სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეინფექციის მაჩვენებელი გაზრდილია... წინა თვეში 5000-მდე ფაქტი გვქონდა" - რას ამბობენ სპეციალისტები და მოქალაქეები, რომლებმაც კოვიდი ორჯერ გადაიტანეს
"რეინფექციის მაჩვენებელი გაზრდილია... წინა თვეში 5000-მდე ფაქტი გვქონდა" - რას ამბობენ სპეციალისტები და მოქალაქეები, რომლებმაც კოვიდი ორჯერ გადაიტანეს

შარ­შან, ამ დროს, მსოფ­ლი­ო­ში კო­ვი­დით რე­ი­ფი­ცი­რე­ბის მხო­ლოდ 20-მდე შემ­თხვე­ვა იყო გა­მოვ­ლე­ნი­ლი. 2021 წლი­დან კი, მას შემ­დეგ, რაც "დელ­ტა" დო­მი­ნან­ტუ­რი ვა­რი­ან­ტი გახ­და, ხე­ლა­ხა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა სწრა­ფი ტემ­პით მო­ი­მა­ტა. სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ "ლან­ცეტ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში რე­ინ­ფექ­ცი­ის დღი­ურ მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წილი მე­ო­რედ და მე­სა­მედ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე მო­დის. CDC-ის (აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი) გა­იდ­ლა­ი­ნით, რე­ინ­ფექ­ცი­ად ით­ვლე­ბა Covid-19-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მე­ო­რე შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზი­დან 90 დღე აშო­რებს. ამ მი­თი­თე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი დღე­ში 5000-ს სცდე­ბა. ამ მო­ნა­ცემ­ში შე­დის რო­გორც პირ­ვე­ლა­დი, ისე რე­ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი. თუმ­ცა ზუს­ტად რო­მე­ლი შემ­თხვე­ვა­ზე რა წილი მო­დის, ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ არ არ­სე­ბობს.

და­ავ­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა მეშ­ვი­დე კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, სა­დაც რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი იქ­ნე­ბა აღ­წე­რი­ლი.

გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­ო­რედ ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 0.75 %-ია. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მედ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებს, ამ ეტაპ­ზე ასე­თი ფაქ­ტი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

"ახლა მხო­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­მიძ­ლია გი­თხრათ. გა­სულ თვე­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 662 000 შემ­თხვე­ვა იყო, გა­მო­ვავ­ლი­ნეთ რე­ინფქ­ცი­ის 5000-მდე ფაქ­ტი. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ჯე­რა­დი რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვე­ბის შეს­წავ­ლა. გვქონ­და რამ­დე­ნი­მე ეჭვი, მაგ­რამ არ და­დას­ტურ­და. ზო­გა­დად, რე­ინ­ფექ­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაზ­რდი­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში და შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ­თა­ნაც. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბა ყო­ვე­ლი შემ­დე­გი ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას, ამა­ზე კვლე­ვა ჩვენ ჯერ არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, თუმ­ცა სა­ერ­თო მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს, რომ შემ­დე­გი ინ­ფი­ცი­რე­ბა უფრო მარ­ტი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ალ­ბათ, გა­და­წყვე­ტით ამის თქმაც ძნე­ლია, ჩვენ­თან იყო ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა პი­რი­ქით მოხ­და" - გვე­უბ­ნე­ბა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

რა პე­რო­დია ყვე­ლა­ზე ახლო ინ­ტერ­ვა­ლი რე­ინ­ფექ­ცი­ებს შო­რის? - ამ კი­თხვა­ზე ჯერ არ აქვს ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს, თუმ­ცა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­მა კვლე­ვამ ამა­საც უნდა უპა­სუ­ხოს.

აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა უახ­ლეს­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, შე­საძ­ლოა, Covid-19 ყო­ველ 16 თვე­ში თა­ვი­დან და­ე­მარ­თოთ. თუმ­ცა, რო­გორც პრაქ­ტი­კი­დან ჩანს, ეს შუ­ა­ლე­დი შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბიც იყოს.

ჩვე­ნი რე­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს, ამ­ბობს, რომ კო­ვი­დით ხელ­მე­ო­რედ და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვის ინ­ტერ­ვალ­ში და­ა­ვად­და. მისი მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, ივ­ნის­ში ოჯა­ხის ხუ­თი­ვე წევ­რს კო­ვი­დი ერ­თდრო­უ­ლად და­უ­დას­ტურ­დათ. ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან ერთ თვე­ში, მა­შინ რო­დე­საც ტეს­ტმა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა, ოჯა­ხის სამი წევ­რი "ფა­ი­ზე­რით" აიც­რა, და­ნარ­ჩენ ორს ვაქ­ცი­ნა არ ჩა­ტა­რე­ბია, რად­გან სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. აც­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით სამ თვე­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ოჯა­ხი კო­ვი­დით ხე­ლახ­ლა და­ინ­ფი­ცირ­და.

"ახლა ხუ­თი­ვე თა­ვი­დან ვართ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. სა­სი­ხა­რუ­ლო ის არის, რომ ყვე­ლას საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად გვაქვს, ბავ­შვებს ერთჯე­რა­დი სი­ცხით და უფ­რო­სებს სურ­დო­თი. მაგ­რამ სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი ასე მალე რე­ინ­ფი­ცი­რე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად ოთხი თვის შემ­დეგ ყვე­ლას მე­ო­რედ შეგ­ვხვდა. პი­რა­დად ჩემი სიმპტო­მე­ბი იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლო იყო, რომ არა კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სი­ცხი­ა­ნი შვი­ლი, არც გა­ვი­ტეს­ტე­ბო­დი, არა­ფე­რი მა­წუ­ხებს, მაგ­რამ კო­ვი­დი მაქვს, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე შე­მიძ­ლია გი­თხრათ მე­უღ­ლე­ზეც. სულ მიკ­ვირ­და ამ­დენ­მა ხალ­ხმა მო­ი­ხა­და და კი­დევ ამ­დე­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ი­დან არის-მეთ­ქი და რო­გორც ვხვდე­ბი, ხალ­ხი მე­ო­რე წრე­ზე წა­ვი­და" - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბი ინ­ტერ­ვა­ლით რე­ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი ჰქონ­და სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას.

"ყვე­ლა­ზე ახლო ინ­ტერ­ვა­ლი იყო 2 თვე. გა­და­ი­ტა­ნა პა­ცი­ენ­ტმა კო­ვი­დი, გა­ი­ტეს­ტა, პა­სუ­ხი იყო უარ­ყო­ფი­თი, შემ­დეგ ისევ იგ­რძნო სიმპტო­მე­ბი, ისევ ჩა­ი­ტა­რა ტეს­ტი და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი და­დას­ტურ­და. ზო­გა­დად, არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის დროს და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უფრო მარ­ტი­ვია, თუმ­ცა გვქონ­და მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი და მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ფა­ტა­ლუ­რა­დაც დას­რულ­და.

ასე რომ, დარ­წმუ­ნე­ბით ვერ იტყვი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ხე­ლა­ხა­ლი კო­ვი­დი, რა­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბა ზოგ­ჯერ მსუ­ბუ­ქად და ზოგ­ჯერ - ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით, ამა­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე და ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც უკვე ყვე­ლამ ზე­პი­რად ვი­ცით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვიც­ვათ. და რაც მთა­ვა­რია ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც რე­ინ­ფექ­ცი­ის­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვი­ცავს" - ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რე­ინ­ფექ­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ფონ­ზე არ­ცთუ ოპ­ტი­მის­ტურ პროგ­ნო­ზებს აკე­თე­ბენ. იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ჯეფ­რი ტა­უნ­სენდმა 2 დღის წინ „გარ­დი­ა­ნის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა სულ უფრო ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო ხდე­ბა.

”ჩვენ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით ბევ­რი რამ რე­ინ­ფექ­ცი­ის რის­კის ფაქ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ თე­ო­რი­უ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ მას შემ­დეგ რაც მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­და­ი­ტანს ვირუსს, პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა, სულ უფრო ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო ხდე­ბა.თუ ეპი­დე­მი­ის სა­თა­ნა­დო კონ­ტრო­ლი არ მოხ­დე­ბა , არ იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა უარს იტყვის ვაქ­ცი­ნა­ზე, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი , შე­საძ­ლოა, ყო­ველ სამ თვე­ში­ხე­ლახ­ლა და­ინ­ფი­ცირ­დეს და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა მი­ნი­მუმ ხუთი წელი გას­ტანს.“ - გა­ნა­ცხა­და იე­ლის პრო­ფე­სორ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
59

თქვენ მამაცხონებულებო ორჯერ აცრილებს რომ ემართებათ და თან მძიმეთ იმას რატომ არ ამბობთ.რამდენი დაიღუპა აცრილი ის სტატისტიკა დადეთ.ვინც არ არის აცრილი იმათ იმუნიტეტი ძლიერი აქვთ და არც შეხვედრიათ და თუ შეხვდათ უსიპტომოდ დამიჯერეთ.ნუ სტრესავთ ხალხს .

:))))
23

რას ეხვეწებით და უხსნით ამ ხალხს არ იცრებიან მაინც უბრალოდ შეწყვიტეთ უფასო მკურნალობა აუცრელებისთვის მაგრამ მანდ ბუდეა სადაც თქვენ ვითომ უფასო მკურნალობის ხარჯზე ფულს აკეთებთ სულ ესაა!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რეინფექციის მაჩვენებელი გაზრდილია... წინა თვეში 5000-მდე ფაქტი გვქონდა" - რას ამბობენ სპეციალისტები და მოქალაქეები, რომლებმაც კოვიდი ორჯერ გადაიტანეს

"რეინფექციის მაჩვენებელი გაზრდილია... წინა თვეში 5000-მდე ფაქტი გვქონდა" - რას ამბობენ სპეციალისტები და მოქალაქეები, რომლებმაც კოვიდი ორჯერ გადაიტანეს

შარშან, ამ დროს, მსოფლიოში კოვიდით რეიფიცირების მხოლოდ 20-მდე შემთხვევა იყო გამოვლენილი. 2021 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც "დელტა" დომინანტური ვარიანტი გახდა, ხელახალი ინფიცირების შემთხვევებმა სწრაფი ტემპით მოიმატა. სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში რეინფექციის დღიურ მაღალ მაჩვენებელში მნიშვნელოვანი წილი მეორედ და მესამედ ინფიცირების შემთხვევებზე მოდის. CDC-ის (აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) გაიდლაინით, რეინფექციად ითვლება Covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული მეორე შემთხვევა, რომელსაც პირველი დადასტურებული დიაგნოზიდან 90 დღე აშორებს. ამ მითითებით ხელმძღვანელობენ საქართველოშიც.

ბოლო პერიოდში, ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების შემთხვევები დღეში 5000-ს სცდება. ამ მონაცემში შედის როგორც პირველადი, ისე რეინფექციის შემთხვევები. თუმცა ზუსტად რომელი შემთხვევაზე რა წილი მოდის, ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს.

დაავდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე AMBEBI.GE-ს ეუბნება, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება მეშვიდე კვლევის შედეგები, სადაც რეინფიცირების შესახებ მონაცემები იქნება აღწერილი.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამჟამინდელი მონაცემებით, მეორედ ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 0.75 %-ია. ხოლო რაც შეეხება მესამედ ინფიცირების შემთხვევებს, ამ ეტაპზე ასეთი ფაქტი არ გამოვლენილა.

"ახლა მხოლოდ დაახლოებითი მაჩვენებელი შემიძლია გითხრათ. გასულ თვეში, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 662 000 შემთხვევა იყო, გამოვავლინეთ რეინფქციის 5000-მდე ფაქტი. ახლა მიმდინარეობს სამჯერადი რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევების შესწავლა. გვქონდა რამდენიმე ეჭვი, მაგრამ არ დადასტურდა. ზოგადად, რეინფექციის მაჩვენებელი გაზრდილია მთელ მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენთანაც. საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს დაავადება ყოველი შემდეგი ინფიცირებისას, ამაზე კვლევა ჩვენ ჯერ არ ჩაგვიტარებია, თუმცა საერთო მოსაზრება არსებობს, რომ შემდეგი ინფიცირება უფრო მარტივად მიმდინარეობს. ალბათ, გადაწყვეტით ამის თქმაც ძნელია, ჩვენთან იყო ერთეული შემთხვევები, როცა პირიქით მოხდა" - გვეუბნება ამირან გამყრელიძე.

რა პეროდია ყველაზე ახლო ინტერვალი რეინფექციებს შორის? - ამ კითხვაზე ჯერ არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამირან გამყრელიძეს, თუმცა ზემოთ აღნიშნულმა კვლევამ ამასაც უნდა უპასუხოს.

აშშ-ში ჩატარებულმა ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს, შესაძლოა, Covid-19 ყოველ 16 თვეში თავიდან დაემართოთ. თუმცა, როგორც პრაქტიკიდან ჩანს, ეს შუალედი შესაძლოა გაცილებით ნაკლებიც იყოს.

ჩვენი რეპონდენტი, რომელიც რეინფიცირების საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, ამბობს, რომ კოვიდით ხელმეორედ დაახლოებით 4 თვის ინტერვალში დაავადდა. მისი მონათხრობის მიხედვით, ივნისში ოჯახის ხუთივე წევრს კოვიდი ერთდროულად დაუდასტურდათ. ინფიცირებიდან ერთ თვეში, მაშინ როდესაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ოჯახის სამი წევრი "ფაიზერით" აიცრა, დანარჩენ ორს ვაქცინა არ ჩატარებია, რადგან სკოლის მოსწავლეები არიან. აცრიდან დაახლოებით სამ თვეში, რამდენიმე დღის წინ, ოჯახი კოვიდით ხელახლა დაინფიცირდა.

"ახლა ხუთივე თავიდან ვართ ინფიცირებულები. სასიხარულო ის არის, რომ ყველას საკმაოდ მსუბუქად გვაქვს, ბავშვებს ერთჯერადი სიცხით და უფროსებს სურდოთი. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი ასე მალე რეინფიცირებას, ფაქტობრივად ოთხი თვის შემდეგ ყველას მეორედ შეგვხვდა. პირადად ჩემი სიმპტომები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ არა კოვიდდადასტურებული სიცხიანი შვილი, არც გავიტესტებოდი, არაფერი მაწუხებს, მაგრამ კოვიდი მაქვს, დაახლოებით იგივე შემიძლია გითხრათ მეუღლეზეც. სულ მიკვირდა ამდენმა ხალხმა მოიხადა და კიდევ ამდენი ინფიცირებული საიდან არის-მეთქი და როგორც ვხვდები, ხალხი მეორე წრეზე წავიდა" - გვიყვება რესპონდენტი.

კიდევ უფრო ნაკლები ინტერვალით რეინფექციის შემთხვევები ჰქონდა საკუთარ პრაქტიკაში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას.

"ყველაზე ახლო ინტერვალი იყო 2 თვე. გადაიტანა პაციენტმა კოვიდი, გაიტესტა, პასუხი იყო უარყოფითი, შემდეგ ისევ იგრძნო სიმპტომები, ისევ ჩაიტარა ტესტი და დადებითი პასუხი დადასტურდა. ზოგადად, არსებობს მოსაზრება, რომ რეინფიცირების დროს დაავადების განვითარების უფრო მარტივია, თუმცა გვქონდა მძიმე შემთხვევები და მათ შორის რამდენიმე ფატალურადაც დასრულდა.

ასე რომ, დარწმუნებით ვერ იტყვი, როგორ განვითარდება ხელახალი კოვიდი, რატომ მიმდინარეობს დაავადება ზოგჯერ მსუბუქად და ზოგჯერ - ფატალური შედეგით, ამაზე დადასტურებული პასუხი არ არსებობს. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე და ის რეგულაციები, რაც უკვე ყველამ ზეპირად ვიცით, აუცილებლად უნდა დავიცვათ. და რაც მთავარია ვაქცინა, რომელიც რეინფექციისგან მნიშვნელოვნად გვიცავს" - ამბობს ინფექციონისტი.

უცხოელი სპეციალისტები რეინფექციის თავისებურებებზე დაკვირვების ფონზე არცთუ ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ. იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი ტაუნსენდმა 2 დღის წინ „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შედეგად პანდემიის დასრულება სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება.

”ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ბევრი რამ რეინფექციის რისკის ფაქტორების შესახებ, მაგრამ თეორიული ვარაუდი, რომ მას შემდეგ რაც მოსახლეობის უმრავლესობა გადაიტანს ვირუსს, პანდემია დასრულდება, სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება.თუ ეპიდემიის სათანადო კონტროლი არ მოხდება , არ იქნება გათვალისწინებული არსებული რეგულაციები და მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაზე, თითოეული ადამიანი , შესაძლოა, ყოველ სამ თვეშიხელახლა დაინფიცირდეს და ეს მდგომარეობა მინიმუმ ხუთი წელი გასტანს.“ - განაცხადა იელის პროფესორმა.