შეუძლოდაა, დამტვრეულია, საუბარი არ შეუძლია, - ამის შესახებ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანი ქალის, ინგა მეკეიძის მეუღლე, რამაზ დაულაძე ჟურნალისტებთან აცხადებს.
მისივე თქმით, ნანგრევებში რჩებიან მათი შვილები, რომელთა ხმაც სავარაუდოდ, ისმის.
„ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც ამოვიყვანთ. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, არ ვიცი, არ მინახავს არცერთი“, - განაცხადა მან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.
საშინელება მოხდა! როგორც თქვეს პირველი სართულზე ტიხრები მოხსნეს სალონისთვის. აბა დაფიქრდით ახლა რამდენი კორპუსი აქვთ გამოშიგნული მაღაზიებს თუ სალონებს! უპასუხისმგებლო ერი ვართ!
ასეთი საშინელებები არ მომხდარა და ესეც ვნახეთ. ძალიან მეეჭვება კომუნისტების დროინდელი შენობა ასე ჩამოინგრეს . რაღაც მიზეზი იქნებოდა. რაც კი არ უნდა იყოს დაზარალებულებისთვის ქვეყანა დაიქცა.