მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"25 მილიონი რა არის, ხო?! ვთხოვე, ასე და ასეა და 50 მილიონი უნდა გახადოთ-მეთქი დაფინანსება..." - რა სკანდალური ამბავი გაიხსენა მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას
"25 მილიონი რა არის, ხო?! ვთხოვე, ასე და ასეა და 50 მილიონი უნდა გახადოთ-მეთქი დაფინანსება..." - რა სკანდალური ამბავი გაიხსენა მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას

სხალ­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი ქა­და­გე­ბი­სას ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჰქონ­და და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რდა­ზე. მე­უ­ფის თქმით, სა­პატ­რი­არ­ქო ითხოვ­და 25 მი­ლი­ო­ნის ნაც­ვლად 50-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბას, თავ­და­პირ­ვე­ლად, თან­ხმო­ბაც მი­ი­ღეს, თუმ­ცა შემ­დეგ შე­თან­ხმე­ბა ჩა­ი­შა­ლა. "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პატ­რი­არ­ქოს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ჰქონ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნია ქა­და­გე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­საც ავ­რცე­ლებს.

"25 მი­ლი­ო­ნი რა არის, ხო?! ამ­დენ ხალ­ხს რო­გორ ეყო­ფა?! ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს დედა ეკ­ლე­სი­ა­ში, ხელ­ფასს იღებს იქ. ხოდა, მი­ვე­დი და ვთხო­ვე, ასე და ასეა და 50 მი­ლი­ო­ნი უნდა გა­ხა­დოთ-მეთ­ქი (და­ფი­ნან­სე­ბა). დამ­ჭირ­და ბევ­რი დღე, სი­ა­რუ­ლი და სხვა­თა შო­რის, კიო, გავ­ხდი­თო, მი­თხრეს, ხელი ხელ­ში მი­ვე­ცით, ჩა­მო­ვარ­თვით ხელი ერ­თმა­ნეთს და ვა­ხა­რე პატ­რი­არ­ქს, გა­კე­თე­ბუ­ლია საქ­მე-მეთ­ქი.

დავ­დი­ვარ ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში და მი­რე­კავს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ბი­უ­ჯეტს ვინც გა­ნა­გებს. იცით რაო, მე­უ­ფეო, ახლა აღარ გვაქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბაო, 50 მი­ლი­ო­ნი­სო, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გვი­ჭირ­სო და იმ 25 მი­ლი­ონს ორ­ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს კი­დევ მო­ვაკ­ლებ­თო, ანუ 22.5 მი­ლი­ო­ნი დაგ­ვი­ტო­ვეს.

ნახე, ეკ­ლე­სი­ას 25 მი­ლი­ო­ნი აქ­ვსო, შე და­ლოც­ვი­ლო, ნა­მუ­სი ხომ უნდა გქონ­დეს ადა­მი­ანს?! "პირ­ვე­ლი არხი" 70 მი­ლი­ო­ნით ფი­ნანსდე­ბა რო­გორც მე ვიცი, რას აკე­თებს ახლა, რა რე­ი­ტინ­გი აქვს, ვინ უყუ­რებს? სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ასამ­დე მარ­ტო სკო­ლა აქვს, ოთხი უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია აქვს ორი, აქვს სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია, ამ­დე­ნი ბავ­შვთა სახ­ლე­ბი და 25 მი­ლი­ო­ნი აქვს და­ფი­ნან­სე­ბა", - ამ­ბობს მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი.

  • მი­სი­ვე თქმით, სა­პატ­რი­არ­ქოს თავ­და­პირ­ვე­ლად ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბო­და და მას ამას "არა­ვინ უკარ­გავს."

"მოგ­ვეხ­მა­რა ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი, სა­ა­კაშ­ვი­ლი, არა­ვინ არ უკარ­გავს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ­სე­ბობს დღეს და მან გად­მოგ­ვცა ის ბაზა. ვთხო­ვეთ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და ჯა­ვა­ხე­თის პან­სი­ო­ნა­ტის­თვის გად­მოგ­ვე­ცა ის შე­ნო­ბე­ბი და ფი­ნან­სუ­რა­დაც გვეხ­მა­რე­ბო­და. ამას არა­ვინ არ უკარ­გავს მას, თვი­თონ თუ არ და­უ­კარ­გა თა­ვის თავს.

მერე მოხ­და სა­ოც­რე­ბა, მერე უკვე ფი­ნან­სუ­რად აღარ გვეხ­მა­რე­ბო­და იმი­ტომ, რომ თურ­ქებ­მა და ამე­რი­კე­ლებ­მა და­უ­ცა­ცხა­ნეს, ნუ ეხ­მა­რე­ბი ეკ­ლე­სი­ა­სო და გა­ა­ჩე­რა. რომ ვფიქ­რობ, რამ გა­ნა­პი­რო­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრა­ხი, ეს იქი­დან იყო, რომ ის ეკ­ლე­სი­ას და­უ­პი­რის­პირ­და.

ჯერ ერთი, შე და­ლოც­ვი­ლო, უბ­რა­ლო არით­მე­ტი­კას ვამ­ბობ ახლა, სა­ქარ­თვე­ლოს დედა ეკ­ლე­სი­ას 90% უჭერს მხარს, პატ­რი­არ­ქის რე­ი­ტინ­გი არის 90%, ბიჭო, ელე­მენ­ტა­რუ­ლად არით­მე­ტი­კა ხომ უნდა იცო­დე?! ეკ­ლე­სი­ას რომ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი, ის 90% ხომ და­გი­პი­რის­პირ­დე­ბა შენ იმი­ტომ, რომ ის მრევ­ლია და თუ შენ ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით იქ­ნე­ბი, პატ­რი­არ­ქის გვერ­დით იქ­ნე­ბი, მისი ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბი, მისი გამ­გო­ნე იქ­ნე­ბი, ის 90% ხო შენ და­გი­ჭერს მხარს?!" - ამ­ბობს მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
20

საპატრიარქო სკოლები და უნივერსიტეტები რომ გაქვთ მანდ უფასოდ ასწავლით??? ეკლესიებში შემოწირულობები ხომ გაქვთ? სანთლები უფასოა? ჯვრისწერა უფასოა? საპატრიარქო მაღაზიები საშემოსავლოს იხდის??? რა ვერ გაძეხით? 

321
27

არცერთი რელიგია არ უნდა ფინასდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მრევლმა შეინახოს თუ ექნება სურვილი. თუ არადა არც ყოფილა საჭირო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"25 მილიონი რა არის, ხო?! ვთხოვე, ასე და ასეა და 50 მილიონი უნდა გახადოთ-მეთქი დაფინანსება..." - რა სკანდალური ამბავი გაიხსენა მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას

"25 მილიონი რა არის, ხო?! ვთხოვე, ასე და ასეა და 50 მილიონი უნდა გახადოთ-მეთქი დაფინანსება..." - რა სკანდალური ამბავი გაიხსენა მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას

სხალთის მიტროპოლიტი, მეუფე სპირიდონი ქადაგებისას ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მას მოლაპარაკებები ჰქონდა დაფინანსების გაზრდაზე. მეუფის თქმით, საპატრიარქო ითხოვდა 25 მილიონის ნაცვლად 50-მილიონიანი დაფინანსების მიღებას, თავდაპირველად, თანხმობაც მიიღეს, თუმცა შემდეგ შეთანხმება ჩაიშალა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, საპატრიარქოს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება წინა ხელისუფლებასთან ჰქონდა. ტელეკომპანია ქადაგების ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს.

"25 მილიონი რა არის, ხო?! ამდენ ხალხს როგორ ეყოფა?! ათასობით ადამიანი მუშაობს საქართველოს დედა ეკლესიაში, ხელფასს იღებს იქ. ხოდა, მივედი და ვთხოვე, ასე და ასეა და 50 მილიონი უნდა გახადოთ-მეთქი (დაფინანსება). დამჭირდა ბევრი დღე, სიარული და სხვათა შორის, კიო, გავხდითო, მითხრეს, ხელი ხელში მივეცით, ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს და ვახარე პატრიარქს, გაკეთებულია საქმე-მეთქი.

დავდივარ ეკლესიის ეზოში და მირეკავს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბიუჯეტს ვინც განაგებს. იცით რაო, მეუფეო, ახლა აღარ გვაქვს ამის საშუალებაო, 50 მილიონისო, პირიქით, ძალიან გვიჭირსო და იმ 25 მილიონს ორნახევარ მილიონს კიდევ მოვაკლებთო, ანუ 22.5 მილიონი დაგვიტოვეს.

ნახე, ეკლესიას 25 მილიონი აქვსო, შე დალოცვილო, ნამუსი ხომ უნდა გქონდეს ადამიანს?! "პირველი არხი" 70 მილიონით ფინანსდება როგორც მე ვიცი, რას აკეთებს ახლა, რა რეიტინგი აქვს, ვინ უყურებს? საქართველოს საპატრიარქოს ასამდე მარტო სკოლა აქვს, ოთხი უნივერსიტეტი აქვს, სასულიერო აკადემია აქვს ორი, აქვს სასულიერო სემინარია, ამდენი ბავშვთა სახლები და 25 მილიონი აქვს დაფინანსება", - ამბობს მეუფე სპირიდონი.

  • მისივე თქმით, საპატრიარქოს თავდაპირველად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმარებოდა და მას ამას "არავინ უკარგავს."

"მოგვეხმარა ბატონი პრეზიდენტი, სააკაშვილი, არავინ არ უკარგავს. უნივერსიტეტი არსებობს დღეს და მან გადმოგვცა ის ბაზა. ვთხოვეთ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და ჯავახეთის პანსიონატისთვის გადმოგვეცა ის შენობები და ფინანსურადაც გვეხმარებოდა. ამას არავინ არ უკარგავს მას, თვითონ თუ არ დაუკარგა თავის თავს.

მერე მოხდა საოცრება, მერე უკვე ფინანსურად აღარ გვეხმარებოდა იმიტომ, რომ თურქებმა და ამერიკელებმა დაუცაცხანეს, ნუ ეხმარები ეკლესიასო და გააჩერა. რომ ვფიქრობ, რამ განაპირობა სააკაშვილის ხელისუფლების კრახი, ეს იქიდან იყო, რომ ის ეკლესიას დაუპირისპირდა.

ჯერ ერთი, შე დალოცვილო, უბრალო არითმეტიკას ვამბობ ახლა, საქართველოს დედა ეკლესიას 90% უჭერს მხარს, პატრიარქის რეიტინგი არის 90%, ბიჭო, ელემენტარულად არითმეტიკა ხომ უნდა იცოდე?! ეკლესიას რომ დაუპირისპირდები, ის 90% ხომ დაგიპირისპირდება შენ იმიტომ, რომ ის მრევლია და თუ შენ ეკლესიის გვერდით იქნები, პატრიარქის გვერდით იქნები, მისი ერთგული იქნები, მისი გამგონე იქნები, ის 90% ხო შენ დაგიჭერს მხარს?!" - ამბობს მეუფე სპირიდონი.