დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 561 228 აცრა.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 919 876 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2%. სრულად ვაქცინირებულია 641 352 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 22.5%.
ბოლო 24 საათში კი 24 941 ადამიანი აიცრა.
ისე აურიეს მოსახლეობას ტვინი,შემოტანილი "მოზრდილი მოსახლეობით",რომ ტელევიზიაც კი არასწორად გადმოსცემს მონაცემს.იმ დღესაც "მოზრდილის" მაგივრად ტელევიზიამ "მთლიანი" მოსახლეობის მონაცემად გადმოსცა. არადა წესია რომ გვატყობინებდნენ მთლიანი მოსახლეობიდან პროცენტს,მაგრამ მაშინ ნაკლები უნდა გამოაცხადონ და რომ არ აწყობთ?როგორც ეკონომიკა დუღს დიდი პროცენტით,ესეც ეგრეა რა.... სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის- 641 352 /3 720 000 x 100 =17,2 % !!!