საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისთან შეხვედრას ისურვებდით? - "ლიბერთის" ახალი პროექტი "შეხვედრები ახლებურად"
ვისთან შეხვედრას ისურვებდით? - "ლიბერთის" ახალი პროექტი "შეხვედრები ახლებურად"

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში "ლი­ბერ­თიმ" ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყო. "შეხ­ვედ­რე­ბი ახ­ლე­ბუ­რად" - ასე ჰქვია ახალ პლატ­ფორ­მას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით "ლი­ბერ­თი" გან­სა­კუთ­რე­ბულ შეხ­ვედ­რებს უწყობს უფ­რო­სი და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს. პრო­ექ­ტი "ახა­ლი ლი­ბერ­თი"ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის"სტრა­ტე­გი­ის და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა."ვის­თან შეხ­ვედ­რას ისურ­ვებ­დით?" - ამ კი­თხვით "ლი­ბერ­თიმ" შეხ­ვედ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბი შე­აგ­რო­ვა და უფ­რო­სი თა­ო­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი მა­თი­ვე პა­სუ­ხე­ბის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩია. მათ­თან ერ­თად ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს თე­ატრმ­ცოდ­ნე და ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე, რო­მე­ლიც "ლი­ბერ­თის­თან" -0:16 ერ­თად შეხ­ვედ­რე­ბის მას­პინ­ძე­ლია.

"სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­ერ­თო გან­წყო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ვლა­პა­რა­კობთ იმა­ზე, რაც გვიყ­ვარს"

ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე: "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ხა­რია, რომ შე­მო­ვუ­ერ­თდი "ლი­ბერ­თის" ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ინი­ცი­ა­ტი­ვას და ჩემს ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ვარ, - დავ­დი­ვართ სო­ფელ-სო­ფელ და ვხვდე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი ნახ­ვა უხა­რი­ათ და ჩვენ კი მათი ნახ­ვა გვა­ხა­რებს. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა თა­ო­ბა ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს. ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი მოშ­ლი­ლია, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­ერ­თო გან­წყო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ვლა­პა­რა­კობთ იმა­ზე, რაც გვიყ­ვარს. ამ ყვე­ლაფ­რის­თვის დიდი მად­ლო­ბა "ლი­ბერ­თის", რომ მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კი­დევ ერთხელ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სოფ­ლებ­ში ვი­ა­რო, შევ­ხვდე ამ სა­ო­ცარ ხალ­ხს და მო­ვის­მი­ნო სიბ­რძნე და და­ვი­ნა­ხო მათი სუფ­თა და ნამ­დვი­ლი თვა­ლე­ბი".

ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ტარ­დე­ბა. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მეს­ტი­ა­ში შედ­გა. უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მა­თი­ვე სურ­ვი­ლით მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ეწ­ვია.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტის მცი­რე ნა­წი­ლი ვარ"

გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი: "ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ, რომ მე თვი­თონ სახ­ლში მყავს უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი მაქვს. ვიცი, რაზე ვი­სა­უბ­როთ, რა უნდა ვკი­თხო, რა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ვთხო­ვო და ვთვლი, რომ ქვე­ტექ­სტე­ბის გა­რე­შე ურ­თი­ერ­თო­ბას არა­ფე­რი ჯობს, რო­დე­საც ჩვენ მათი სა­უ­ბა­რი გვსი­ა­მოვ­ნებს და ისი­ნი თბი­ლი სი­ტყვე­ბის გარ­და არა­ფერს ითხო­ვენ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტის მცი­რე ნა­წი­ლი ვარ და ეს პრო­ექ­ტი გაგ­რძელ­დე­ბა ჩემ­თან ერ­თად თუ ჩემ გა­რე­შე, ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს ჩემს მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც შეხ­ვდე­ბი­ან ჩვენს უფ­როს თა­ო­ბას".

"ლი­ბერ­თის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბამ დუტა სხირტლა­ძეს­თან შეხ­ვედ­რა ისურ­ვა, გუ­რი­ის სო­ფელ ბახვში კი უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს "ლი­ბერ­თის" დახ­მა­რე­ბით "გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის" მფლო­ბელ­მა ზურა შე­ვარ­დნა­ძემ უმას­პინ­ძლა.

"თუ რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, ჩემი გუ­რუ­ლე­ბით ვარ"

ზურა შე­ვარ­დნა­ძე: "ალ­ბათ, ამა­ზე უფრო სა­სი­ხა­რუ­ლო არც არა­ფე­რია, გა­ა­ღო შენი სახ­ლის ჭიშ­კა­რი, შენი ბე­ბი­ის სახ­ლი, გა­ამ­ზე­უ­რო, გა­ა­ლა­მა­ზო აქა­უ­რო­ბა და უმას­პინ­ძლო შენ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ გუ­რუ­ლებს, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გე­ნატ­რე­ბა, მათი ხმე­ბი სულ გეს­მის, მათი სა­ხე­ე­ბი სულ გახ­სოვს, მათი თვა­ლე­ბი გე­ნატ­რე­ბა, გამ­ხნე­ვე­ბენ, გაძ­ლი­ე­რე­ბენ. თუ რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, ამ ხალ­ხით ვარ. ამა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლი, რომ ჩემს ეზო­ში მო­ვუ­წყო შეხ­ვედ­რა ასეთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს, ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არც ვიცი თუ არის. მად­ლო­ბა, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თბი­ლი სი­ტყვე­ბი მეთ­ქვა.

მად­ლო­ბა "ლი­ბერ­თის" იმი­სათ­ვის, რომ გა­მამ­ხნე­ვა, გა­მაძ­ლი­ე­რა და მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა შე­მეკ­რი­ბა ყვე­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. აქ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ, ვის­თა­ნაც შეხ­ვედ­რა მხო­ლოდ მე კი არა, ნე­ბის­მი­ერს გა­უ­ხარ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ ნამ­დვი­ლე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი არი­ან, არი­ან ისე­თი, რო­გო­რიც არი­ან. მათ­გან შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ის­წავ­ლო".

"ჩვენ­თვის სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ურ­თი­ერ­თო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია"

ნინი ბუ­კია, "ლი­ბერ­თის" CSR და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი: ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებ­თან უშუ­ა­ლო, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ახა­ლი "ლი­ბერ­თის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა. ეს ეხე­ბა ყვე­ლა თა­ო­ბის მომ­ხმა­რე­ბელს - მათ შო­რის, უფ­როს თა­ო­ბას, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ ბევ­რი წლის ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებს."ლი­ბერ­თის" ახა­ლი პრო­ექ­ტი "შეხ­ვედ­რე­ბი ახ­ლე­ბუ­რად" სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. "ახა­ლი "ლი­ბერ­თი"ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის" სტრა­ტე­გი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პრო-გრა­მის ფარ­გლებ­ში ახლო მო­მა­ვალ­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს.

(R)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
VAVAVAVA
1

უნიჭო სცენარია,თანამშრომლებსაც შეხვდით..აზრი არ გაინეტერესებთ?386 ლარი ხელფასი და შიმშილობის შიში ცხოვრება.

ავტორი:

ვისთან შეხვედრას ისურვებდით? - "ლიბერთის" ახალი პროექტი "შეხვედრები ახლებურად"

ვისთან შეხვედრას ისურვებდით? - "ლიბერთის" ახალი პროექტი "შეხვედრები ახლებურად"

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და ქალაქებში "ლიბერთიმ" ახალი პროექტი დაიწყო. "შეხვედრები ახლებურად" - ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომლის საშუალებით "ლიბერთი" განსაკუთრებულ შეხვედრებს უწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს. პროექტი "ახალი ლიბერთი"ახალი ცხოვრებისთვის"სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება."ვისთან შეხვედრას ისურვებდით?" - ამ კითხვით "ლიბერთიმ" შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია. მათთან ერთად ყველა შეხვედრაში მონაწილეობს თეატრმცოდნე და ტელე-რადიოწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც "ლიბერთისთან" -0:16 ერთად შეხვედრების მასპინძელია.

"საერთო ინტერესებისა და საერთო განწყობის ადამიანები ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გვიყვარს"

ნიკოლოზ წულუკიძე: "განსაკუთრებულად მიხარია, რომ შემოვუერთდი "ლიბერთის" ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას და ჩემს ყველაზე საყვარელ უფროსი თაობის ადამიანებთან ერთად ვარ, - დავდივართ სოფელ-სოფელ და ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ნახვა უხარიათ და ჩვენ კი მათი ნახვა გვახარებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თაობა ხვდება ერთმანეთს. ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი მოშლილია, საერთო ინტერესებისა და საერთო განწყობის ადამიანები ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გვიყვარს. ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა "ლიბერთის", რომ მომცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივ სოფლებში ვიარო, შევხვდე ამ საოცარ ხალხს და მოვისმინო სიბრძნე და დავინახო მათი სუფთა და ნამდვილი თვალები".

ინტერაქციული შეხვედრები კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით ტარდება. პირველი შეხვედრა მესტიაში შედგა. უფროსი თაობის წარმომადგენლებს მათივე სურვილით მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია.

"ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის მცირე ნაწილი ვარ"

გიორგი სუხიტაშვილი: "ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მე თვითონ სახლში მყავს უფროსი თაობის ადამიანი, რომელთანაც ყოველდღიური კავშირი მაქვს. ვიცი, რაზე ვისაუბროთ, რა უნდა ვკითხო, რა გამოცდილების გაზიარება ვთხოვო და ვთვლი, რომ ქვეტექსტების გარეშე ურთიერთობას არაფერი ჯობს, როდესაც ჩვენ მათი საუბარი გვსიამოვნებს და ისინი თბილი სიტყვების გარდა არაფერს ითხოვენ. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის მცირე ნაწილი ვარ და ეს პროექტი გაგრძელდება ჩემთან ერთად თუ ჩემ გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სიამოვნებით მივადევნებ თვალყურს ჩემს მეგობრებს, რომლებიც შეხვდებიან ჩვენს უფროს თაობას".

"ლიბერთის" ახალი პროექტის ფარგლებში სამეგრელოს სოფელ ხეთის მოსახლეობამ დუტა სხირტლაძესთან შეხვედრა ისურვა, გურიის სოფელ ბახვში კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს "ლიბერთის" დახმარებით "გარდენია შევარდნაძის" მფლობელმა ზურა შევარდნაძემ უმასპინძლა.

"თუ რამეს წარმოვადგენ, ჩემი გურულებით ვარ"

ზურა შევარდნაძე: "ალბათ, ამაზე უფრო სასიხარულო არც არაფერია, გააღო შენი სახლის ჭიშკარი, შენი ბებიის სახლი, გაამზეურო, გაალამაზო აქაურობა და უმასპინძლო შენთვის ყველაზე საყვარელ გურულებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გენატრება, მათი ხმები სულ გესმის, მათი სახეები სულ გახსოვს, მათი თვალები გენატრება, გამხნევებენ, გაძლიერებენ. თუ რამეს წარმოვადგენ, ამ ხალხით ვარ. ამაზე დიდი სიხარული, რომ ჩემს ეზოში მოვუწყო შეხვედრა ასეთ საინტერესო ადამიანებს, ამაზე დიდი ბედნიერება არც ვიცი თუ არის. მადლობა, რომ მომეცა საშუალება ამ ადამიანებისთვის თბილი სიტყვები მეთქვა.

მადლობა "ლიბერთის" იმისათვის, რომ გამამხნევა, გამაძლიერა და მომცა საშუალება შემეკრიბა ყველა გამორჩეული ადამიანი. აქ ისეთი ადამიანები მოვიდნენ, ვისთანაც შეხვედრა მხოლოდ მე კი არა, ნებისმიერს გაუხარდება, იმიტომ, რომ ნამდვილები და საინტერესოები არიან, არიან ისეთი, როგორიც არიან. მათგან შეიძლება მხოლოდ ისწავლო".

"ჩვენთვის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობა მნიშვნელოვანია"

ნინი ბუკია, "ლიბერთის" CSR და კომუნიკაციების მენეჯერი: ჩვენს მომხმარებლებთან უშუალო, ადამიანური ურთიერთობები ახალი "ლიბერთის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ეს ეხება ყველა თაობის მომხმარებელს - მათ შორის, უფროს თაობას, რომელთანაც ჩვენ ბევრი წლის ურთიერთობა გვაკავშირებს."ლიბერთის" ახალი პროექტი "შეხვედრები ახლებურად" სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. "ახალი "ლიბერთი"ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგიისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრო-გრამის ფარგლებში ახლო მომავალში არაერთი საინტერესო და საჭირო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

(R)