სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმები პაციენტებს "შავ ბაზარზე" "ტოცილიზუმაბის" 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად მიმართავენ, ამის გამოძიება უნდა მოხდეს" - რა ცვლილებები იგეგმება კოვიდის მართვის პროტოკოლში
"ექიმები პაციენტებს "შავ ბაზარზე" "ტოცილიზუმაბის" 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად მიმართავენ, ამის გამოძიება უნდა მოხდეს" - რა ცვლილებები იგეგმება კოვიდის მართვის პროტოკოლში

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კე­ბი პრე­პა­რატ „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის“ მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მათ პრე­პა­რა­ტის შე­სა­ძე­ნად არა პა­ცი­ენ­ტის ახ­ლობ­ლებს უნდა მი­მარ­თონ, არა­მედ შიდა მე­დი­ა­ცი­ით მო­ი­ძი­ონ პრე­პა­რა­ტის თა­ვი­სუ­ფა­ლი დო­ზე­ბი.

მი­ნის­ტრი კლი­ნი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს სთხოვს ექი­მებს მი­ა­წო­დონ სა­თა­ნა­დოდ ინ­ფორ­მა­ცია, რათა მათ პა­ცი­ენ­ტე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის“ 4-ჯერ ძვი­რად შე­სა­ძე­ნად ე.წ. „შავ ბა­ზარ­ზე“ არ გა­უშ­ვან.

„თქვენ იცით, რომ სა­ხელ­მწი­ფო პრე­პა­რატ „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის“გა­მო­ყე­ნე­ბის ხარ­ჯებს ანა­ზღა­უ­რებს და ასე­ვე, ისიც, რომ პრე­პა­რა­ტის შემ­სყიდ­ვე­ბე­ლი ხართ თქვენ, კლი­ნი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, როცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ გვეს­მის, თუ რო­გორ მი­მარ­თა­ვენ ამა თუ ინ კლი­ნი­კის ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტებს „შავ ბა­ზარ­ზე“ ამ მე­დი­კა­მენ­ტის 4-ჯერ უფრო ძვი­რად შე­სა­ძე­ნად. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი. ამ ფაქ­ტით სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რე­ბი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი. მათ უნდა გა­მო­ი­ძი­ონ რა­ტომ ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის პატ­რო­ნე­ბის იმ კრი­ტი­კულ პე­რი­ოდ­ში, როცა მათი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია, გაგ­ზავ­ნა შავ მომ­წო­დე­ბელ­თან თუ გამ­სა­ღე­ბელ­თან. მათ 4-ჯერ ძვი­რად უწევთ ამ პრე­პა­რა­ტის შე­ძე­ნა, მა­შინ როცა ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, თუ რო­მელ კლი­ნი­კებ­შია მა­რა­გი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­მარ­თოს კო­ლე­გა ექიმს, კო­ლე­გა კლი­ნი­კას იმის­თვის, რომ მოხ­დეს ამ პრე­პა­რა­ტის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­წო­დე­ბა ამ კლი­ნი­კის­თვის და ამ მე­დი­ა­ცი­ა­ში სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან ძა­ლი­ან ხში­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი.

მე ძა­ლი­ან გთხოვთ, კი­დევ ერთხელ, ნუ­ღარ და­ფიქ­სირ­დე­ბა მსგავ­სი ფაქ­ტი. სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ­თვის დგას თქვენ გვერ­დით და თუ ვერ ხდე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­ცი­რე­ბა, ჩვენ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ ეს პრობ­ლე­მა პა­ცი­ენ­ტის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­იჭ­რას. შე­ვე­ცა­დოთ, ექი­მე­ბის დო­ნე­ზე ჩა­ვი­ტა­ნოთ ეს ინ­ფორ­მა­ცია. არ არის სა­ჭი­რო პა­ცი­ენ­ტის პატ­რო­ნებ­ზე ემო­ცი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, ეს არის ჩვე­ნი ტვირ­თი, ეს არის ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სწო­რედ ჩვენ უნდა გა­დავ­ჭრათ ეს პრობ­ლე­მე­ბი.

ამას­თან, კი­დევ ერთი ფაქ­ტი, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, როცა ეს პრე­პა­რა­ტი არა­თუ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზეც არ იყო და არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვქონ­და იგი­ვე, დღე­საც ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. დას­კვნა არის ერთი - ეს პრე­პა­რა­ტი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სწო­რად შერ­ჩე­ულ პა­ცი­ენტზე, სწო­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით. ეს არის კლი­ნი­კუ­რი ნა­წი­ლი და კლი­ნი­კურ ნა­წილ­ში რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფოს მე­ნე­ჯმენ­ტი, ასე­ვე სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან მე­ნე­ჯმენ­ტი არ ერ­თვე­ბა და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს კარ­გი პრაქ­ტი­კა სა­მო­მავ­ლო­დაც იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვის პრო­ტო­კო­ლი და კონ­კრე­ტუ­ლად, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს მას­ში.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ პრო­ტო­კოლ­ში და­ე­მა­ტოს რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

„მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს პრო­ტო­კოლ­ში ცვლი­ლე­ბა, იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი მო­ნა­ცე­მე­ბი ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებ­ში. დღეს მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენ­ტი მე­ტად აქ­ტი­უ­რად შე­მო­ვი­დეს კო­ვი­დის მარ­თვის პრო­ცეს­ში. იყო სა­უ­ბა­რი მო­ნოკ­ლი­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე. სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ე­ბელს ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლი აქვს, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენ­ტია კვლე­ვა­ში. თუ ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და­დას­ტურ­და, ეს აი­სა­ხე­ბა ჩვენს პრო­ტო­კო­ლებ­ში. ამა­ზე არი­ან კლი­ნი­კე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ თუ სად­მე არის იმე­დის­მომ­ცე­მი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მელ­საც აღი­ა­რებს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ამე­რი­კის და ევ­რო­პის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი, ან სხვა ქვეყ­ნის მკაც­რი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი, ის ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც გაჩ­ნდეს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
///
0

რა სისულელეებს წერთ ვის რად უნდა თქვენი გამოსაცდელი წამალი თუ რეკლამას ახლა ასეთი ხერხით აკეთებთ?

ნონა
0

შეიძლება თქვენს ავადმყოფს არც ქონდეს ამ პრეპარატის საჭიროება, ექიმი სხვა ავადმყოფს მიყიდის! არ მითხრათ არ იკადრებენო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ექიმები პაციენტებს "შავ ბაზარზე" "ტოცილიზუმაბის" 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად მიმართავენ, ამის გამოძიება უნდა მოხდეს" - რა ცვლილებები იგეგმება კოვიდის მართვის პროტოკოლში

"ექიმები პაციენტებს "შავ ბაზარზე" "ტოცილიზუმაბის" 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად მიმართავენ, ამის გამოძიება უნდა მოხდეს" - რა ცვლილებები იგეგმება კოვიდის მართვის პროტოკოლში

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკები პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ მარაგების შესახებ ინფორმირებულები არიან და მათ პრეპარატის შესაძენად არა პაციენტის ახლობლებს უნდა მიმართონ, არამედ შიდა მედიაციით მოიძიონ პრეპარატის თავისუფალი დოზები.

მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს სთხოვს ექიმებს მიაწოდონ სათანადოდ ინფორმაცია, რათა მათ პაციენტების ახლობლები „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ ძვირად შესაძენად ე.წ. „შავ ბაზარზე“ არ გაუშვან.

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს და ასევე, ისიც, რომ პრეპარატის შემსყიდვებელი ხართ თქვენ, კლინიკების ხელმძღვანელები. ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები. მათ უნდა გამოიძიონ რატომ ხდება პაციენტების პატრონების იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა მათი ემოციური მდგომარეობა ყველაზე მაღალია, გაგზავნა შავ მომწოდებელთან თუ გამსაღებელთან. მათ 4-ჯერ ძვირად უწევთ ამ პრეპარატის შეძენა, მაშინ როცა ძალიან კარგად ვიცით, თუ რომელ კლინიკებშია მარაგი მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში ყველას აქვს საშუალება მიმართოს კოლეგა ექიმს, კოლეგა კლინიკას იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრეპარატის დაუყოვნებლივ მიწოდება ამ კლინიკისთვის და ამ მედიაციაში სამინისტროს მხრიდან ძალიან ხშირად ვართ ჩართულები.

მე ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ნუღარ დაფიქსირდება მსგავსი ფაქტი. სამინისტრო ყოველთვის დგას თქვენ გვერდით და თუ ვერ ხდება ერთმანეთთან კომუნიცირება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ეს პრობლემა პაციენტის სასარგებლოდ გადაიჭრას. შევეცადოთ, ექიმების დონეზე ჩავიტანოთ ეს ინფორმაცია. არ არის საჭირო პაციენტის პატრონებზე ემოციური ზემოქმედება, ეს არის ჩვენი ტვირთი, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სწორედ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები.

ამასთან, კიდევ ერთი ფაქტი, შარშანდელთან შედარებით, როცა ეს პრეპარატი არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზეც არ იყო და არ გამოიყენებოდა, ლეტალობის მაჩვენებელი გვქონდა იგივე, დღესაც ლეტალობის მაჩვენებლი არ შემცირებულა. დასკვნა არის ერთი - ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ სწორად შერჩეულ პაციენტზე, სწორი დანიშნულებით. ეს არის კლინიკური ნაწილი და კლინიკურ ნაწილში როგორც საავადმყოფოს მენეჯმენტი, ასევე სამინისტროს მხრიდან მენეჯმენტი არ ერთვება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კარგი პრაქტიკა სამომავლოდაც იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კორონავირუსის მართვის პროტოკოლი და კონკრეტულად, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს მასში.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია, რომ პროტოკოლში დაემატოს რამდენიმე მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ.

„მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროტოკოლში ცვლილება, იქნება დამატებითი მონაცემები ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კოვიდპაციენტებში. დღეს მოსალოდნელია, რამდენიმე მედიკამენტი მეტად აქტიურად შემოვიდეს კოვიდის მართვის პროცესში. იყო საუბარი მონოკლინურ ანტისხეულებზე. სხვადასხვა მწარმოებელს ამაზე მუშაობა დაწყებული აქვს, ასევე რამდენიმე მედიკამენტია კვლევაში. თუ ამ მედიკამენტების ეფექტიანობა დადასტურდა, ეს აისახება ჩვენს პროტოკოლებში. ამაზე არიან კლინიკები მობილიზებული, რომ თუ სადმე არის იმედისმომცემი მკურნალობა, რომელსაც აღიარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის და ევროპის მარეგულირებელი, ან სხვა ქვეყნის მკაცრი მარეგულირებელი, ის ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.