სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონა ეპოქის სიგიჟე" - ჯანდაცვის ოფიციალური პირები მოედანზე და ჩაშლილი მატჩი - რა მოხდა ბრაზილია-არგენტინის თამაშის მსვლელობისას
"კორონა ეპოქის სიგიჟე" - ჯანდაცვის ოფიციალური პირები მოედანზე და ჩაშლილი მატჩი - რა მოხდა ბრაზილია-არგენტინის თამაშის მსვლელობისას

ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გუ­შინ, 5 აგ­ვის­ტოს, სა­ფეხ­ბურ­თო კლა­სი­კის მო­ლო­დინ­ში იყ­ვნენ - მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ფარ­გლებ­ში ბრა­ზი­ლი­ი­სა და არ­გენ­ტი­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა თა­მა­ში და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­წყდა და მატ­ჩი გა­და­ი­დო.

მი­ზე­ზი კი ისაა, რომ ბრა­ზი­ლი­უ­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­ში იყო ოთხი ისე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი, რომ­ლებ­მაც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბი და­არ­ღვი­ეს.

არ­გენ­ტი­ნელ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა "კო­რინ­თი­ას არე­ნა" მას შემ­დეგ და­ტო­ვეს, რაც ბრა­ზი­ლი­ის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მო­ე­დან­ზე თა­მა­შის შე­სა­ჩე­რებ­ლად შე­ვიდ­ნენ.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­არ­ღვი­ეს ინ­გლი­სის პრე­მი­ერ ლი­გა­ში მო­თა­მა­შე სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან - ემი­ლი­ა­ნო ბუ­ენ­დია, ემი­ლი­ა­ნო მარ­ტი­ნე­სი, ჯო­ვა­ნი ლო სელ­სო და კრის­ტი­ან რო­მე­რო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­ტი­ნე­სი, ლო სელ­სო და რო­მე­რო არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ. ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი, თუ რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა მატ­ჩი.

ბრა­ზი­ლი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ვი­ზი­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში 14-დღი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა ევა­ლე­ბათ.

მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. "კო­რო­ნა ეპო­ქის სი­გი­ჟე, აქამ­დეც მი­ვე­დით", - წე­რენ ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
1

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­არ­ღვი­ეს არი­ან - ემი­ლი­ა­ნო ბუ­ენდია.... ამას ისეთი გვარი აქვს რეგულაციების დარღვევას თუ დასჯერდა და 33 წლიანი ომი არ წამოიწყო მადლობა ვუთხრათ. გამგები გაიგებს რატომაც არის გვარი ბუენდია გამორჩეული.

???????????????
2

გადარეულია კაცობრიობა, ბოლოჟამია ეტყობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"კორონა ეპოქის სიგიჟე" - ჯანდაცვის ოფიციალური პირები მოედანზე და ჩაშლილი მატჩი - რა მოხდა ბრაზილია-არგენტინის თამაშის მსვლელობისას

"კორონა ეპოქის სიგიჟე" - ჯანდაცვის ოფიციალური პირები მოედანზე და ჩაშლილი მატჩი - რა მოხდა ბრაზილია-არგენტინის თამაშის მსვლელობისას

ფეხბურთის გულშემატკივრები გუშინ, 5 აგვისტოს, საფეხბურთო კლასიკის მოლოდინში იყვნენ - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირება უნდა გამართულიყო, თუმცა თამაში დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა და მატჩი გადაიდო.

მიზეზი კი ისაა, რომ ბრაზილიური ჯანდაცვის სისტემის ოფიციალურმა პირებმა კოვიდრეგულაციების დარღვევა გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, არგენტინის ნაკრებში იყო ოთხი ისეთი ფეხბურთელი, რომლებმაც რეგულაციები და კარანტინის წესები დაარღვიეს.

არგენტინელმა ფეხბურთელებმა "კორინთიას არენა" მას შემდეგ დატოვეს, რაც ბრაზილიის ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური პირები მოედანზე თამაშის შესაჩერებლად შევიდნენ.

BBC-ის ინფორმაციით ფეხბურთელები, რომლებმაც რეგულაციები დაარღვიეს ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე სპორტსმენები არიან - ემილიანო ბუენდია, ემილიანო მარტინესი, ჯოვანი ლო სელსო და კრისტიან რომერო.

აღსანიშნავია, რომ მარტინესი, ლო სელსო და რომერო არგენტინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ როდის გაიმართება მატჩი.

ბრაზილიაში არსებული კოვიდრეგულაციების თანახმად, ვიზიტორებს, რომლებიც იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში 14-დღიანი სავალდებული კარანტინის გავლა ევალებათ.

მომხდარს სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი მოჰყვა. "კორონა ეპოქის სიგიჟე, აქამდეც მივედით", - წერენ ფეხბურთის გულშემატკივრები.