მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება, კვლავ დაგვრჩება მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი" - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი აცრების სტატისტიკაზე
"თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება, კვლავ დაგვრჩება მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი" - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი აცრების სტატისტიკაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აც­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტში კვლავ ახალ­გაზ­რდე­ბი ლი­დე­რო­ბენ, ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა და აქ­ტი­ვო­ბა კი და­ბა­ლია.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, თუ ეს პი­რა­მი­და არ შე­იც­ვლე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად და კლი­ნი­კე­ბი კვლავ გა­დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა და ლე­ტა­ლო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი დარ­ჩე­ბა.

„გა­მო­იკ­ვე­თა, რომ 60 წლის ზე­ვით გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია ლე­ტა­ლო­ბა. ეს მო­ნა­ცე­მი ჩვენ გვაძ­ლევს იმის სა­ფუძ­ველს, რომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც არი­ან 60 წლის ზე­ვით ინ­ტენ­სი­უ­რად მო­ვუ­წო­დოთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ.

მა­მა­კა­ცებ­ში კრი­ტი­კულ ასა­კად 70-79 წელი გა­მო­იკ­ვე­თა, ხოლო ქა­ლებ­ში - 80-90 წელი. აც­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტში ლი­დე­რო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი. კვლავ და­ბა­ლი გვაქვს ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა და აქ­ტი­ვო­ბა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ თუ ეს პი­რა­მი­და არ შე­იც­ვლე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად და არ მივ­ყვე­ბით გა­სულ წელს დად­გე­ნილ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ლენ­დარს, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ დაგ­ვრჩე­ბა გა­დატ­ვირ­თუ­ლი კლი­ნი­კე­ბი და მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ეს კა­ლენ­და­რი გან­სა­ზღვრუ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის ვაქ­ცი­ნა­ცია. გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს ასა­კო­ვან მშობ­ლებს, ბე­ბი­ებს, ბა­ბუ­ებს, ოჯა­ხის წევ­რებს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ დაგ­ვრჩე­ბა გა­დატ­ვირ­თუ­ლი კლი­ნი­კე­ბი და მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

დღეს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი გვაქვს ასე­ვე თუ რამ­დე­ნად ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ვაქ­ცი­ნა­ცია. ერთი დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რის­კი არის 2.85%, ხოლო ორი დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 2.13%. არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ში, 60 წლის ზე­ვით რის­კი არის, თით­ქმის 95%. ეს გვაძ­ლევს იმის სა­ფუძ­ველს რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დოთ კვლავ მო­ვუ­წო­დოთ ამ ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ჩა­ერ­თონ“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

მახსოვს,როდესაც პირველი ტალღა იყო იტალიაში და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდებოდა(600-700 გარდაცვლილი დღეში), ჩამოიყვანეს ჩინეთიდან ექიომთა ჯგუფი და საავადმყოფოებში ამუშავებდნენ, როგორც უკვე გამოცდილ კადრებს! რატომ არ ჩამოჰყავთ ევროპიდან ან ჩინეთიდან მომზადებული ექიმები,რომ ეს კატასტროფა შეჩერდეს,ან შემცირდეს მაინც?

გიორგი
1

ეს რომ მინისტრად გეყოლება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება, კვლავ დაგვრჩება მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი" - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი აცრების სტატისტიკაზე

"თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება, კვლავ დაგვრჩება მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი" - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი აცრების სტატისტიკაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აცრების კომპონენტში კვლავ ახალგაზრდები ლიდერობენ, ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა კი დაბალია.

როგორც მან აღნიშნა, თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად და კლინიკები კვლავ გადატვირთული იქნება და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი კი დარჩება.

„გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. ეს მონაცემი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან 60 წლის ზევით ინტენსიურად მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ.

მამაკაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ხოლო ქალებში - 80-90 წელი. აცრების კომპონენტში ლიდერობენ ახალგაზრდები. კვლავ დაბალი გვაქვს ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა. მიგვაჩნია, რომ თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად და არ მივყვებით გასულ წელს დადგენილ ვაქცინაციის კალენდარს, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ეს კალენდარი განსაზღვრული იყო საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომ მნიშვნელოვანია ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია. გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.

დღეს გაანალიზებული გვაქვს ასევე თუ რამდენად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას ვაქცინაცია. ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2.85%, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში 2.13%. არავაქცინირებულებში, 60 წლის ზევით რისკი არის, თითქმის 95%. ეს გვაძლევს იმის საფუძველს რომ მაქსიმალურად შევეცადოთ კვლავ მოვუწოდოთ ამ ასაკის მოქალაქეებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად ჩაერთონ“, - განაცხადა ტიკარაძემ.