ­ხი დამ­ხვდა, ტვი­ნი გად­მოს­დი­ო­დათ და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მეც ავ­ყო­ლო­დი. დიდი მად­ლო­ბა მათ, რომ სულ სხვა­ნა­ირ კა­ლა­პოტ­ში ჩამ­სვეს და მი­მახ­ვედ­რეს, რომ ექი­მო­ბა თუ გინ­და, ბევ­რი უნდა ის­წავ­ლო. ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დი მა­ინც სტუ­დენ­ტო­ბაა. იქაც გა­მი­ღი­მა ბედ­მა და ძა­ლი­ან მა­გა­რი კურ­სი შემ­ხვდა, ბევ­რი მათ­გა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­და - პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძე, დი­მიტ­რი ჯორ­ბე­ნა­ძე, დათო კი­ლა­ძე. მათ­გან ზოგი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­და (დათო სი­ხა­რუ­ლი­ძე), ზოგი ჯან­დაც­ვის და სა­გა­რე­ო­სი. დღემ­დე ვახ­ლობ­ლობთ თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი.

  • "იმ­დე­ნად მო­წამ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი მწვრთნე­ლო­ბით, რომ...“

- 9 აპ­რილს, სა­დაც მი­ტინ­გე­ბი იმარ­თე­ბო­და, ყვე­ლა ლო­კა­ცი­ა­ზე ჩვე­ნი კურ­სი იყო. და­ვი­წყეთ დაჭ­რი­ლე­ბის მი­ღე­ბა-დახ­მა­რე­ბა და იქ მივ­ხვდი, რომ ბევ­რი რამ არ ვი­ცო­დი პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ში და სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში. მერე იყო თბი­ლი­სის ომი, იქაც მო­ხა­ლი­სე­ე­ბად ჩა­ვე­წე­რეთ. აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­შიც წა­ვე­დით თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი და იქ მივ­ხვდი, რომ ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე ქვეყ­ნის­თვის. შე­დე­გი რომ ვერ მი­ვი­ღეთ, ამან ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და დიდი როლი ითა­მა­შა იმა­ში, რომ სამ­ხედ­რო მე­დი­ცი­ნა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. გა­დავ­წყვი­ტე, რა­ღაც წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა ახა­ლი ჯა­რის ფორ­მი­რე­ბა­ში, კერ­ძოდ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

სა­მი­ნის­ტრო­ში 4-5 წელი გა­ვა­ტა­რე და პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ვი­წყე ძი­უ­დოს მწვრთნე­ლო­ბა, სპორ­ტი უფრო წინ და­ვა­ყე­ნე, ვიდ­რე მე­დი­ცი­ნა და მიზ­ნად და­ვი­სა­ხე ევ­რო­პის და მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ჩემ­პი­ო­ნი გა­მე­ზარ­და. მერე ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბის ცენ­ტრა­ლურ დარ­ბაზ­ში ექი­მი არ გვყავ­და და სა­მე­დი­ცი­ნო ოთახ­შის გა­სა­ღე­ბი გად­მომ­ცეს, სა­დაც შე­ნა­ხე­დიც არ ვი­ყა­ვი, იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი მწვრთნე­ლო­ბით მო­წამ­ლუ­ლი. გავ­ვარ­დი ჩემს მე­გობ­რებ­თან, ისი­ნი და­მეხ­მარ­ნენ და ნელ-ნელა და­ვი­წყე ოთა­ხის აღ­ჭურ­ვა, კარ­გა­დაც მო­ვერ­გე და და­ვი­წყე მე­დი­ცი­ნის გახ­სე­ნე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, მე­გობ­რე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, ჩემ­გან სხვა ადა­მი­ა­ნის - სპორ­ტსმე­ნე­ბის ექი­მის შექ­მნა გა­და­წყდა.1996 წელს ატ­ლან­ტის ოლიმ­პი­ა­და­ზე არ წა­მიყ­ვა­ნეს და მა­შინ მივ­ხვდი, რა­ღაც მეტი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია, გავ­ხდი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი ძი­უ­დო­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვლა­დი­მერ ნუ­ცუ­ბი­ძემ ძა­ლით წა­მიყ­ვა­ნა მოს­კოვ­ში, ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნა და გავ­ხდი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯი. მან­ვე მირ­ჩია, მოდი, იუ­რი­დი­უ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ი­ღე, სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­გად­გე­ბაო და ეგეც ვის­წავ­ლე - და­ვამ­თავ­რე აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი.

  • "რო­გორ გავ­ხდი ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის ექი­მი"

- კარ­გად მო­ვემ­ზა­დე და 2000 წელს უკვე სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­შე წარვსდე­ქი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ექი­მი და სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ა­და­ზე, სა­დაც ხა­ბა­რე­ლი, გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი და ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნი ჩა­ერ­თვნენ, დე­ლე­გა­ცი­ა­ში მთა­ვარ ექი­მად და­ვი­ნიშ­ნე. სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ა­და იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ტრამ­პლი­ნი. მერე გაჩ­ნდა ფი­ნან­სე­ბის პრობ­ლე­მა და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა გა­მოგ­ვი­წო­და დახ­მა­რე­ბის ხელი. თან­და­თან მოვძლი­ერ­დით, გაჩ­ნდა მო­თხოვ­ნა და შევ­ქმე­ნით ფი­ზი­კუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტი სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ექი­მი ყვე­ლა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე სა­ჭი­რო იყო და მარ­ტო ერთი კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

გი­ორ­გი ასა­ნი­ძეს­თან ერ­თად

თვე­ო­ბით არ ვყო­ფილ­ვარ სახ­ლში, თვითმფრი­ნა­ვი­დან-თვითმფრი­ნავ­ში გა­დავ­დი­ო­დი და 2004 წელს, როცა პირ­ვე­ლი, ზვი­ა­და­უ­რი­სა და ასა­ნი­ძის 2 ოქრო და­ი­დო, სტუ­დენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის სურ­ვი­ლი გაჩ­ნდა და და­ი­წყო თან­ხე­ბის ჩა­დე­ბა სპორ­ტულ მე­დი­ცი­ნა­ში. ასე მო­ვე­დი დღემ­დე, გუნდში უკვე 78 კაცი მყავს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­გან არის არ­ჩე­უ­ლი. ისი­ნი მარ­ტო ექი­მე­ბი არ არი­ან, ბევრ რა­მეს უკე­თე­ბენ სპორ­ტსმე­ნებს. სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნა პა­სუხს აგებს წო­ნის კლე­ბა­ზე, ძილ­ზე, დო­პინგზე, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე, მა­საჟ­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე და ა.შ. უნი­ვერ­სა­ლუ­რი უნდა იყო, ასე­თებს ვზრდით. წლე­ვან­დელ ოლიმ­პი­ა­და­ზე 9 ჩე­მი­ვე სტუ­დენ­ტი მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი და წყნა­რად ვი­ყა­ვი, რად­გან თვა­ლე­ბით ხვდე­ბოდ­ნენ, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და წა­მებ­ში აკე­თებ­დნენ ყვე­ლა­ფერს.

  • "ეს იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უნი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი"

- ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი ჩემ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან ფი­ნან­სუ­რა­დაც, თა­ნამ­დე­ბო­ბი­თაც, რომ იტყვი­ან, მწვერ­ვა­ლე­ბი და­ი­პყრეს, მაგ­რამ მახ­სოვს, პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძის ნათ­ქვა­მი - ზუ­რამ იპო­ვა ის თა­ვი­სუ­ფა­ლი თემა, ის ნიშა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ყვე­ლა­ზე კარ­გად მო­ერ­გო და სჭირ­დე­ბო­დაო. ხან­და­ხან, როცა ჩემს თავ­თან მარ­ტო ვრჩე­ბი, ვა­ა­ნა­ლი­ზებ და ვხვდე­ბი, რომ მარ­თა­ლია. მიზ­ნად მაქვს და­სა­ხუ­ლი ჩემს გუნდთან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან და კო­ლე­გებ­თან ერ­თად შევ­ქმნათ მსოფ­ლი­ო­ში უნი­კა­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის დი­აგ­ნოს­ტი­კა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც გამ­ზა­დე­ბულ რე­ცეპ­ტებს მის­ცემს მწვრთნე­ლებს ყვე­ლა სა­ხის სპორ­ტში, გვექ­ნე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მა და ბავ­შვებს გავზრდით რო­გორც მებ­რძო­ლებს, გლა­დი­ა­ტო­რებს ქვეყ­ნის ჰიმ­ნით­ვის და თუ ყვე­ლა ჩემ­პი­ო­ნი არ გა­მო­ვა, კარ­გი ქარ­თვე­ლი, კარ­გი სპეც­რაზ­მე­ლი, პო­ლი­ცი­ე­ლი და ბოლო-ბოლო, კარ­გი მე­ო­ჯა­ხე მამა გახ­დე­ბა. აქ თუ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ფრან­გი იქ­ნე­ბა, თუ გერ­მა­ნე­ლი, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის, იქ რა და რო­გორ ხდე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით მეტი კეთ­დე­ბა, ვიდ­რე - წიგ­ნე­ბით.

  • "როცა ბე­ქა­ურს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე, მივ­ხვდი, შე­ეძ­ლო ტკი­ვი­ლის მარ­თვა..."

- ამ სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა, მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე, მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­ხა­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. გა­მოჩ­ნდა და ტრი­ა­ლებ­და ის ემო­ცი­უ­რი კად­რი, ბე­ქა­უ­რის გა­მარ­ჯვე­ბამ რომ მომ­გვა­რა. ეს იყო გა­მარ­ჯვე­ბაც, სიყ­ვა­რუ­ლის ამონ­თხე­ვაც... როცა 2004 წელს, ასა­ნი­ძემ და ზვი­ა­და­ურ­მა - (ერ­თმა ცალ­ფე­ხამ და მე­ო­რე - ცალ­ხე­ლამ) მო­ი­გეს ოლიმ­პი­ა­და, 2008 წელს - კვირ­კვე­ლი­ამ, იმ დროს არ იყო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან ასე­თი გა­შუ­ქე­ბა, თო­რემ მა­ში­ნაც დიდი ემო­ცი­ე­ბი და სი­ა­მა­ყე იყო.

ვი­ტყო­დი, რომ ტა­ლა­ხა­ძე­ზე და ბე­ქა­ურ­ზე რაც ხდე­ბო­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მეტი იყო სპორ­ტის, მე­დი­ცი­ნის, ქარ­თვე­ლო­ბის და ერ­თად დგო­მის პი­ა­რი. მე ჩემი საქ­მე გა­ვა­კე­თე, თქვენ კი კარ­გად და­ი­ნა­ხეთ, რომ ეს გა­ა­კე­თეს ზუ­რამ, ქევ­ხიშ­ვილ­მა, გუ­ჯე­ჯი­ან­მა, ბე­ქამ, ლა­შამ, მთელ­მა გუნ­დმა და ქარ­თულ­მა სიყ­ვა­რულ­მა. რო­დე­საც ლა­შას თვა­ლებ­ში ჩა­ვი­ხე­დე, მივ­ხვდი, რომ ამ ბიჭს შე­ეძ­ლო ბრძო­ლა და ტკი­ვი­ლის მარ­თვა (ტრავ­მი­რე­ბუ­ლი იყო). ეს იყო მთა­ვა­რი, თო­რემ ჯან­მრთე­ლე­ბიც წა­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ ის ხა­სი­ა­თი ვერ გა­მო­ი­ჩი­ნეს. სპორ­ტსმე­ნი იმ დღეს უნდა იყო გან­წყო­ბი­ლი, შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი ემ­ზა­დო და იმ დღეს ვერ გა­მო­ი­ჩი­ნო თავი. შე­იძ­ლე­ბა არ იყო კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­გორც ბე­ქა­უ­რის, პლეს­ნო­ის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ ჟი­ნით, ხა­სი­ა­თით და სიყ­ვა­რუ­ლით ტკი­ვილ­საც მარ­თავ და ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევ.

  • მე და ჩემი ოჯა­ხი

სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და სტუ­დენ­ტო­ბი­სას, მაგ­რამ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყვე­ლა მი­წუ­ნებ­და. არ ვიცი, რა­ტომ, ალ­ბათ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ ჩემ­ზე. ვი­ღა­ცა ამ­ბობ­და, მო­მი­ტა­ცო­სო, ვი­ღა­ცა - ამას ვერ გავ­ყვე­ბიო, სო­ფელ­ში ვერ გავ­თხოვ­დე­ბიო... რა ვიცი, რა­ღაც­ნა­ი­რი უნ­დობ­ლო­ბა იყო. ბო­ლოს, სა­ერ­თოდ გა­და­ვი­ფიქ­რე და ვთქვი, ცოლს აღარ მო­ვიყ­ვან-მეთ­ქი. ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - თა­მარ ხა­ხუ­ტა­იშ­ვი­ლი ნათ­ლი­ას ოჯახ­ში გა­ვი­ცა­ნი. თა­მარ­მა ვე­ღარ და­მი­წუ­ნა, ალ­ბათ მო­აგ­რო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, იფიქ­რა, ბოლო შან­სი ვარო და შე­ვე­ცო­დე (იცი­ნის), სწრა­ფად კი ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და შე­უღ­ლე­ბაც. მოკ­ლედ, ქი­მი­კო­სებს ვერ გავ­ცდი... თა­მარ­მა წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ მას­ზე კარ­გად ვი­ცო­დი ქი­მია, რა­ღაც კი­თხვე­ბი და­ვუს­ვი და რომ ვერ მი­პა­სუ­ხა, დიპ­ლო­მი გა­და­ვუგ­დე და ვუ­თხა­რი, ეს შენ აღარ გჭირ­დე­ბა, ოჯახს მი­ხე­დე-მეთ­ქი. გა­ა­ჩი­ნა 4 შვი­ლი - 2 ბიჭი, 2 გოგო. ანა­ნო ომის პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა, სპორ­ტის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, არც ერთ ოლიმ­პი­ა­დას არ აც­დენს, მე აღარ დავ­დი­ვარ და ეგ და­დის და თუ სად­მე ტრი­ბუ­ნა­ზე ქა­ლის წი­ვილს გა­ი­გებთ, ჩათ­ვა­ლეთ, ეგ არის. ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, ასე ძა­ლი­ან თუ გინ­დო­და, გე­ჭი­და­ვა-მეთ­ქი, მაგ­რამ არ უნ­დო­და. მე­ო­რე ვა­ჟია, გი­ვი­კო, არ­ქი­ტექ­ტო­რი. მე­სა­მე გო­გო­ნა - ლიზა ექი­მია, ისიც იყო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და ჩვენს გუნდს ეხ­მა­რე­ბო­და.

ანა­ნო და ლიზა

ნა­ბო­ლა­რა ვაჟი - ირაკ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლეა, ჩემ­თა­ნაა მარ­ტყოფ­ში, კო­ვი­დის გამო, ონ­ლა­ინ­სწავ­ლობს და თან ვარ­ჯი­შობს - ძი­უ­დო­ზე და­დი­ო­და, მერე კრი­ვი აირ­ჩია და კუ­პა­ტა­ძეს­თან ვარ­ჯი­შობს, ასე­ვე ტირ­შიც - ნინო სა­ლუქ­ვა­ძეს­თან. ტი­რის პის­ტო­ლე­ტი ავუ­ღე და აქ ის­ვრის ხოლ­მე, აქვს ტრე­ნა­ჟო­რე­ბიც. რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მარ­ტყოფ­ში ვარ გად­მო­სუ­ლი, კო­ვი­დი და­ი­წყო თუ არა, მშობ­ლე­ბი ავ­ცე­რი და იზო­ლა­ცი­ა­ში გად­მო­ვიყ­ვა­ნე. ეზო­ში დიდი ძაღ­ლი მყავს - ალა­ბაი მა­ჩუ­ქეს უზ­ბეკ­მა მე­გობ­რებ­მა და არა­ვის უშ­ვებს ეზო­ში, ძა­ლი­ან დიდი გა­ი­ზარ­და, ბოლ­ტო და­ვარ­ქვი, ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟის პა­ტივ­სა­ცე­მად. დაც­ვა მყავს, ასე­თი არ გე­ნა­ხოთ.

ირაკ­ლი და ბოლ­ტო

  • "სპორ­ტსმე­ნე­ბი უია­რა­ღო გმი­რე­ბი არი­ან“

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სპორ­ტსმე­ნე­ბის ცხოვ­რე­ბით უფრო ვცხოვ­რობ, ვიდ­რე ჩემი ოჯა­ხის. ჩემი შვი­ლე­ბი ისე იზ­რდე­ბი­ან, ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ გა­მე­პა­რა ეს დრო. ბევ­რი და­ვა­კე­ლი ოჯახს, სპორ­ტს მეტი მი­ვე­ცი. ყო­ფი­ლა მო­მენ­ტი, ჩა­მოფ­რინ­დე­ბი, შვი­ლი გვერ­დზე მო­გიწ­ვე­ბა, რა­ღაც უნდა მო­გიყ­ვეს და შენ გა­თი­შუ­ლი ხარ. როცა შვი­ლი გე­ტყვის, მამა, შენ რა იცი, ჩემი ბავ­შვო­ბაო და ცრემ­ლი მო­გად­გე­ბა, მა­შინ ხვდე­ბი, რამ­ხე­ლა რა­ღაც გაქვს და­კარ­გუ­ლი. ეს მარ­ტო მე არ მჭირს, იგი­ვე მაქვს გა­გო­ნი­ლი ასა­ნი­ძის­გან, ტა­ლა­ხა­ძის­გან...

ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნი ასეა, როცა რე­ჟიმ­ში ხარ, ფაქ­ტობ­რი­ვად, თავი გაქვს გა­და­დე­ბუ­ლი. სპორ­ტსმე­ნე­ბი უია­რა­ღო გმი­რე­ბი არი­ან, ქვეყ­ნის­თვის აკე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს. ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა, ფული არ გვქო­ნია და მარ­თლა მედ­ლის და დრო­შის­თვის გვი­ჭი­და­ვია, გვი­ჩხუ­ბია და გვი­ო­მია. ჩვენ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს წა­მოგ­ვა­ძა­ხებს... დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ამას ხე­დავს. მინ­და, რომ სპორ­ტუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრი დრო­ზე გა­იხ­სნას, მეტი მედ­ლე­ბი ავი­ღოთ ოლიმ­პი­ა­და­ზე.

  • "მინ­და, ფეხ­ბურ­თის მო­ედ­ნის ბა­ლახ­ზე გავსრი­ალ­დე“

- ჩემი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბაა, ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თი გა­ვი­დეს ევ­რო­პის და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მე­და­ლი ავი­ღოთ და მო­ედ­ნის ბა­ლახ­ზე გავსრი­ალ­დე. მინ­და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ არა ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბი, არა­მედ მე ვიყო მათი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. კი­დევ, მინ­და, მთა­ვა­რი ტკი­ვი­ლი და­მი­ამ­დეს - ჩემი ქვეყ­ნის წარ­თმე­უ­ლი პრო­ცენ­ტე­ბი, ის სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თი­ა­ნო­ბა დაბ­რუ­ნე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს. კი­დევ... ნამ­დვი­ლად მინ­და მეღ­ვი­ნე­ო­ბას და­ვე­უფ­ლო, გუ­ლით მინ­და, ერთი ბოთ­ლი მა­ინც ჩა­მო­ვას­ხა, "მარ­ტყო­ფის ველს“ და­ვარ­ქმევ ალ­ბათ, მო­ვი­ფიქ­რებ რა­ღა­ცას...

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძია
0

დიდი პატივისცემით 

ნათია
0

თქვენ გაიხარეთ ბატონო ზურაბ, როგორ მიყვარხართ უმაგრესო ადამიანო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სიყვარული მოვიდა სტუდენტობისას, მაგრამ ყველა მიწუნებდა" - სამხედრო ექიმობიდან სპორტულ მედიცინაში: რას ჰყვება ოჯახსა და საყვარელ საქმეზე ოლიმპიელთა წარმატებების თანაავტორი?

"სიყვარული მოვიდა სტუდენტობისას, მაგრამ ყველა მიწუნებდა" - სამხედრო ექიმობიდან სპორტულ მედიცინაში: რას ჰყვება ოჯახსა და საყვარელ საქმეზე ოლიმპიელთა წარმატებების თანაავტორი?
  • ფოტოკოლაჟზე: ზურაბ კახაბრიშვილი სხვადასხვა შეჯიბრზე და მისი შვილები

ქართველ გულშემატკივარს ახსოვს, ტოკიოს ოლიმპიადიდან ემოციური კადრი - ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ტრიუმფის შემდეგ. მუხლზე დაცემული ატირებული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი. მანამდე, ოლიმპიელთა ექიმმა პირობა დადო, რომ ის ქართველი ფალავნის წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებდა და სიტყვა შეასრულა. მერე, მადლიერმა ჩემპიონმა საჯაროდ გადაუხადა მადლობა "მსოფლიოში საუკეთესო ექიმს“, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. ეს ადამიანი დღედაღამ სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მათთან ერთად იმარჯვებს და მარცხით გამოწვეულ ტკივილს მათზე მეტად განიცდის. სამხედრო ექიმობიდან ოლიმპიელთა ექიმობამდე რთული და საინტერესო გზა განვლო, ბევრ პროფესიას დაეუფლა, ბევრგან მოსინჯა ძალები, მაგრამ "მწვრთნელობით მოწამლულმა“ მაინც სპორტისთვის გადადო თავი.

"შეიძლება ითქვას, სპორტსმენების ცხოვრებით უფრო ვცხოვრობ, ვიდრე ჩემი ოჯახის. ჩემი შვილები ისე იზრდებიან, ვერ ვხვდები, როგორ გამეპარა ეს დრო. ბევრი დავაკელი ოჯახს, სპორტს მეტი მივეცი. ყველა სპორტსმენი ასეა, როცა რეჟიმში ხარ, ფაქტობრივად, თავი გაქვს გადადებული“, - გვეუბნება ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და უბრალოდ - პროფესიონალი ზურაბ კახაბრიშვილი და მის საინტერესო ცხოვრებაზე თხრობას ბავშვობიდან იწყებს.

  • ბავშვობა

- 1968 წლის 15 მაისს დავიბადე თბილისში, ვერაზე. მამა - გივი კახაბრიშვილი აბსოლუტური ფალავანი იყო ქართულ ჭიდაობაში, ნაკრების მთავარი მწვრთნელი სამბოში, დედა ქიმიკოსია.102-ე სკოლა დავამთავრე, რომელიც ახლა აღარ არსებობს, 161-ე სკოლასთან გაერთიანდა. ჯერ ვერაზე, მერე - თავისუფლებაზე, ბოლოს საბურთალოზე, მერიის წინ გადავედით საცხოვრებლად. წარჩინებული მოსწავლე არ ვყოფილვარ, ვერ მოვახერხე... არ მიყვარდა ფიზიკა და მათემატიკა, დღემდე არ ვიცი, რა არის ლოგარითმი... ბავშვობიდან დავიწყე ვარჯიში, სპორტული კლასი ვიყავით, გაცდენილი გაკვეთილების ხარჯზე ფეხბურთს ვთამაშობდით, სხვა გასართობი არ გვქონდა ბავშვებს, თამაშში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ექსკურსიებზე საერთოდ არ დავყავდით მასწავლებლებს, რატომღაც ფიქრობდნენ, რომ დისციპლინაში ჩამოვრჩებოდით. მახსოვს, დამრიგებელს ვუთხარი, თქვენს ჯინაზე მსოფლიოს მოვივლი-მეთქი და ალბათ ავასრულე. ძიუდო-სამბოზე დავდიოდი, რესპუბლიკის და საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებას ვაღწევდი, რითაც პატარა პრივილეგიები მქონდა სკოლაში. ბევრი ცნობილი სპორტსმენი გვყავდა სკოლაში, ვინც შემდგომში თავისი სახელი დატოვა სპორტში.

  • "მეღვინეობას პედიატრობა ვარჩიე“

- სკოლა დავამთავრე და სამედიცინოზე მოვიწადინე ჩაბარება. სიმართლე თუ გინდათ, მეღვინეობა მინდოდა. იმხანად ექიმობა და იურისტობა იყო პრესტიჟული. ჩემს ზურგს უკან ხშირად მესმოდა - ეს ვერ ჩააბარებს, სპორტსმენიაო და ამან შემაგულიანა. ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლებოდა სპორტსმენს კარგად ესწავლა, როცა მაგალითად, მაია ჩიბურდანიძე და სხვებიც სწავლობდნენ. ვთქვი, მოდი, ვცდი-მეთქი და ბავშვების სიყვარულის გამო, პედიატრიული ავირჩიე, ყველა საგანში მოვემზადე და ჩავაბარე. სამედიცინო ინსტიტუტში ისეთი ხალხი დამხვდა, ტვინი გადმოსდიოდათ და იძულებული გავხდი, მეც ავყოლოდი. დიდი მადლობა მათ, რომ სულ სხვანაირ კალაპოტში ჩამსვეს და მიმახვედრეს, რომ ექიმობა თუ გინდა, ბევრი უნდა ისწავლო. ყველაზე კარგი პერიოდი მაინც სტუდენტობაა. იქაც გამიღიმა ბედმა და ძალიან მაგარი კურსი შემხვდა, ბევრი მათგანი წარმატებული გახდა - პაატა კურტანიძე, დიმიტრი ჯორბენაძე, დათო კილაძე. მათგან ზოგი თავდაცვის მინისტრი გახდა (დათო სიხარულიძე), ზოგი ჯანდაცვის და საგარეოსი. დღემდე ვახლობლობთ თანაკურსელები.

  • "იმდენად მოწამლული ვიყავი მწვრთნელობით, რომ...“

- 9 აპრილს, სადაც მიტინგები იმართებოდა, ყველა ლოკაციაზე ჩვენი კურსი იყო. დავიწყეთ დაჭრილების მიღება-დახმარება და იქ მივხვდი, რომ ბევრი რამ არ ვიცოდი პირველად სამედიცინო დახმარებაში და სამხედრო სპეციალობაში. მერე იყო თბილისის ომი, იქაც მოხალისეებად ჩავეწერეთ. აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც წავედით თანაკურსელები და იქ მივხვდი, რომ ვერაფერი გავაკეთე ქვეყნისთვის. შედეგი რომ ვერ მივიღეთ, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ სამხედრო მედიცინაში დავრჩენილიყავი. გადავწყვიტე, რაღაც წვლილი შემეტანა ახალი ჯარის ფორმირებაში, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში სამედიცინო სამსახურის ჩამოყალიბებაში.

სამინისტროში 4-5 წელი გავატარე და პარალელურად, დავიწყე ძიუდოს მწვრთნელობა, სპორტი უფრო წინ დავაყენე, ვიდრე მედიცინა და მიზნად დავისახე ევროპის და მსოფლიოს ბევრი ჩემპიონი გამეზარდა. მერე ძიუდოს ნაკრების ცენტრალურ დარბაზში ექიმი არ გვყავდა და სამედიცინო ოთახშის გასაღები გადმომცეს, სადაც შენახედიც არ ვიყავი, იმდენად ვიყავი მწვრთნელობით მოწამლული. გავვარდი ჩემს მეგობრებთან, ისინი დამეხმარნენ და ნელ-ნელა დავიწყე ოთახის აღჭურვა, კარგადაც მოვერგე და დავიწყე მედიცინის გახსენება. საბოლოოდ, მეგობრებისა და პროფესორების დახმარებით, ჩემგან სხვა ადამიანის - სპორტსმენების ექიმის შექმნა გადაწყდა.1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზე არ წამიყვანეს და მაშინ მივხვდი, რაღაც მეტი უნდა გამეკეთებინა და დავიცავი დისერტაცია, გავხდი დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში. პარალელურად, ვლადიმერ ნუცუბიძემ ძალით წამიყვანა მოსკოვში, ჩამაბარებინა და გავხდი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. მანვე მირჩია, მოდი, იურიდიული და ეკონომიკური განათლებაც მიიღე, სამომავლოდ გამოგადგებაო და ეგეც ვისწავლე - დავამთავრე აგრარული უნივერსიტეტის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

  • "როგორ გავხდი ოლიმპიური ნაკრების ექიმი"

- კარგად მოვემზადე და 2000 წელს უკვე სპორტული სამყაროს წინაშე წარვსდექი მომზადებული ექიმი და სიდნეის ოლიმპიადაზე, სადაც ხაბარელი, გობეჯიშვილი და ჯანო ბაგრატიონი ჩაერთვნენ, დელეგაციაში მთავარ ექიმად დავინიშნე. სიდნეის ოლიმპიადა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ტრამპლინი. მერე გაჩნდა ფინანსების პრობლემა და ბადრი პატარკაციშვილმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი. თანდათან მოვძლიერდით, გაჩნდა მოთხოვნა და შევქმენით ფიზიკური რეაბილიტაციის ფაკულტეტი სამედიცინო უნივერსიტეტში. ექიმი ყველა შეჯიბრებაზე საჭირო იყო და მარტო ერთი კახაბრიშვილი არ უნდა ყოფილიყო.

გიორგი ასანიძესთან ერთად

თვეობით არ ვყოფილვარ სახლში, თვითმფრინავიდან-თვითმფრინავში გადავდიოდი და 2004 წელს, როცა პირველი, ზვიადაურისა და ასანიძის 2 ოქრო დაიდო, სტუდენტების მომზადების სურვილი გაჩნდა და დაიწყო თანხების ჩადება სპორტულ მედიცინაში. ასე მოვედი დღემდე, გუნდში უკვე 78 კაცი მყავს, რომელიც ჩვენი სტუდენტებისგან არის არჩეული. ისინი მარტო ექიმები არ არიან, ბევრ რამეს უკეთებენ სპორტსმენებს. სპორტული მედიცინა პასუხს აგებს წონის კლებაზე, ძილზე, დოპინგზე, რეაბილიტაციაზე, მასაჟზე, ფსიქოლოგიაზე და ა.შ. უნივერსალური უნდა იყო, ასეთებს ვზრდით. წლევანდელ ოლიმპიადაზე 9 ჩემივე სტუდენტი მყავდა წაყვანილი და წყნარად ვიყავი, რადგან თვალებით ხვდებოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და წამებში აკეთებდნენ ყველაფერს.

  • "ეს იქნება მსოფლიოში უნიკალური ცენტრი"

- ჩემი თანაკურსელები და მეგობრები ჩემზე წარმატებულები არიან ფინანსურადაც, თანამდებობითაც, რომ იტყვიან, მწვერვალები დაიპყრეს, მაგრამ მახსოვს, პაატა კურტანიძის ნათქვამი - ზურამ იპოვა ის თავისუფალი თემა, ის ნიშა, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარდა, ყველაზე კარგად მოერგო და სჭირდებოდაო. ხანდახან, როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, ვაანალიზებ და ვხვდები, რომ მართალია. მიზნად მაქვს დასახული ჩემს გუნდთან, თანამოაზრეებთან და კოლეგებთან ერთად შევქმნათ მსოფლიოში უნიკალური სპორტული მედიცინის დიაგნოსტიკა-რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც გამზადებულ რეცეპტებს მისცემს მწვრთნელებს ყველა სახის სპორტში, გვექნება მიზნობრივი პროგრამა და ბავშვებს გავზრდით როგორც მებრძოლებს, გლადიატორებს ქვეყნის ჰიმნითვის და თუ ყველა ჩემპიონი არ გამოვა, კარგი ქართველი, კარგი სპეცრაზმელი, პოლიციელი და ბოლო-ბოლო, კარგი მეოჯახე მამა გახდება. აქ თუ ვერ მოვახერხეთ, ჩამოვიყვანოთ ფრანგი იქნება, თუ გერმანელი, რომელიც გვასწავლის, იქ რა და როგორ ხდება, ურთიერთობებით მეტი კეთდება, ვიდრე - წიგნებით.

  • "როცა ბექაურს თვალებში ჩავხედე, მივხვდი, შეეძლო ტკივილის მართვა..."

- ამ სოციალურმა ქსელებმა, მეტი ინფორმაცია მიიტანა ადამიანებამდე, მეტად ინფორმირებული გახადა საზოგადოება. გამოჩნდა და ტრიალებდა ის ემოციური კადრი, ბექაურის გამარჯვებამ რომ მომგვარა. ეს იყო გამარჯვებაც, სიყვარულის ამონთხევაც... როცა 2004 წელს, ასანიძემ და ზვიადაურმა - (ერთმა ცალფეხამ და მეორე - ცალხელამ) მოიგეს ოლიმპიადა, 2008 წელს - კვირკველიამ, იმ დროს არ იყო ჟურნალისტების მხრიდან ასეთი გაშუქება, თორემ მაშინაც დიდი ემოციები და სიამაყე იყო.

ვიტყოდი, რომ ტალახაძეზე და ბექაურზე რაც ხდებოდა, ჟურნალისტების დამსახურებით, მეტი იყო სპორტის, მედიცინის, ქართველობის და ერთად დგომის პიარი. მე ჩემი საქმე გავაკეთე, თქვენ კი კარგად დაინახეთ, რომ ეს გააკეთეს ზურამ, ქევხიშვილმა, გუჯეჯიანმა, ბექამ, ლაშამ, მთელმა გუნდმა და ქართულმა სიყვარულმა. როდესაც ლაშას თვალებში ჩავიხედე, მივხვდი, რომ ამ ბიჭს შეეძლო ბრძოლა და ტკივილის მართვა (ტრავმირებული იყო). ეს იყო მთავარი, თორემ ჯანმრთელებიც წავიყვანე, მაგრამ ის ხასიათი ვერ გამოიჩინეს. სპორტსმენი იმ დღეს უნდა იყო განწყობილი, შეიძლება წლები ემზადო და იმ დღეს ვერ გამოიჩინო თავი. შეიძლება არ იყო კარგად მომზადებული, როგორც ბექაურის, პლესნოის შემთხვევაში, მაგრამ ჟინით, ხასიათით და სიყვარულით ტკივილსაც მართავ და ყველაფერს მიაღწევ.

  • მე და ჩემი ოჯახი

სიყვარული მოვიდა სტუდენტობისას, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა მიწუნებდა. არ ვიცი, რატომ, ალბათ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩემზე. ვიღაცა ამბობდა, მომიტაცოსო, ვიღაცა - ამას ვერ გავყვებიო, სოფელში ვერ გავთხოვდებიო... რა ვიცი, რაღაცნაირი უნდობლობა იყო. ბოლოს, საერთოდ გადავიფიქრე და ვთქვი, ცოლს აღარ მოვიყვან-მეთქი. ჩემი მომავალი მეუღლე - თამარ ხახუტაიშვილი ნათლიას ოჯახში გავიცანი. თამარმა ვეღარ დამიწუნა, ალბათ მოაგროვა ინფორმაცია, იფიქრა, ბოლო შანსი ვარო და შევეცოდე (იცინის), სწრაფად კი ჩამოყალიბდა ჩვენი სიყვარული და შეუღლებაც. მოკლედ, ქიმიკოსებს ვერ გავცდი... თამარმა წითელ დიპლომზე დაამთავრა, მაგრამ მასზე კარგად ვიცოდი ქიმია, რაღაც კითხვები დავუსვი და რომ ვერ მიპასუხა, დიპლომი გადავუგდე და ვუთხარი, ეს შენ აღარ გჭირდება, ოჯახს მიხედე-მეთქი. გააჩინა 4 შვილი - 2 ბიჭი, 2 გოგო. ანანო ომის პერიოდში გაჩნდა, სპორტის დიდი გულშემატკივარია, არც ერთ ოლიმპიადას არ აცდენს, მე აღარ დავდივარ და ეგ დადის და თუ სადმე ტრიბუნაზე ქალის წივილს გაიგებთ, ჩათვალეთ, ეგ არის. ვეუბნები ხოლმე, ასე ძალიან თუ გინდოდა, გეჭიდავა-მეთქი, მაგრამ არ უნდოდა. მეორე ვაჟია, გივიკო, არქიტექტორი. მესამე გოგონა - ლიზა ექიმია, ისიც იყო მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩვენს გუნდს ეხმარებოდა.

ანანო და ლიზა

ნაბოლარა ვაჟი - ირაკლი სკოლის მოსწავლეა, ჩემთანაა მარტყოფში, კოვიდის გამო, ონლაინსწავლობს და თან ვარჯიშობს - ძიუდოზე დადიოდა, მერე კრივი აირჩია და კუპატაძესთან ვარჯიშობს, ასევე ტირშიც - ნინო სალუქვაძესთან. ტირის პისტოლეტი ავუღე და აქ ისვრის ხოლმე, აქვს ტრენაჟორებიც. რამდენიმე წელია, მარტყოფში ვარ გადმოსული, კოვიდი დაიწყო თუ არა, მშობლები ავცერი და იზოლაციაში გადმოვიყვანე. ეზოში დიდი ძაღლი მყავს - ალაბაი მაჩუქეს უზბეკმა მეგობრებმა და არავის უშვებს ეზოში, ძალიან დიდი გაიზარდა, ბოლტო დავარქვი, ანიმაციური ფილმის პერსონაჟის პატივსაცემად. დაცვა მყავს, ასეთი არ გენახოთ.

ირაკლი და ბოლტო

  • "სპორტსმენები უიარაღო გმირები არიან“

- შეიძლება ითქვას, სპორტსმენების ცხოვრებით უფრო ვცხოვრობ, ვიდრე ჩემი ოჯახის. ჩემი შვილები ისე იზრდებიან, ვერ ვხვდები, როგორ გამეპარა ეს დრო. ბევრი დავაკელი ოჯახს, სპორტს მეტი მივეცი. ყოფილა მომენტი, ჩამოფრინდები, შვილი გვერდზე მოგიწვება, რაღაც უნდა მოგიყვეს და შენ გათიშული ხარ. როცა შვილი გეტყვის, მამა, შენ რა იცი, ჩემი ბავშვობაო და ცრემლი მოგადგება, მაშინ ხვდები, რამხელა რაღაც გაქვს დაკარგული. ეს მარტო მე არ მჭირს, იგივე მაქვს გაგონილი ასანიძისგან, ტალახაძისგან...

ყველა სპორტსმენი ასეა, როცა რეჟიმში ხარ, ფაქტობრივად, თავი გაქვს გადადებული. სპორტსმენები უიარაღო გმირები არიან, ქვეყნისთვის აკეთებენ ყველაფერს. ბევრჯერ ყოფილა, ფული არ გვქონია და მართლა მედლის და დროშისთვის გვიჭიდავია, გვიჩხუბია და გვიომია. ჩვენ ვერავინ ვერაფერს წამოგვაძახებს... დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას ხედავს. მინდა, რომ სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი დროზე გაიხსნას, მეტი მედლები ავიღოთ ოლიმპიადაზე.

  • "მინდა, ფეხბურთის მოედნის ბალახზე გავსრიალდე“

- ჩემი მთავარი ოცნებაა, ჩვენი ფეხბურთი გავიდეს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე, მედალი ავიღოთ და მოედნის ბალახზე გავსრიალდე. მინდა ფეხბურთელები იყვნენ არა ჩემი პაციენტები, არამედ მე ვიყო მათი დიდი გულშემატკივარი. კიდევ, მინდა, მთავარი ტკივილი დამიამდეს - ჩემი ქვეყნის წართმეული პროცენტები, ის სიყვარული და ერთიანობა დაბრუნებოდეს საქართველოს. კიდევ... ნამდვილად მინდა მეღვინეობას დავეუფლო, გულით მინდა, ერთი ბოთლი მაინც ჩამოვასხა, "მარტყოფის ველს“ დავარქმევ ალბათ, მოვიფიქრებ რაღაცას...