პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანტივაქსერების მოძრაობა წარმოუდგენლად ორგანიზებულია, ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, პრობლემა უკვე დახურული იქნებოდა" - დავით სერგეენკო
"ანტივაქსერების მოძრაობა წარმოუდგენლად ორგანიზებულია, ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, პრობლემა უკვე დახურული იქნებოდა" - დავით სერგეენკო

რა თქმა უნდა, გვაქვს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. დიახ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა ვერ სრულ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა და­ვით სერ­გე­ენ­კომ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­ა­ფა­სა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დღეს გვაქვს მდგო­მა­რე­ო­ბა, როცა აზრი აღარ აქვს ტალ­ღე­ბის თვლას, რად­გან სა­ხე­ზეა მო­ნა­ცე­მე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ტენ­დენ­ცია.

"გა­ვა­კე­თოთ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა - სად ვართ და რა უნდა გა­კეთ­დეს აუ­ცი­ლებ­ლად და სას­წრა­ფოდ? ვართ იქ, რომ ტალ­ღე­ბის თვლას - მე­სა­მეა, მე­ო­თხე თუ მე­ხუ­თე უკვე არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც გვაქვს, არის გა­უ­ა­რე­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ით, რაც გა­სა­გე­ბია რა­საც ნიშ­ნავს - მეტ და­ა­ვა­დე­ბულს და სამ­წუ­ხა­როდ, მეტ გარ­დაც­ვლილს. შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას აქვს, რომ 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი ადა­მი­ა­ნი აც­რას, ვიდ­რე ეს კეთ­დე­ბა დღეს და ეს არის უბ­რა­ლოდ გა­დამ­წყვე­ტი.

დღეს გვაქვს სა­შუ­ა­ლოდ 3 ათა­სი აცრა და ჩემი გათ­ვლე­ბით, მი­ნი­მუმ 50 ათა­სი ვაქ­ცი­ნა უნდა კეთ­დე­ბო­დეს დღე­ში. პირ­ვე­ლი ნა­კა­დი, რომ­ლის აც­რაც ზა­ფხულ­ში და­ი­წყო, იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დგა­რი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია და სწო­რი გან­წყო­ბა, რომ ეს სა­ჭი­როა. ახლა გვაქვს სუ­რა­თი, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის არც თუ ისე მცი­რე, მე ვი­ტყო­დი, მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს აქვს ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სად­მი. ის სეგ­მენ­ტი, რო­მელ­საც ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ჭი­როა, პრაქ­ტი­კუ­ლად და­ფა­რუ­ლია, რად­გან სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - ბილ­ბორ­დე­ბი, გან­ცხა­დე­ბე­ბი, კლი­პე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში. ახლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­კეთ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბის თვი­სობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა. ამ დარ­გის მა­ღა­ლი დო­ნის ექ­სპერ­ტებ­მა, ვგუ­ლის­ხმობ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა შე­ა­ფა­სონ, რა­ტომ არის ეს რე­ზის­ტენ­ტო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რჩე­ვა მის­ცენ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას. ეს ცნო­ბი­ლი იყო, რომ მი­ვი­დო­დით იქამ­დე, სა­დაც ახლა ვართ.

ახლა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნი­ა­ში რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტის გაზ­რდას აზრი არ აქვს. 10 ბილ­ბორ­დი იქ­ნე­ბა, 100 თუ 1000, 300 სა­ე­თე­რო წუთი იქ­ნე­ბა კლი­პე­ბის თუ 3000, უბ­რა­ლოდ არა­ფერს შეც­ვლის.

აგ­რე­სი­უ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბის მი­ზე­ზებს უნდა სწო­რი და სწრა­ფი შეს­წავ­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ, რომ­ლებ­მაც კი არ უნდა შე­ის­წავ­ლონ და გვი­თხრან, რომ აი, პრობ­ლე­მაა - ეს ისე­დაც ვი­ცით, უნდა გვი­თხრან გა­მო­სა­ვა­ლი, რა სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გეს მათ­თან.

ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია. ამის მე­ა­თე­დი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი რომ იყოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნია, ახლა უკვე პრობ­ლე­მა და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

ახლა რაც მი­დის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის კამ­პა­ნია, მას აკ­ლია რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, ისე თვი­სობ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტი. ეს უნდა იყოს ბევ­რად უფრო სის­ტე­მუ­რი კამ­პა­ნია, თუნ­დაც რო­გორც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, რო­მელ­საც წა­ლე­კი­ლი აქვს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე.

დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რა თქმა უნდა გვაქვს - და­სა­ხუ­ლი გეგ­მა იყო წლის ბო­ლომ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის 60 პრო­ცენ­ტის ვაქ­ცი­ნა­ცია და ახლა არის ამის ნა­ხე­ვა­რი. დარ­ჩე­ნი­ლი ორი თვე არ გვაძ­ლევს იმის იმედს, რომ ეს გეგ­მა შეს­რულ­დე­ბა. ასე რომ, დიახ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა ვერ სრულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ვინ არის შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, სერ­გე­ენ­კოს თქმით, "სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ძებ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა“.

"ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი კი­თხუ­ლო­ბენ, ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ჩვენ ვერ ვხე­დავთ ვირუსს, მაგ­რამ ვართ სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს უბ­რა­ლოდ არ შე­იძ­ლე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ძებ­ნა. მთე­ლი რე­სურ­სი უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი ბრძო­ლის­კენ“, - აღ­ნიშ­ნა სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, უთხო­ვია თუ არა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს მის­თვის, რო­გორც ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის­თვის, პან­დე­მი­ის მარ­თვის და უშუ­ა­ლოდ იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა, სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ ჯან­დაც­ვის მოქ­მედ მი­ნისტრს მის­თვის რჩე­ვა არ უკი­თხავს.

"რჩე­ვის მი­ცე­მა ჩემ­თვის არ უთხო­ვია. მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, მაგ­რამ ამა­ზე ჩემ­თვის რჩე­ვა არ უკი­თხავს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
39

მაგარი ხარ დავით..

 

ჰაა
9

ანტივაქსერები წარმოუდგენლად ორგანიზებული, ნაცები წარმოუდგენლად ორგანიზებული! თქვენ რისთვის სხედხართ მანდ და ხრავთ ქვეყანას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ანტივაქსერების მოძრაობა წარმოუდგენლად ორგანიზებულია, ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, პრობლემა უკვე დახურული იქნებოდა" - დავით სერგეენკო

"ანტივაქსერების მოძრაობა წარმოუდგენლად ორგანიზებულია, ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, პრობლემა უკვე დახურული იქნებოდა" - დავით სერგეენკო

რა თქმა უნდა, გვაქვს დაგვიანებული ნაბიჯები. დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც იმუნიზაციის პროცესი შეაფასა.

მისივე განმარტებით, დღეს გვაქვს მდგომარეობა, როცა აზრი აღარ აქვს ტალღების თვლას, რადგან სახეზეა მონაცემების გაუარესების ტენდენცია.

"გავაკეთოთ დღევანდელი მდგომარეობის შეფასება - სად ვართ და რა უნდა გაკეთდეს აუცილებლად და სასწრაფოდ? ვართ იქ, რომ ტალღების თვლას - მესამეა, მეოთხე თუ მეხუთე უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მონაცემები, რაც გვაქვს, არის გაუარესების ტენდენციით, რაც გასაგებია რასაც ნიშნავს - მეტ დაავადებულს და სამწუხაროდ, მეტ გარდაცვლილს. შესაძლებლობა ჯანდაცვის სისტემას აქვს, რომ 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი ადამიანი აცრას, ვიდრე ეს კეთდება დღეს და ეს არის უბრალოდ გადამწყვეტი.

დღეს გვაქვს საშუალოდ 3 ათასი აცრა და ჩემი გათვლებით, მინიმუმ 50 ათასი ვაქცინა უნდა კეთდებოდეს დღეში. პირველი ნაკადი, რომლის აცრაც ზაფხულში დაიწყო, იყო იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებსაც ჰქონდათ სწორი ინფორმაცია და სწორი განწყობა, რომ ეს საჭიროა. ახლა გვაქვს სურათი, როცა საზოგადოების არც თუ ისე მცირე, მე ვიტყოდი, მნიშვნელოვან ნაწილს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ვაქცინაციისადმი. ის სეგმენტი, რომელსაც ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ ვაქცინაცია საჭიროა, პრაქტიკულად დაფარულია, რადგან საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა - ბილბორდები, განცხადებები, კლიპები ტელევიზიებში. ახლა აუცილებელია გაკეთდეს მდგომარეობის თვისობრივი შეფასება. ამ დარგის მაღალი დონის ექსპერტებმა, ვგულისხმობ კომუნიკაციის მცოდნე ადამიანებმა უნდა შეაფასონ, რატომ არის ეს რეზისტენტობა საზოგადოებაში და რჩევა მისცენ ჯანდაცვის სისტემას. ეს ცნობილი იყო, რომ მივიდოდით იქამდე, სადაც ახლა ვართ.

ახლა ვაქცინაციის კამპანიაში რაოდენობრივი კომპონენტის გაზრდას აზრი არ აქვს. 10 ბილბორდი იქნება, 100 თუ 1000, 300 საეთერო წუთი იქნება კლიპების თუ 3000, უბრალოდ არაფერს შეცვლის.

აგრესიული რეზისტენტობის მიზეზებს უნდა სწორი და სწრაფი შესწავლა პროფესიონალების მიერ, რომლებმაც კი არ უნდა შეისწავლონ და გვითხრან, რომ აი, პრობლემაა - ეს ისედაც ვიცით, უნდა გვითხრან გამოსავალი, რა სახის კომუნიკაცია შედგეს მათთან.

ანტივაქსერების მოძრაობა საქართველოში წარმოუდგენლად ორგანიზებულია. ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, ახლა უკვე პრობლემა დახურული იქნებოდა.

ახლა რაც მიდის ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანია, მას აკლია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კომპონენტი. ეს უნდა იყოს ბევრად უფრო სისტემური კამპანია, თუნდაც როგორც წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც წალეკილი აქვს საინფორმაციო სივრცე.

დაგვიანებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა გვაქვს - დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. ასე რომ, დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, ვინ არის შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელი, სერგეენკოს თქმით, "საომარი მოქმედებების დროს დამნაშავეების ძებნა არ შეიძლება“.

"ხშირად ადამიანები კითხულობენ, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენ ვერ ვხედავთ ვირუსს, მაგრამ ვართ საომარ მდგომარეობაში და საომარი მოქმედებების დროს უბრალოდ არ შეიძლება დამნაშავეების ძებნა. მთელი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბრძოლისკენ“, - აღნიშნა სერგეენკომ.

რაც შეეხება კითხვას, უთხოვია თუ არა ეკატერინე ტიკარაძეს მისთვის, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, პანდემიის მართვის და უშუალოდ იმუნიზაციის პროცესთან მიმართებაში რჩევების მიცემა, სერგეენკომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მოქმედ მინისტრს მისთვის რჩევა არ უკითხავს.

"რჩევის მიცემა ჩემთვის არ უთხოვია. მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ამაზე ჩემთვის რჩევა არ უკითხავს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.