სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც რუსეთის არმიამ დააკლო ჩეჩნებს, პუტინმა კადიროვის ხელით შეუსრულა" - როგორ ებრძვის რამზან კადიროვი ემიგრაციაში მყოფ ჩეჩნებს და ცდილობს, კრიტიკისთვის სამაგალითოდ დასაჯოს
"რაც რუსეთის არმიამ დააკლო ჩეჩნებს, პუტინმა კადიროვის ხელით შეუსრულა" - როგორ ებრძვის რამზან კადიროვი ემიგრაციაში მყოფ ჩეჩნებს და ცდილობს, კრიტიკისთვის სამაგალითოდ დასაჯოს

თურ­ქეთ­ში ექ­ვსი ჩე­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. მე­დი­ის ცნო­ბით, შე­საძ­ლოა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის დაკ­ვე­თას, შე­ე­ვიწ­რო­ვე­ბი­ნათ და სა­მა­გა­ლი­თოდ და­ე­სა­ჯათ ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ის ჩეჩ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­დი­რო­ვის რე­ჟი­მის კრი­ტი­კას ბე­და­ვენ.

ბოლო ხა­ნე­ბია, ჩეჩ­ნეთ­ში ბო­დი­შე­ბის და თა­ვის მარ­თლე­ბის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბი, რომ­ლის ად­რე­სა­ტიც რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვია, აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს ბო­დი­შებს ის ადა­მი­ა­ნე­ბი უხ­დი­ან, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ მო­ტი­ვით, მას აკ­რი­ტი­კე­ბენ. გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში კი მომ­ხდარს ან ალ­კოჰოლს, ან ამა თუ იმ სა­კი­თხის არას­წო­რად გა­აზ­რე­ბას აბ­რა­ლე­ბენ.

ეს ეხე­ბათ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, ბლო­გე­რებს, სპორ­ტსმე­ნებს, მომ­ღერ­ლებს და სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ შო­რის, იმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბის­თვი­საც, კა­დი­რო­ვის რე­ჟი­მი მი­უ­ღე­ბე­ლია. ისი­ნი ჯერ აკ­რი­ტი­კე­ბენ ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს, შემ­დეგ უბო­დი­შე­ბენ მას, ან მი­დი­ან ქვეყ­ნი­დან, ითხო­ვენ თავ­შე­სა­ფარს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს უყ­ვე­ბი­ან იმ არა­ა­და­მი­ა­ნურ ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც ჩეჩ­ნეთ­შია. მათ ნაც­ვლად კი, ჩეჩ­ნეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი მა­თი­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბი იხ­დი­ან ბო­დიშს.

  • ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში კა­დი­რო­ვი თურ­ქეთ­ში, იქა­ურ ჩეჩ­ნებ­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვი­და, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, მის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და­ე­მა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რამ­ზან კა­დი­რო­ვის თა­ნამ­შე­წემ ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ კა­დი­რო­ვი, თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტის დროს, კრი­ტი­კო­სებს სუ­ლაც არ გა­ურ­ბო­და.

თა­ნამ­შემ­წის თქმით, რამ­დე­ნი­მე თურ­ქუ­ლი ქა­ლა­ქი მო­ი­ა­რეს, სა­დაც კა­დი­რო­ვი ად­გი­ლობ­რივ ჩეჩ­ნებს უნდა შეხ­ვედ­რო­და, მაგ­რამ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი არა­ვინ უნა­ხავთ.

Кавказский узел-ის ცნო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩე­ჩე­ნი ბლო­გე­რის, ჰა­სან ხა­ლი­ტო­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვას მოჰ­ყვა. ის ჩე­ჩენ ძა­ლოვ­ნებს, თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვე­ბის გა­ტა­ცე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და ამის შე­სა­ხებ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობ­და. ხა­ლი­ტო­ვი აცხა­დებ­და, რომ ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მისი და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბის "სის­ხლზე დგას."

ჰა­სან ხა­ლი­ტო­ვი

"მან რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას თურ­ქეთ­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის წარ­გზავ­ნის­კენ მო­უ­წო­და, რათა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლიყ­ვნენ", - წერს გა­მო­ცე­მა.

ყო­ვე­ლი­ვეს მოჰ­ყვა ის, რომ ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში, კა­დი­რო­ვი, ჩეჩ­ნე­თის პრეს-მი­ნის­ტრთან, ახ­მედ დუ­და­ევ­თან ერ­თად, მარ­თლაც ჩა­ვი­და თურ­ქეთ­ში. დუ­და­ე­ვი აცხა­დებ­და, რომ "მათ რამ­დე­ნი­მე თურ­ქუ­ლი ქა­ლა­ქის შე­მოვ­ლა შეძ­ლეს", მაგ­რამ ვერ იპო­ვეს ის "შა­ი­თა­ნე­ბი", რომ­ლე­ბიც ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვილს გა­მო­ხა­ტავ­დნენ.

დუ­და­ე­ვის თქმით, თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტის დროს "შა­ი­თა­ნე­ბი" ვერ იპო­ვეს

თუმ­ცა, ბლო­გე­რი ხა­ლი­ტო­ვი აცხა­დებს, რომ კა­დი­რო­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ამი­ტომ მას­თან შეხ­ვედ­რა კი არა, მი­ახ­ლო­ე­ბაც ვე­რა­ვინ შეძ­ლო, რად­გან ის ყვე­ლას ემა­ლე­ბო­და. "გუ­შინ მან კი­დევ ერთი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მი­უ­თი­თა თა­ვი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და კა­დი­როვს მი­მარ­თა, რომ მას­თან შე­სახ­ვედ­რად მზად იყო", - წერს გა­მო­ცე­მა.

  • ჩე­ჩე­ნი ბლო­გე­რე­ბის ცნო­ბით, რამ­ზან კა­დი­რო­ვი და ახ­მედ დუ­და­ე­ვი თურ­ქეთ­ში მას შემ­დეგ გა­ემ­გზავრნენ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 8 ოქ­ტომ­ბერს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ექ­ვსი ჩე­ჩე­ნი და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც ჯა­შუ­შო­ბა­ში, ასე­ვე, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ბრალ­დე­ბულ­ნი.

ამას­თან, 11 ოქ­ტომ­ბერს, ჰა­სან ხა­ლი­ტოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩეჩ­ნე­ბი მის ლიკ­ვი­და­ცი­ას გეგ­მავ­დნენ. თურ­ქუ­ლი პო­ლი­ცი­ის წყა­რომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე "მუ­შა­ობ­დნენ". იტა­ცებ­დნენ, აწა­მებ­დნენ და ხო­ცავ­დნენ მათ.

თუმ­ცა, დუ­და­ევს ამა­ზე არ უსა­უბ­რია. მან გა­ნა­ცხა­და, რომ კა­დი­რო­ვი უკვე დაბ­რუნ­და თურ­ქე­თი­დან, სა­დაც არა­ერთ ჩე­ჩენს, მათ შო­რის, "ცნო­ბილ ბლო­გერს, ჰუ­სე­ინ გა­სა­ნოვ­საც შეხ­ვდა და მისი მო­საზ­რე­ბე­ბი მო­ის­მი­ნა..."

"ამის შემ­დეგ, გა­ავ­რცე­ლეს ჰა­სან ხა­ლი­ტო­ვის ძმის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, სა­დაც ჩეჩ­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე თა­ვის ძმას რეს­პუბ­ლი­კის კრი­ტი­კის­თვის უხე­შად მო­იხ­სე­ნი­ებს. ხა­ლი­ტო­ვის ძმა ბლო­გერს ენის ამოძ­რო­ბით ემუქ­რე­ბა...", - წერს გა­მო­ცე­მა. იმა­ვე ვი­დე­ო­ში, დუ­და­ე­ვი შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს კა­დი­რო­ვის ოპო­ნენ­ტებს და მათ "ვირ­თხებს" უწო­დებს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ "კა­დი­რო­ვი, პუ­ტი­ნის "მე­ფო­ბის" პი­რო­ბებ­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ ბო­როტ­მოქ­მე­დად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მის კი­სერ­ზე, სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეა."

"რაც ჩეჩ­ნე­თის ორი­ვე ომში რუ­სე­თის არ­მი­ამ და­აკ­ლო ჩეჩ­ნებს, პუ­ტინ­მა კა­დი­რო­ვის ხე­ლით შე­უს­რუ­ლა ... ჯერ სად ვართ, ახლა ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სულ ჩეჩ­ნებს და­ე­რია, რომ იქაც ვე­რა­ვინ გა­ბე­დოს "პა­ტა­რა ჰიტ­ლე­რის" კრი­ტი­კა", - წერს ერთი-ერთი მათ­გა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კონსტანტინე
11

Самодур-აი, შესაფერისი სიტყვა ამ არსების დასახასიათებლად. თვითკმაყოფილი ტირანი შეუზღუდავი ძალაუფლებით. ასეთი აწყობს რუსეთს, რომ ჩეჩნებმა ხმის ამოღება აღარ გაბედონ.

ჩეჩნებიო?
3

ჩეჩნები კი არა, ქართველებიც ვერ ბედავენ კომენტარების გაკეთებასაც კი. გამოდის, სხვა სტატიებზე ვინც აქტიურობს, სულ ტროლები ყოფილან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რაც რუსეთის არმიამ დააკლო ჩეჩნებს, პუტინმა კადიროვის ხელით შეუსრულა" - როგორ ებრძვის რამზან კადიროვი ემიგრაციაში მყოფ ჩეჩნებს და ცდილობს, კრიტიკისთვის სამაგალითოდ დასაჯოს

"რაც რუსეთის არმიამ დააკლო ჩეჩნებს, პუტინმა კადიროვის ხელით შეუსრულა" - როგორ ებრძვის რამზან კადიროვი ემიგრაციაში მყოფ ჩეჩნებს და ცდილობს, კრიტიკისთვის სამაგალითოდ დასაჯოს

თურქეთში ექვსი ჩეჩენი პოლიტიკური მოტივით ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. მედიის ცნობით, შესაძლოა, ეს ადამიანები ასრულებდნენ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთას, შეევიწროვებინათ და სამაგალითოდ დაესაჯათ ემიგრაციაში მყოფი ის ჩეჩნები, რომლებიც კადიროვის რეჟიმის კრიტიკას ბედავენ.

ბოლო ხანებია, ჩეჩნეთში ბოდიშების და თავის მართლების შემცველი ვიდეომიმართვები, რომლის ადრესატიც რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვია, აქტუალობას არ კარგავს. ჩეჩნეთის ლიდერს ბოდიშებს ის ადამიანები უხდიან, რომლებიც ამა თუ იმ მოტივით, მას აკრიტიკებენ. გავრცელებულ ვიდეოებში კი მომხდარს ან ალკოჰოლს, ან ამა თუ იმ საკითხის არასწორად გააზრებას აბრალებენ.

ეს ეხებათ ცნობილ ადამიანებს, ბლოგერებს, სპორტსმენებს, მომღერლებს და სხვა მოქალაქეებს, მათ შორის, იმ ქალებს, რომლებისთვისაც, კადიროვის რეჟიმი მიუღებელია. ისინი ჯერ აკრიტიკებენ ჩეჩნეთის ლიდერს, შემდეგ უბოდიშებენ მას, ან მიდიან ქვეყნიდან, ითხოვენ თავშესაფარს და ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს უყვებიან იმ არაადამიანურ ვითარებაზე, რაც ჩეჩნეთშია. მათ ნაცვლად კი, ჩეჩნეთში დარჩენილი მათივე ოჯახის წევრები იხდიან ბოდიშს.

  • ოქტომბრის დასაწყისში კადიროვი თურქეთში, იქაურ ჩეჩნებთან შესახვედრად წავიდა, თუმცა, როგორც ირკვევა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს დაემალა. მოგვიანებით, რამზან კადიროვის თანამშეწემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ კადიროვი, თურქეთში ვიზიტის დროს, კრიტიკოსებს სულაც არ გაურბოდა.

თანამშემწის თქმით, რამდენიმე თურქული ქალაქი მოიარეს, სადაც კადიროვი ადგილობრივ ჩეჩნებს უნდა შეხვედროდა, მაგრამ კრიტიკულად განწყობილი არავინ უნახავთ.

Кавказский узел-ის ცნობით, ყველაფერი თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერის, ჰასან ხალიტოვის ვიდეომიმართვას მოჰყვა. ის ჩეჩენ ძალოვნებს, თავისი ნათესავების გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებდა და ამის შესახებ ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად საუბრობდა. ხალიტოვი აცხადებდა, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა მისი და რამდენიმე ადამიანის ოჯახის წევრების "სისხლზე დგას."

ჰასან ხალიტოვი

"მან რესპუბლიკის ხელმძღვანელობას თურქეთში წარმომადგენლობის წარგზავნისკენ მოუწოდა, რათა ვითარებაში გარკვეულიყვნენ", - წერს გამოცემა.

ყოველივეს მოჰყვა ის, რომ ოქტომბრის დასაწყისში, კადიროვი, ჩეჩნეთის პრეს-მინისტრთან, ახმედ დუდაევთან ერთად, მართლაც ჩავიდა თურქეთში. დუდაევი აცხადებდა, რომ "მათ რამდენიმე თურქული ქალაქის შემოვლა შეძლეს", მაგრამ ვერ იპოვეს ის "შაითანები", რომლებიც ჩეჩნეთის ლიდერთან შეხვედრის სურვილს გამოხატავდნენ.

დუდაევის თქმით, თურქეთში ვიზიტის დროს "შაითანები" ვერ იპოვეს

თუმცა, ბლოგერი ხალიტოვი აცხადებს, რომ კადიროვის გადაადგილება გასაიდუმლოებული იყო. ამიტომ მასთან შეხვედრა კი არა, მიახლოებაც ვერავინ შეძლო, რადგან ის ყველას ემალებოდა. "გუშინ მან კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მიუთითა თავისი ადგილსამყოფელი და კადიროვს მიმართა, რომ მასთან შესახვედრად მზად იყო", - წერს გამოცემა.

  • ჩეჩენი ბლოგერების ცნობით, რამზან კადიროვი და ახმედ დუდაევი თურქეთში მას შემდეგ გაემგზავრნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ 8 ოქტომბერს, რუსეთის მოქალაქე ექვსი ჩეჩენი დააკავეს, რომლებიც ჯაშუშობაში, ასევე, პოლიტიკური მოტივით, ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში იყვნენ ბრალდებულნი.

ამასთან, 11 ოქტომბერს, ჰასან ხალიტოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნები მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. თურქული პოლიციის წყარომ დაადასტურა, რომ დაკავებულები თურქეთში მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე "მუშაობდნენ". იტაცებდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ მათ.

თუმცა, დუდაევს ამაზე არ უსაუბრია. მან განაცხადა, რომ კადიროვი უკვე დაბრუნდა თურქეთიდან, სადაც არაერთ ჩეჩენს, მათ შორის, "ცნობილ ბლოგერს, ჰუსეინ გასანოვსაც შეხვდა და მისი მოსაზრებები მოისმინა..."

"ამის შემდეგ, გაავრცელეს ჰასან ხალიტოვის ძმის ვიდეომიმართვა, სადაც ჩეჩნეთის მოქალაქე თავის ძმას რესპუბლიკის კრიტიკისთვის უხეშად მოიხსენიებს. ხალიტოვის ძმა ბლოგერს ენის ამოძრობით ემუქრება...", - წერს გამოცემა. იმავე ვიდეოში, დუდაევი შეურაცხყოფას აყენებს კადიროვის ოპონენტებს და მათ "ვირთხებს" უწოდებს.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "კადიროვი, პუტინის "მეფობის" პირობებში, ჩვეულებრივ ბოროტმოქმედად ჩამოყალიბდა და მის კისერზე, სულ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეა."

"რაც ჩეჩნეთის ორივე ომში რუსეთის არმიამ დააკლო ჩეჩნებს, პუტინმა კადიროვის ხელით შეუსრულა ... ჯერ სად ვართ, ახლა ემიგრაციაში წასულ ჩეჩნებს დაერია, რომ იქაც ვერავინ გაბედოს "პატარა ჰიტლერის" კრიტიკა", - წერს ერთი-ერთი მათგანი.