პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

13

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:31-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 05:08-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. აგრეთვე არ გირჩევთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მძიმე ნოემბერ-დეკემბერი გველოდება... გრიპის ვაქცინაციაა საჭირო" - ვახტანგ კალოიანი
"ძალიან მძიმე ნოემბერ-დეკემბერი გველოდება... გრიპის ვაქცინაციაა საჭირო" - ვახტანგ კალოიანი

ჩვენ დღეს ვართ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში. დღეს ნე­ბის­მი­ე­რი თავ­მოყ­ვა­რე ქვეყ­ნის თავ­მოყ­ვა­რე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გე­ბო­და, - ასე შე­ა­ფა­სა ბა­თუმ­ში „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ან­მა ქვე­ყა­ნა­ში ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ აღ­ნიშ­ნა, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უუ­ნა­რო­ბამ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კამ გა­ნა­პი­რო­ბა.

„დღე­ში 40 ადა­მი­ა­ნი გვე­ღუ­პე­ბა, ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ ინ­ფექ­ცი­ის სა­კონ­ტრო­ლოდ. ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ვერ მო­ვახ­დი­ნეთ ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ვერ შევ­ძე­ლით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა. ვერ უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, ვერ უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. უბე­დუ­რე­ბა­სა და უპატ­რო­ნო­ბა­ში ვართ, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით. სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნას სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით. დღეს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თურ­მე სოფ­ლებ­ში მო­ბი­ლურ ჯგუ­ფებს ჩარ­თა­ვენ მა­შინ, როცა ჯერ კი­დევ მა­ის­ში ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, ნო­ემ­ბერ­ში ახა­ლი ტალ­ღა იქ­ნე­ბო­და. ეს არის ცალ­სა­ხად პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი, ეს არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის სა­კი­თხი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან, ვინც დღეს პან­დე­მი­ას მარ­თავს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი არის იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლა­ში, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბას შეძ­ლებს.

მისი თქმით, სა­ჭი­როა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაზ­რდა, სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის შექ­მნა და ა.შ.

„თვალ­პა­ჭუ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა უვაქ­ცი­ნოდ დაგვტო­ვა. დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­დად­გმუ­ლი ყვე­ლა ნა­ბი­ჯი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და უწე­სო­ბის ზღვარ­საა გა­სუ­ლი, რა­საც მმარ­თვე­ლე­ბი პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სჩა­დი­ან. ჩვენ თვა­ლი და ყური მიგ­ვეჩ­ვია, რომ 40 ადა­მი­ა­ნი არც ისე ბევ­რია, 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ სექ­ტემ­ბერ­ში, 2,5% გვაქვს სიკ­ვდი­ლო­ბა, იგი­ვე პრო­ცენ­ტით მივ­დი­ვართ. ნა­ბი­ჯებს უნდა გა­დად­გმა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზრდა ფიქ­სირ­დე­ბა იმ ფონ­ზე, როცა სამ­ყა­რომ პან­დე­მი­ას­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი ბრძო­ლა და­ას­რუ­ლა.

„სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ში სახ­ლო­ბა­ნას თა­მა­შო­ბენ, ოღონდ სა­არ­ჩევ­ნო სახ­ლო­ბა­ნას. ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის იდეა პო­პუ­ლა­რუ­ლი ვერ გა­ხა­დეს და პირ­ში წყა­ლი ჩა­ი­გუ­ბეს“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

მისი ვა­რა­უ­დით, ძა­ლი­ან მძი­მე ზამ­თა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რად­გან კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად, გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცი­აა სა­ჭი­რო.

„რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე, ძა­ლი­ან მძი­მე ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბე­რი გვე­ლო­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის რე­ა­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

ამ დროს გრიპის ვაქცინას ვერ მივაკვლიე ქალაქში!

ნარგიზი
5

ასე რომ გტივა გული, დაარწმუნეთ ადამიანები ვაქცინაციის აუცილებლობაში, მარტო პოლიტიკური ქულების დაწერაში რომ მაგრობ!!! დაარწმუნე, ჩაატარე აგიტაცია და იქნებ დავიჯეროთ გულწრფელობა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

"ძალიან მძიმე ნოემბერ-დეკემბერი გველოდება... გრიპის ვაქცინაციაა საჭირო" - ვახტანგ კალოიანი

"ძალიან მძიმე ნოემბერ-დეკემბერი გველოდება... გრიპის ვაქცინაციაა საჭირო" - ვახტანგ კალოიანი

ჩვენ დღეს ვართ დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობაში. დღეს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგებოდა, - ასე შეაფასა ბათუმში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ხელისუფლების უუნარობამ და უპასუხისმგებლო პოლიტიკამ განაპირობა.

„დღეში 40 ადამიანი გვეღუპება, ვერაფერი გავაკეთეთ ინფექციის საკონტროლოდ. ვერ მოვახერხეთ ვაქცინაციის ორგანიზება, ვერ მოვახდინეთ ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება, ვერ შევძელით მოქალაქეების დარწმუნება. ვერ უზრუნველვყავით მედიკამენტებით ჯანდაცვის სისტემა, ვერ უზრუნველვყავით შესაბამისი აღჭურვილობით. უბედურებასა და უპატრონობაში ვართ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სახელმწიფო მანქანას საარჩევნო კამპანიის დროს 2 თვის განმავლობაში არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვაქცინაციასთან მიმართებით. დღეს პასუხისმგებელი პირები გვეუბნებიან, რომ თურმე სოფლებში მობილურ ჯგუფებს ჩართავენ მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაისში ვეუბნებოდით, რომ სექტემბრის ბოლოს, ნოემბერში ახალი ტალღა იქნებოდა. ეს არის ცალსახად პოლიტიკური საკითხი, ეს არის უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის საკითხი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც დღეს პანდემიას მართავს“, - განაცხადა კალოიანმა.

მისი შეფასებით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი არის იმ ხელისუფლების მოსვლაში, რომელიც ვაქცინაციის დაწყებას შეძლებს.

მისი თქმით, საჭიროა ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელოვანი გაზრდა, საინფორმაციო კამპანია, მობილური ჯგუფების შექმნა და ა.შ.

„თვალპაჭუნა პრემიერ-მინისტრმა უვაქცინოდ დაგვტოვა. დღევანდელი მთავრობის პირობებში პანდემიასთან დაკავშირებით გადადგმული ყველა ნაბიჯი საარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. უპასუხისმგებლობის და უწესობის ზღვარსაა გასული, რასაც მმართველები პანდემიასთან დაკავშირებით სჩადიან. ჩვენ თვალი და ყური მიგვეჩვია, რომ 40 ადამიანი არც ისე ბევრია, 1000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ სექტემბერში, 2,5% გვაქვს სიკვდილობა, იგივე პროცენტით მივდივართ. ნაბიჯებს უნდა გადადგმა“, - განაცხადა კალოიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში კვლავ ინფიცირებულთა ზრდა ფიქსირდება იმ ფონზე, როცა სამყარომ პანდემიასთან სტრატეგიული ბრძოლა დაასრულა.

„საკოორდინაციო საბჭოში სახლობანას თამაშობენ, ოღონდ საარჩევნო სახლობანას. ქვეყანაში ვაქცინაციის იდეა პოპულარული ვერ გახადეს და პირში წყალი ჩაიგუბეს“,-განაცხადა კალოიანმა.

მისი ვარაუდით, ძალიან მძიმე ზამთარია მოსალოდნელი, რადგან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად, გრიპის ვაქცინაციაა საჭირო.

„რადიკალური ცვლილების გარეშე, ძალიან მძიმე ნოემბერ-დეკემბერი გველოდება. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა“, - განაცხადა კალოიანმა.