პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია" - როგორ გრძნობს თავს მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი?
"ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია" - როგორ გრძნობს თავს მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი?

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სტა­ბი­ლუ­რია

სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სტა­ბი­ლუ­რია.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ზვი­ა­და­უ­რის ად­ვო­კა­ტი, მაგ­და კოტ­რი­კა­ძე გან­მარ­ტავს, ხერ­ხე­მალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მა­ლე­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს.

"ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია, ის ამ ეტაპ­ზე პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და სტა­ბი­ლუ­რია“, - აცხა­დებს კოტ­რი­კა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნან­დალ­ში, 16 აგ­ვის­ტოს 3 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, მათ შო­რის ერთი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი. შსს-მ ორი პირი და­ა­კა­ვა. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ერთი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯაბა ჯ. და­ა­კა­ვეს. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა იმ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­მაც გას­რო­ლა მისი ძმის და რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ზვი­ა­და­ურს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
32

ის საწყალი ბიჭებიც სტაბილურად წვანან მიწაში ხომ? ამ ქვეყანაში რაღაცის სირცხვილი ხომ უნდა არსებობდეს. თუ არაა საჭირო... მაინც ხიხოსტანია,ადრე მიშოსტანი იყო ახლა ხიხოსტანია

(((
6

ზვიადაური ვაჟკაცურად მოიქცა,თქვენს თვალწინ, რომ ძმას მოგიკლავენ სასამარრთლოს დაელოდები? მითუმეტეს მთაში გაზრდილი თუ ხარ. მინიმალური სასჯელი ეკუთვნის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია" - როგორ გრძნობს თავს მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი?

"ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია" - როგორ გრძნობს თავს მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი?

ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია.

როგორც “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზვიადაურის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე განმარტავს, ხერხემალზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციურ დაწესებულებაში მალევე გადაიყვანეს.

"ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია, ის ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია“, - აცხადებს კოტრიკაძე.

შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.