სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"19-ში ფესტივალზე იმღერა, 20-ში წამოვიდა და ბავშვიც გააჩინა... ძალიან ბედნიერები ვართ" - ეკა მამალაძის პირველი ემოციები ნატალიას მშობიარობის შემდეგ
"19-ში ფესტივალზე იმღერა, 20-ში წამოვიდა და ბავშვიც გააჩინა... ძალიან ბედნიერები ვართ" - ეკა მამალაძის პირველი ემოციები ნატალიას მშობიარობის შემდეგ

მეცო-სოპ­რა­ნო ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე დედა გახ­და. მას და მის მე­უღ­ლეს აჩი ჯა­ფა­რი­ძეს პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლი სან­დრო ჯა­ფა­რი­ძე შე­ე­ძი­ნა.

AMBEBI.GE ნა­ტა­ლი­ას დე­დას, მომ­ღე­რალ ეკა მა­მა­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

ეკა მა­მა­ლა­ძე:

- მშო­ბი­ა­რო­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად, ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. მე­ო­თხე ვაჟი შე­მე­ძი­ნა - სან­დრო ჯა­ფა­რი­ძე. გო­გოც კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არა­უ­შავს, მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლი იყოს. სა­ხე­ლი ნა­ტა­ლი­ამ შე­ურ­ჩია.

ნა­ტა­ლია ახალ ბი­ნა­ში გა­და­დი­ო­და და მას­ზე იყო მთე­ლი ეს გა­დას­ვლის პრო­ცე­სი, ძა­ლი­ან ბევ­რი იშ­რო­მა, ვეხ­მა­რე­ბო­დით, მაგ­რამ თა­ვის სახ­ლში, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად გა­ა­კე­თა. იმ დღეს ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ლა­გა და დი­ლით ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა.

ნა­ტა­ლია ბუ­ნებ­რი­ვად იღებ­და ამ მოვ­ლე­ნას, ისიც და მე­უღ­ლეც ძა­ლი­ან შვი­დად და წყნა­რად იყ­ვნენ, 19 სექ­ტემ­ბერს წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ღე­რა, 20-ში იქ­ნე­დან წა­მო­ვი­და და ბავ­შვიც გა­ა­ჩი­ნა.

- რო­გო­რი ბე­ბია ხართ?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბე­ბია ვარ, რო­გორც ყვე­ლა, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, რომ კარ­გი ბე­ბია ვარ. უბ­რა­ლოდ ბავ­შვე­ბი ჩემ­თან არ ცხოვ­რო­ბენ და სის­ტე­მა­ტუ­რად ჩარ­თუ­ლი არ ვარ.

- ქალ­ბა­ტო­ნი ნანი რო­გორ შეხ­ვდა შვილ­თაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას?

- ნა­ნიც ძა­ლი­ან შვი­დად უყუ­რებ­და ამ ამ­ბავს. ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნი ღე­ლავს რო­გორ დას­რულ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ეს ღელ­ვა იყო ძა­ლი­ან ზო­მი­ე­რი. რომ და­ი­ბა­და ად­რი­ა­ნი დილა იყო და მე რომ წა­ვე­დი ნა­ნის ეძი­ნა. რო­გორც კი გაჩ­ნდა, და­ვუ­რე­კე: ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, და­ი­ბა­და ჯან­მრთე­ლი ბიჭი-მეთ­ქი და ასე გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი და გა­ბედ­ნი­ე­რე­ბუ­ლე­ბი შევ­ხვდით ამ ამ­ბავს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნა­ტა­ლია და აჩი ჯერ კი­დევ 2017 წელს და­ქორ­წინ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი ინ­ფორ­მა­ცია მათი და­ო­ჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ ერთი წლის შემ­დეგ, 2018 წელს გა­უმ­ხი­ლეს.

სან­დრო ჯა­ფა­რი­ძე წყვი­ლის პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლია. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან აჩი­კო ჯა­ფა­რი­ძეს სამი შვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

ბედნიერ დედობას ვუსურვებ ნატალიას, ძალიან მიყვარს.

ანი
13

 ნუუ " შეგვჭამეთ!!!!!! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"19-ში ფესტივალზე იმღერა, 20-ში წამოვიდა და ბავშვიც გააჩინა... ძალიან ბედნიერები ვართ" - ეკა მამალაძის პირველი ემოციები ნატალიას მშობიარობის შემდეგ

"19-ში ფესტივალზე იმღერა, 20-ში წამოვიდა და ბავშვიც გააჩინა... ძალიან ბედნიერები ვართ" - ეკა მამალაძის პირველი ემოციები ნატალიას მშობიარობის შემდეგ

მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე დედა გახდა. მას და მის მეუღლეს აჩი ჯაფარიძეს პირველი საერთო შვილი სანდრო ჯაფარიძე შეეძინა.

AMBEBI.GE ნატალიას დედას, მომღერალ ეკა მამალაძეს ესაუბრა:

ეკა მამალაძე:

- მშობიარობამ ძალიან კარგად, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. ძალიან ბედნიერები ვართ. მეოთხე ვაჟი შემეძინა - სანდრო ჯაფარიძე. გოგოც კარგი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს, მთავარია, ჯანმრთელი იყოს. სახელი ნატალიამ შეურჩია.

ნატალია ახალ ბინაში გადადიოდა და მასზე იყო მთელი ეს გადასვლის პროცესი, ძალიან ბევრი იშრომა, ვეხმარებოდით, მაგრამ თავის სახლში, მაინც ყველაფერი თავად გააკეთა. იმ დღეს ყველაფერი დაალაგა და დილით ბავშვი გააჩინა.

ნატალია ბუნებრივად იღებდა ამ მოვლენას, ისიც და მეუღლეც ძალიან შვიდად და წყნარად იყვნენ, 19 სექტემბერს წინანდლის ფესტივალზე იმღერა, 20-ში იქნედან წამოვიდა და ბავშვიც გააჩინა.

- როგორი ბებია ხართ?

- ჩვეულებრივი ბებია ვარ, როგორც ყველა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარგი ბებია ვარ. უბრალოდ ბავშვები ჩემთან არ ცხოვრობენ და სისტემატურად ჩართული არ ვარ.

- ქალბატონი ნანი როგორ შეხვდა შვილთაშვილის დაბადებას?

- ნანიც ძალიან შვიდად უყურებდა ამ ამბავს. ბუნებრივია, ადამიანი ღელავს როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ღელვა იყო ძალიან ზომიერი. რომ დაიბადა ადრიანი დილა იყო და მე რომ წავედი ნანის ეძინა. როგორც კი გაჩნდა, დავურეკე: ყველაფერი კარგად არის, დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი-მეთქი და ასე გახარებულები და გაბედნიერებულები შევხვდით ამ ამბავს.

შეგახსენებთ, რომ ნატალია და აჩი ჯერ კიდევ 2017 წელს დაქორწინდნენ, საზოგადოებას კი ინფორმაცია მათი დაოჯახების შესახებ ერთი წლის შემდეგ, 2018 წელს გაუმხილეს.

სანდრო ჯაფარიძე წყვილის პირველი საერთო შვილია. პირველი ქორწინებიდან აჩიკო ჯაფარიძეს სამი შვილი ჰყავს.