მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო 4 დღეა ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე
"ბოლო 4 დღეა ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პმა და­იკ­ლო და ასე­ვე შემ­ცირ­და პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, თუ ყო­ველ­დღი­უ­რად აც­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს არ და­ი­ცავს, ეს შე­საძ­ლოა, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

„ყვე­ლა ინ­დი­კა­ტო­რი, რომ­ლი­თაც ეპიდსი­ტუ­ა­ცია ხა­სი­ათ­დე­ბა, ვგუ­ლის­ხმობ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ახალ შემ­თხვე­ვებს 100 ათას მო­სახ­ლე­ზე, ბოლო 7-14 დღის და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს რეპ­რო­დუქ­ცი­ის ინ­დექსს, უკვე გა­მოჩ­ნდა კლე­ბის ტენ­დენ­ცია, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მძი­მე ინ­დი­კა­ტო­რის-სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ყვე­ლა ეს ინ­დი­კა­ტო­რი ნელი ტემ­პით, მაგ­რამ სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­დის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 4 დღეა ყო­ველ­დღი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იკ­ლებს, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია, რად­გან სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის დი­ნა­მი­კა გარ­კვე­ულ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო აც­რე­ბის შე­და­რე­ბით მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან, რაც აგ­ვის­ტო­ში და სექ­ტემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გვქონ­და. გა­სა­გე­ბია, რომ კი­დევ უფრო მეტი გვინ­დო­და, მაგ­რამ სა­შუ­ა­ლოდ 23-24 ათა­სი დღი­უ­რი აცრა გვქონ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 4 დღეა გა­მოჩ­ნდა კლე­ბის დი­ნა­მი­კა და ასე­ვე, პროგ­ნო­ზუ­ლად როცა ვუ­ყუ­რებთ ჯავ­შნის პორ­ტალ­ზე მაჩ­ვე­ნე­ბელს, სამ­წუ­ხა­როდ, აქაც კლე­ბის დი­ნა­მი­კაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, რაც კარ­გი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­ვე და­იკ­ლო პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მაც.

„შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ვერ იწევს მაღ­ლა პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. გვქონ­და 50%, მერე 47%, მერე 43%, მერე და­ვუბ­რუნ­დით 47%-ს და ახლა ისევ 43%-ზეა ჩა­მო­სუ­ლი ბოლო კვი­რაა, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან ცუ­დია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 50%-ზე დაბ­ლა უკვე კრი­ტი­კუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. თუ ჩვენ ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ და ვერ გავზრდით პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, ასე­ვე აც­რე­ბის ყო­ველ­დღი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს, შე­საძ­ლოა, ეპიდსი­ტუ­ა­ცია კვლავ გა­უ­ა­რეს­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბამ­დე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იყოს. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას დრო­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს.

„ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან სხვა­დას­ხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბი, იქ­ნე­ბა ეს გრი­პი, ადე­ნო­ვირუ­სი, რი­ნო­ვირუ­სი თუ სხვა, ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ამი­ტო­მაც მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რად აიც­რან, რომ ამ ცივ პე­რი­ოდს უფრო მდგრა­დი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტით შევ­ხვდეთ. რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა აც­რი­ლი ცივ პე­რი­ო­დამ­დე, შემ­დგომ ტალ­ღებს, თუ იქ­ნე­ბა, უფრო იო­ლად გა­და­ვი­ტანთ. ამი­ტომ, მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბაა, რომ წა­ვიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და აიც­რან. აც­რე­ბის დი­ნა­მი­კის ქვე­მოთ სვლა შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის ერთ-ერთი სა­წინ­და­რი გახ­დეს “, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიჯოს
58

ვაქცინაც ფასიანი გახადეთ პირბადესავით და მოიმატებს მაჩვენებელი, არ სჯერა ამ ხალხს თქვენი უფასო სიკეთის და შეეკითხე აჰა....

America
22

ნეტა ჩინური შველის რამეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბოლო 4 დღეა ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

"ბოლო 4 დღეა ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპმა დაიკლო და ასევე შემცირდა პირბადის ტარების მაჩვენებელიც.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ ყოველდღიურად აცრების რაოდენობა არ გააქტიურდება და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, ეს შესაძლოა, ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზი გახდეს.

„ყველა ინდიკატორი, რომლითაც ეპიდსიტუაცია ხასიათდება, ვგულისხმობ ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს 100 ათას მოსახლეზე, ბოლო 7-14 დღის დადებითობის მაჩვენებელს რეპროდუქციის ინდექსს, უკვე გამოჩნდა კლების ტენდენცია, მათ შორის ყველაზე მძიმე ინდიკატორის-სიკვდილიანობის თვალსაზრისით. ყველა ეს ინდიკატორი ნელი ტემპით, მაგრამ სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო 4 დღეა ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია, რადგან სტაბილიზაციის დინამიკა გარკვეულწილად დამოკიდებული იყო აცრების შედარებით მაღალ მაჩვენებელთან, რაც აგვისტოში და სექტემბრის პირველ ნახევარში გვქონდა. გასაგებია, რომ კიდევ უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ საშუალოდ 23-24 ათასი დღიური აცრა გვქონდა. სამწუხაროდ, ბოლო 4 დღეა გამოჩნდა კლების დინამიკა და ასევე, პროგნოზულად როცა ვუყურებთ ჯავშნის პორტალზე მაჩვენებელს, სამწუხაროდ, აქაც კლების დინამიკაა გამოხატული, რაც კარგი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში ასევე დაიკლო პირბადის ტარების მაჩვენებელმაც.

„შემცირებულია და ვერ იწევს მაღლა პირბადის ტარების მაჩვენებელი. გვქონდა 50%, მერე 47%, მერე 43%, მერე დავუბრუნდით 47%-ს და ახლა ისევ 43%-ზეა ჩამოსული ბოლო კვირაა, რაც ასევე ძალიან ცუდია. მოგეხსენებათ, 50%-ზე დაბლა უკვე კრიტიკული მაჩვენებელია. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ და ვერ გავზრდით პირბადის ტარების მაჩვენებელს, ასევე აცრების ყოველდღიურ მაჩვენებელს, შესაძლოა, ეპიდსიტუაცია კვლავ გაუარესდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ზამთრის მოახლოებამდე, აუცილებელია, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვაქცინირებული იყოს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან აქტიურდებიან სხვადასხვა რესპირაციული ვირუსები, იქნება ეს გრიპი, ადენოვირუსი, რინოვირუსი თუ სხვა, ეს მოსალოდნელია. ამიტომაც მოვუწოდებთ მოსახლეობას, ოქტომბრის ბოლომდე მაქსიმალურად აიცრან, რომ ამ ცივ პერიოდს უფრო მდგრადი საზოგადოებრივი იმუნიტეტით შევხვდეთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აცრილი ცივ პერიოდამდე, შემდგომ ტალღებს, თუ იქნება, უფრო იოლად გადავიტანთ. ამიტომ, მთავარი მოწოდებაა, რომ წავიდნენ ადამიანები და აიცრან. აცრების დინამიკის ქვემოთ სვლა შესაძლოა, მომავალში ეპიდსიტუაციის გაუარესების ერთ-ერთი საწინდარი გახდეს “, - განაცხადა გამყრელიძემ.