პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც „ქუვეითის ქართულ მარგალიტს“ უწოდებენ
ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც „ქუვეითის ქართულ მარგალიტს“ უწოდებენ

ცვლი­ლე­ბე­ბი - ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ყო­ვე­ლი დღე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს რა­ღაც ახ­ლის და­სა­წყი­სი და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა მო­გე­ცეს მე­ო­რე შან­სი. იმის­თვის, რომ და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წიო, ბევ­რი რამ უნდა შეც­ვა­ლო და ზოგ­ჯერ იმის­თვის, რომ ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნო, ქვეყ­ნი­დან უნდა წახ­ვი­დე და იბ­რძო­ლო.

„ქუ­ვე­ი­თის ვარ­სკვლა­ვი“ - ასე ეძა­ხი­ან ელგა კო­ტაშ­ვილს, რო­მე­ლიც 23 წლის ასაკ­ში, პირ­ვე­ლად მოხ­ვდა მის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც დღეს მას იც­ნო­ბენ რო­გორც ყვე­ლა­ზე აღი­ა­რე­ბულ სტი­ლისტს. სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის, ელგა თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და და ახლა, მას უკვე სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი აქვს, რო­მელ­საც ხში­რად სტუმ­რო­ბენ სა­მე­ფო საგ­ვა­რე­უ­ლო ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ქუ­ვე­ი­თუ­რი ბო­მონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ექი­მე­ბი თუ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი.

ელგა, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ქუ­ვე­ით­ში და რა გზა გა­ი­ა­რეთ, სა­ნამ და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წევ­დით?

- ქუ­ვე­ით­ში 23 წლის ასაკ­ში, ჩემი ოჯა­ხის მე­გობ­რის - გოგი თო­და­ძის დახ­მა­რე­ბით მოვ­ხვდი. მან ქუ­ვე­ით­ში 26 წელი იცხოვ­რა. ამ ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღე­საც ძა­ლი­ან მწი­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმ პე­რი­ოდ­ში, სა­ერ­თოდ უც­ნო­ბი იყო. ბავ­შვო­ბის და თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლე­ბი მოს­კოვ­ში გა­ვა­ტა­რე. ოჯა­ხი ნა­ად­რე­ვად შევ­ქმე­ნი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მალე დავ­ქვრივ­დი და ჩემს გო­გო­ნას­თან ერ­თად დავ­რჩი. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს დავ­ბრუნ­დი. ქუ­ვე­ით­ში გამ­გზავ­რე­ბი­სას, შვი­ლის და­ტო­ვე­ბა დე­და­ჩემ­თან, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მო­მიხ­და, რაც ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას ემო­ცი­უ­რად კი­დევ უფრო ამ­ძი­მებ­და. მოს­კოვ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არა­ფერ კავ­შირ­ში არ იყო იმ ქვე­ყა­ნას­თან, სა­დაც მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი. მუ­შა­ო­ბა ქუ­ვე­ით­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ერთ-ერთ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში და­ვი­წყე, მა­ნი­კი­უ­რის კე­თე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ბევ­რად მი­ზი­დავ­და თმის მოვ­ლის, ფე­რე­ბის დას­მი­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბის კე­თე­ბა. ბევ­რი შრო­მის და ფე­რე­ბის შე­რე­ვის სა­კუ­თა­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის მიგ­ნე­ბის შე­დე­გად, სწრა­ფად და­ვი­კა­ვე სტი­ლის­ტის სა­პა­ტიო ად­გი­ლი, სა­დაც 3 წელი ვი­მუ­შა­ვე. შემ­დეგ კი სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი გავ­ხსე­ნი.

სა­ხე­ლი მა­ლე­ვე გა­ით­ქვით, გაგ­ვიმ­ხი­ლეთ, რა­შია თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო?

- ჩემი მომ­ხმა­რებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბო­და. რა თქმა უნდა, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შობს, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის მი­მართ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლას­თან თა­ვა­ზი­ა­ნი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა და­ახ­ლო­ე­ბით ასე ჟღერს: „და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ხა­რის­ხი და გა­მოც­დი­ლე­ბა!“

რამ­დე­ნად რთუ­ლია სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა ქუ­ვე­ი­თე­ლებ­თან? მათი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და რე­ლი­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე?

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში და სხვა რე­ლი­გი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­მი­წია საქ­მი­ა­ნო­ბის აწყო­ბა, მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე­ე­ბი მაქვს მო­წყო­ბი­ლი, სა­დაც შე­უძ­ლი­ათ ლოც­ვის­თვის გან­მარ­ტო­ვე­ბა. უცხო რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ზო­გა­დად კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და კე­თი­ლი ხალ­ხია, რად­გან სწო­რედ მათი რე­ლი­გია ავალ­დე­ბუ­ლებს ამ­გვარ მო­პყრო­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. მათი მხრი­დან მუ­დამ ვგრძნობ­დი თბილ, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რაც უფრო მე­ტად პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­მო­იკ­ვე­თა.

რო­გორ დაძ­ლი­ეთ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის კრი­ზი­სი?

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, შეგ­ვეწ­ვი­ტა მუ­შა­ო­ბა. ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ სა­ჩუქ­რებს და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სურ­სათს. ერთი პე­რი­ო­დი, იმ­დე­ნი დაგ­ვიგ­როვ­და, რომ მე და ჩემ­მა დამ, ხა­თუ­ნამ, რო­მე­ლიც ჩემს სა­ლონ­ში მუ­შა­ობს სტი­ლის­ტად, გა­დავ­წყვი­ტეთ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა საჭ­მე­ლე­ბი და დაგ­ვე­პუ­რე­ბი­ნა უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

რო­გორ უმკლავ­დე­ბით ნოს­ტალ­გი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე?

- ჩემი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა და მის მი­მართ და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გან­ცდა მაქვს. რო­დე­საც მო­შო­რე­ბუ­ლი ხარ შენს ქვე­ყა­ნას, უფრო მე­ტად გრძნობ და გტკი­ვა ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც იქ ხდე­ბა. ვცდი­ლობ, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რმა ჩემ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა პირ­ვე­ლად ჩემ­გან გა­იც­ნო სა­ქარ­თვე­ლო და ტრა­დი­ცი­ა­დაც კი იქცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი სტუმ­რო­ბა მათ­თვის. შე­იძ­ლე­ბა ეს დიდი არა­ფე­რია, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად, ში­ნა­გან სი­ცა­რი­ე­ლეს ვივ­სებ ამით.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
XXX
49

მეღადავებით ??? იქით მეფე ბაგრატიონიო აქეთ მარგალიტიო, რას გვანან მოაშორეთ

Maia
22

წარმატებები და ბედნიერება მინდა უსურვო ელგას და ყველას ვინც საქართველოდან გასულია და პატიოსნად შრომობს

ავტორი:

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც „ქუვეითის ქართულ მარგალიტს“ უწოდებენ

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც „ქუვეითის ქართულ მარგალიტს“ უწოდებენ

ცვლილებები - ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველი დღე შეიძლება გახდეს რაღაც ახლის დასაწყისი და ნებისმიერ დროს შეიძლება მოგეცეს მეორე შანსი. იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო, ბევრი რამ უნდა შეცვალო და ზოგჯერ იმისთვის, რომ ოცნება აიხდინო, ქვეყნიდან უნდა წახვიდე და იბრძოლო.

„ქუვეითის ვარსკვლავი“ - ასე ეძახიან ელგა კოტაშვილს, რომელიც 23 წლის ასაკში, პირველად მოხვდა მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც დღეს მას იცნობენ როგორც ყველაზე აღიარებულ სტილისტს. საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, ელგა თავდაუზოგავად შრომობდა და ახლა, მას უკვე საკუთარი სილამაზის სალონი აქვს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ სამეფო საგვარეულო ოჯახის წევრები, ქუვეითური ბომონდის წარმომადგენელი ქალბატონები, ცნობილი ჟურნალისტები, ექიმები თუ დამსახურებული სპორტსმენები.

ელგა, როგორ აღმოჩნდით ქუვეითში და რა გზა გაიარეთ, სანამ დასახულ მიზანს მიაღწევდით?

- ქუვეითში 23 წლის ასაკში, ჩემი ოჯახის მეგობრის - გოგი თოდაძის დახმარებით მოვხვდი. მან ქუვეითში 26 წელი იცხოვრა. ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია დღესაც ძალიან მწირია საქართველოში და იმ პერიოდში, საერთოდ უცნობი იყო. ბავშვობის და თინეიჯერობის წლები მოსკოვში გავატარე. ოჯახი ნაადრევად შევქმენი, მაგრამ სამწუხაროდ, მალე დავქვრივდი და ჩემს გოგონასთან ერთად დავრჩი. საქართველოში 2008 წელს დავბრუნდი. ქუვეითში გამგზავრებისას, შვილის დატოვება დედაჩემთან, დედოფლისწყაროში მომიხდა, რაც ჩემს მდგომარეობას ემოციურად კიდევ უფრო ამძიმებდა. მოსკოვში მიღებული გამოცდილება არაფერ კავშირში არ იყო იმ ქვეყანასთან, სადაც მივემგზავრებოდი. მუშაობა ქუვეითში ჩასვლისთანავე ერთ-ერთ სილამაზის სალონში დავიწყე, მანიკიურის კეთების მიმართულებით, თუმცა ბევრად მიზიდავდა თმის მოვლის, ფერების დასმისა და ვარცხნილობების კეთება. ბევრი შრომის და ფერების შერევის საკუთარი ტექნოლოგიის მიგნების შედეგად, სწრაფად დავიკავე სტილისტის საპატიო ადგილი, სადაც 3 წელი ვიმუშავე. შემდეგ კი საკუთარი სილამაზის სალონი გავხსენი.

სახელი მალევე გაითქვით, გაგვიმხილეთ, რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?

- ჩემი მომხმარებლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. რა თქმა უნდა, მომსახურების ხარისხი გადამწყვეტ როლს თამაშობს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ. ყოველთვის ვცდილობდი, ყველასთან თავაზიანი და კომუნიკაბელური ვყოფილიყავი. ჩემი წარმატების ფორმულა დაახლოებით ასე ჟღერს: „დამოკიდებულება, ხარისხი და გამოცდილება!“

რამდენად რთულია საერთო ენის გამონახვა ქუვეითელებთან? მათი განსხვავებული ცხოვრების წესისა და რელიგიიდან გამომდინარე?

- გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყანაში და სხვა რელიგიის საზოგადოებაში მომიწია საქმიანობის აწყობა, მათთვის სპეციალური სივრცეები მაქვს მოწყობილი, სადაც შეუძლიათ ლოცვისთვის განმარტოვება. უცხო რელიგიის წარმომადგენელთან ზოგადად კარგი დამოკიდებულება აქვთ, ძალიან კომუნიკაბელური და კეთილი ხალხია, რადგან სწორედ მათი რელიგია ავალდებულებს ამგვარ მოპყრობას ადამიანების მიმართ. მათი მხრიდან მუდამ ვგრძნობდი თბილ, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რაც უფრო მეტად პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა.

როგორ დაძლიეთ პანდემიის პერიოდის კრიზისი?

- პანდემიის პერიოდში იძულებული გავხდით, შეგვეწვიტა მუშაობა. ჩვენი მომხმარებლები გვიგზავნიდნენ საჩუქრებს და დიდი რაოდენობით სურსათს. ერთი პერიოდი, იმდენი დაგვიგროვდა, რომ მე და ჩემმა დამ, ხათუნამ, რომელიც ჩემს სალონში მუშაობს სტილისტად, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საჭმელები და დაგვეპურებინა უმუშევრად დარჩენილი ადამიანები.

როგორ უმკლავდებით ნოსტალგიას საქართველოზე?

- ჩემი ქვეყანა ძალიან მენატრება და მის მიმართ დაუკმაყოფილებლობის განცდა მაქვს. როდესაც მოშორებული ხარ შენს ქვეყანას, უფრო მეტად გრძნობ და გტკივა ყველაფერი ის, რაც იქ ხდება. ვცდილობ, ფართო საზოგადოებას გავაცნო საქართველოს ღირსშესანიშნაობები. ძალიან ბევრმა ჩემმა მომხმარებელმა პირველად ჩემგან გაიცნო საქართველო და ტრადიციადაც კი იქცა, საქართველოში ტურისტული სტუმრობა მათთვის. შეიძლება ეს დიდი არაფერია, მაგრამ რაღაცნაირად, შინაგან სიცარიელეს ვივსებ ამით.