სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კატასტროფული მდგომარეობაა,  სტარტი აიღო "მეხუთე ტალღამ“,  პაციენტები მძიმდებიან" -  დევი ტაბიძე
"კატასტროფული მდგომარეობაა,  სტარტი აიღო "მეხუთე ტალღამ“,  პაციენტები მძიმდებიან" -  დევი ტაბიძე

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტის, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის, დევი ტა­ბი­ძის შე­ფა­სე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კა ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გას­ცდა და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ქვე­ყა­ნა­ში "მე­ხუ­თე ტალ­ღამ“ აიღო სტარ­ტი.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში" გა­ნა­ცხა­და, და­ბა­ლი იმუ­ნი­ზა­ცი­ის ფონ­ზე გა­იზ­რდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის და ლე­ტა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

"სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი ციფ­რე­ბი და მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გას­ცდა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლია. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია მხო­ლოდ სამი მი­ზე­ზით, რომ­ლის რე­ა­ლუ­რი შე­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ და­ი­ვი­წყონ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პირ­ბა­დის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დარ­ღვე­ვა, თავ­ყრი­ლო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა, შეკ­რე­ბა უნდა შე­ვა­ჩე­როთ. პრაქ­ტი­კუ­ლად სტარ­ტი აიღო "მე­ხუ­თე ტალ­ღამ“, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ ჩვენ ამას შევ­ხვდით პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნუ­ლე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სით, ეს არის ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ციფ­რი შე­დეგ­ზე არ მიგ­ვიყ­ვანს, ეს არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ნუ­ლო­ვა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს მიგ­ვიყ­ვანს იმ შე­დეგ­ზე, რომ გა­იზ­რდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის და ლე­ტა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. პა­ცი­ენ­ტე­ბი მძიმ­დე­ბი­ან, იმა­ტა უსიმპტო­მო ფორ­მებ­მა, ამ ყვე­ლა­ფერ­მა იმ ციფ­რებ­ზე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რაც დღეს გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნავს ტა­ბი­ძე.

მან იმუ­ნი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე ზუს­ტი მე­სი­ჯი მი­ა­წო­დონ.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი თან­ხვედ­რაა სა­ჭი­რო, ასე­ვე იმ სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ზუსტ მე­სიჯს მი­აწ­ვი­დის მო­სახ­ლე­ო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, უნდა გა­ი­ზარ­დოს რა­ო­დე­ნო­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ციფ­რი, რომ ე.წ. მი­ნი­მა­ლუ­რი ში­შის სინ­დრო­მი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ადა­მი­ა­ნებ­ში? ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. თუ ამის მეტი თვით­შეგ­ნე­ბა არ გა­გა­ვაჩ­ნია, კი­დევ უფრო უა­რე­სია. რო­დე­საც წა­ვი­კი­თხავთ, რომ გარ­და­იც­ვა­ლა 70-80 ადა­მი­ა­ნი, მა­შინ უნდა და­ვი­წყოთ ვაქ­ცი­ნა­ცია?!“- აღ­ნიშ­ნავს ტა­ბი­ძე.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვირუ­სე­ბის ე.წ. ახა­ლი შე­მო­ტე­ვა გრძელ­დე­ბა-ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კა რა ტი­პის ვირუ­სია, რო­მე­ლიც უფრო სწრა­ფად მოქ­მე­დებს.

რო­გორც ტა­ბი­ძე გან­მარ­ტავს, ვირუ­სე­ბის თან­ხვედ­რა ცუდ შე­დე­გებს მო­ი­ტანს.

"ჩვენ ახლა ზუს­ტად იმ ფა­ზა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, სა­დაც ვირუ­სე­ბის ე.წ. ახა­ლი შე­მო­ტე­ვა და სხვა­დას­ხვა ტი­პის ვირუ­სის ერ­თი­ა­ნი შე­მო­ტე­ვა გრძელ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მიგ­ვიყ­ვანს იმ თან­ხვედ­რა­ზე, რა­საც "ტვინ­დე­მია“ და­არ­ქვეს. ეს გა­მო­იწ­ვევს საკ­მა­რი­სად უარ­ყო­ფით შე­დე­გებს. ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კა რა ტი­პის ვირუ­სია, რო­მე­ლიც უფრო სწრა­ფად მოქ­მე­დებს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია და­დას­ტუ­რე­ბა ვერც მო­ახ­დი­ნოს, თუნ­დაც იმ "პი­სი­არ“ ტეს­ტმა, სწრაფ ტეს­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ამ ვირუ­სე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა უფრო მე­ტად ცუდი გა­მო­სავ­ლე­ბის და შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია“, - აღ­ნიშ­ნავს ტა­ბი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ55
10

ეს მერომელიმე "მუშკეტერია", 

თუ, რუხი კარდინალის რუპორია.? 

nunu
0

isic icodet rom adamiani ukvdavi ar aris sanam es virusi gashndeb oda xalxi ixoceboda tu ara raime avadmkofobit rom mokvdeba adamiani kovids unda miawero ratom ar ambobt tu vigaca kvdeba tkvat ra diagn ozit mokvda gaiget xalxi isedac ixoceba zogi dasustebuli organizmis gamo zogi raime avadmkofobit

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"კატასტროფული მდგომარეობაა,  სტარტი აიღო "მეხუთე ტალღამ“,  პაციენტები მძიმდებიან" -  დევი ტაბიძე

"კატასტროფული მდგომარეობაა,  სტარტი აიღო "მეხუთე ტალღამ“,  პაციენტები მძიმდებიან" -  დევი ტაბიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დევი ტაბიძის შეფასებით, კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფული მდგომარეობაა, ქვეყანაში "მეხუთე ტალღამ“ აიღო სტარტი.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში" განაცხადა, დაბალი იმუნიზაციის ფონზე გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევები.

"სამწუხაროდ, დღევანდელი ციფრები და მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, კატასტროფულია. ეს მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ სამი მიზეზით, რომლის რეალური შეჩერება შესაძლებელია. ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა, არ დაივიწყონ, რომ არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა, თავყრილობების არსებობა, შეკრება უნდა შევაჩეროთ. პრაქტიკულად სტარტი აიღო "მეხუთე ტალღამ“, ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ამას შევხვდით პრაქტიკულად განულებული ვაქცინაციის პროცესით, ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს ციფრი შედეგზე არ მიგვიყვანს, ეს არის ვაქცინაციის ნულოვანი მდგომარეობა. ეს მიგვიყვანს იმ შედეგზე, რომ გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევებიც. პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა, ამ ყველაფერმა იმ ციფრებზე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს“, - აღნიშნავს ტაბიძე.

მან იმუნიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესზე ზუსტი მესიჯი მიაწოდონ.

"საზოგადოების რეალური თანხვედრაა საჭირო, ასევე იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ჰოსპიტალური სექტორის ერთიანობა, რომელიც ზუსტ მესიჯს მიაწვიდის მოსახლეობას. სამწუხაროდ, უნდა გაიზარდოს რაოდენობა და გარდაცვალების ციფრი, რომ ე.წ. მინიმალური შიშის სინდრომი ჩამოყალიბდეს ადამიანებში? ეს ძალიან ცუდია. თუ ამის მეტი თვითშეგნება არ გაგავაჩნია, კიდევ უფრო უარესია. როდესაც წავიკითხავთ, რომ გარდაიცვალა 70-80 ადამიანი, მაშინ უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია?!“- აღნიშნავს ტაბიძე.

ამასთან, მისივე განმარტებით, ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა გრძელდება-ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს.

როგორც ტაბიძე განმარტავს, ვირუსების თანხვედრა ცუდ შედეგებს მოიტანს.

"ჩვენ ახლა ზუსტად იმ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა და სხვადასხვა ტიპის ვირუსის ერთიანი შემოტევა გრძელდება. ეს ყველაფერი კი მიგვიყვანს იმ თანხვედრაზე, რასაც "ტვინდემია“ დაარქვეს. ეს გამოიწვევს საკმარისად უარყოფით შედეგებს. ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დადასტურება ვერც მოახდინოს, თუნდაც იმ "პისიარ“ ტესტმა, სწრაფ ტესტებზე საუბარი არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ვირუსების ერთმანეთთან თანხვედრა უფრო მეტად ცუდი გამოსავლების და შედეგების მომტანია“, - აღნიშნავს ტაბიძე.