სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვები ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ამის შესაძლებლობა არის" - ამირან გამყრელიძე
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვები ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ამის შესაძლებლობა არის" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ სკო­ლებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რომ ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სი­დან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლებ­ში გაგ­რძელ­დეს.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი­სა და მშობ­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია.

“ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ ყვე­ლა ის რე­გუ­ლა­ცია და რე­კო­მენ­და­ცია, რაც არ­სე­ბობს, რომ ბავ­შვე­ბი ოქ­ტომ­ბრი­დან სკო­ლებს, საკ­ლა­სო ოთა­ხებს და­უბ­რუნ­დნენ. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის, რად­გან ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მივ­დი­ვართ. ამი­ტომ, ყვე­ლამ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ პირ­ბა­დე, ყვე­ლა უნდა ავიც­რათ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი უმ­ცრო­სი თა­ო­ბის­თვის, რომ ისი­ნი სწავ­ლას საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და­უბ­რუნ­დნენ. პირ­ველ რიგ­ში, უნდა აიც­რან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, დამ­ხმა­რე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი. ასე­ვე, თა­ვად მშობ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ აც­რი­ლი, რომ სკო­ლე­ბი უსაფრ­თხო გახ­დეს. ეს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის უნდა მო­ვინ­დო­მოთ, რად­გან გა­ნათ­ლე­ბა უპირ­ვე­ლე­სია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

××
1

მოვა დრო, ეს კოვიდით უციდინრად დარჩენილი თაობა, პასუხს მოგთხოვთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვები ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ამის შესაძლებლობა არის" - ამირან გამყრელიძე

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვები ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ამის შესაძლებლობა არის" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ სკოლებში ვაქცინაციის ტემპი გააქტიურდება, იმის შესაძლებლობა იქნება, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამისთვის აუცილებელია მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალისა და მშობლების ვაქცინაცია.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ყველა ის რეგულაცია და რეკომენდაცია, რაც არსებობს, რომ ბავშვები ოქტომბრიდან სკოლებს, საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. ამის შესაძლებლობა არის, რადგან ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციისკენ მივდივართ. ამიტომ, ყველამ უნდა გამოვიყენოთ პირბადე, ყველა უნდა ავიცრათ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი უმცროსი თაობისთვის, რომ ისინი სწავლას საკლასო ოთახებში დაუბრუნდნენ. პირველ რიგში, უნდა აიცრან მასწავლებლები, დამხმარე ადმინისტრაციული პერსონალი. ასევე, თავად მშობლები უნდა იყვნენ აცრილი, რომ სკოლები უსაფრთხო გახდეს. ეს ჩვენი მომავალი თაობებისთვის უნდა მოვინდომოთ, რადგან განათლება უპირველესია ქვეყნის განვითარებისთვის“,-განაცხადა გამყრელიძემ.