მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს მი­მარ­თავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლი­სა და დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზის მიზ­ნით გა­მო­ი­ყოს ექი­მე­ბის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ჯგუ­ფი. ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სა­მი­ნის­ტრო ასე­ვე მი­მარ­თავს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თხოვ­ნით სა­ხალ­ხო დამ­ცველს.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­დეს სრულ­ყო­ფი­ლი, ამომ­წუ­რა­ვი და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მსჯავ­რდე­ბულ/ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

მივ­მარ­თავთ თხოვ­ნით პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძეს და პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პრო­ცე­სის მეტი გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი;

მივ­მარ­თავთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თხოვ­ნით სა­ხალ­ხო დამ­ცველ ნინო ლომ­ჯა­რი­ას;

მივ­მარ­თეთ თხოვ­ნით, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს, პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლი­სა და დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზის მიზ­ნით გა­მო­ი­ყოს ექი­მე­ბის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ჯგუ­ფი. მე­დი­კო­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ო­დუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის წარ­მოდ­გე­ნა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

მორჩი ძალით შიმშილს. ისედაც გვეყოფა მშიერი მოსახლეობა.

ყველას
2

ერთი კილო თაფლის ჭამა დღეში თუ შიმშილობაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტრო ასევე მიმართავს თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველს.

„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი;

მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას;

მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა“, - აღნიშნულია განცხადებაში.