პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მძიმე ნოემბერი იქნება" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს
"ძალიან მძიმე ნოემბერი იქნება" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. მე­ხუ­თე ტალ­ღა და­ი­წყო, რა­საც გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია ადას­ტუ­რებს.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ახლა სა­ჭი­როა მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვა იმის­თვის, რომ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო არ დამ­ძიმ­დეს.

"ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. მე­ხუ­თე ტალ­ღა და­წყე­ბუ­ლია. რაც მთა­ვა­რია, ის და­ი­წყო უფრო მა­ღა­ლი ნიშ­ნუ­ლი­დან, ვიდ­რე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია ყა­ლიბ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აჭარ­ბებს 4 000-ს. გაზ­რდი­ლია ინ­ცი­დენ­ტო­ბის, და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ პე­რი­ო­დუ­ლად არის მო­მა­ტე­ბუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­ის ინ­დექ­სი, რაც მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ ინ­ფექ­ცია სწრა­ფად და ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია უა­რეს­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ახლა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სწო­რედ იმა­ში, რომ მათ ჩა­ი­ტა­რონ ვაქ­ცი­ნა­ცია, ატა­რონ პირ­ბა­დე, მო­ე­რი­დონ მას­შტა­ბუ­რი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს და და­იც­ვან დის­ტან­ცია.

"ეს არის სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ბრძო­ლა, უხი­ლავ მტერ ვირუს­თან ომ­შია ქვე­ყა­ნა. სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლამ უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შემ­დეგ­ში: ყვე­ლამ უნდა ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე და­ხუ­რულ და ღია შე­ნო­ბებ­ში, თავი უნდა ავა­რი­დოთ ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით დიდ შეკ­რე­ბებს, უნდა და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია და ყვე­ლა უნდა წა­ვი­დეთ აც­რა­ზე. ეს არის დღეს ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თუ გვინ­და, რომ ახალ წელს ქვე­ყა­ნა შე­და­რე­ბით მშვი­დად შეხ­ვდეს და ახალ წლამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. აი, ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხი, რად­გან დღეს გარ­დაც­ვლილ­თა 98-99% აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნია. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ აცრა გვი­ცავს ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის­გან. თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა იცო­დეს, რომ ჩვენ ვიც­რე­ბით ჩვენ­თვის, ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის­თვის და ერ­თმა­ნე­თის­თვის. უნდა ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე, წა­ვი­დეთ აც­რა­ზე, და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია და თავი ავა­რი­დოთ დიდ შეკ­რე­ბებს. მა­შინ ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. მე­ხუ­თე ტალ­ღა შე­და­რე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე აგ­ვის­ტო­ში იყო. თუ არა­და, ძა­ლი­ან მძი­მე ნო­ემ­ბე­რი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
2

იმისათვის იყოს " ძალიან მძიმე ნოემბერი" ვინც ხალხს აუბედურებს საავადმყოფოებში!!!

123
1

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ძალიან მძიმე ნოემბერი იქნება" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

"ძალიან მძიმე ნოემბერი იქნება" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. მეხუთე ტალღა დაიწყო, რასაც გაუარესებული ეპიდსიტუაცია ადასტურებს.

როგორც მან "პალიტრანიუსს“ განუცხადა, ახლა საჭიროა მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება და ყველა რეგულაციის მაქსიმალურად დაცვა იმისთვის, რომ არსებული სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

"ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა დაწყებულია. რაც მთავარია, ის დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს 4 000-ს. გაზრდილია ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებელი. ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ პერიოდულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინფექცია სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ახლა მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიხატება სწორედ იმაში, რომ მათ ჩაიტარონ ვაქცინაცია, ატარონ პირბადე, მოერიდონ მასშტაბური თავშეყრის ადგილებს და დაიცვან დისტანცია.

"ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა, უხილავ მტერ ვირუსთან ომშია ქვეყანა. სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ. ეს გამოიხატება შემდეგში: ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე დახურულ და ღია შენობებში, თავი უნდა ავარიდოთ ნებისმიერი მიზეზით დიდ შეკრებებს, უნდა დავიცვათ დისტანცია და ყველა უნდა წავიდეთ აცრაზე. ეს არის დღეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ გვინდა, რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს და ახალ წლამდე დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. აი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რადგან დღეს გარდაცვლილთა 98-99% აუცრელი ადამიანია. უნდა ვიცოდეთ, რომ აცრა გვიცავს ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიცრებით ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის და ერთმანეთისთვის. უნდა ვატაროთ პირბადე, წავიდეთ აცრაზე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს. მაშინ ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა შედარებით უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე აგვისტოში იყო. თუ არადა, ძალიან მძიმე ნოემბერი იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.