პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რეგულაციები იმოქმედებს არჩევნების დღეს, რა სიახლე ელით ამომრჩევლებს და კარანტინსა თუ იზოლაციაში მყოფ პირებს რა შემთხვევაში შეეძლებათ ხმის მიცემა
რა რეგულაციები იმოქმედებს არჩევნების დღეს, რა სიახლე ელით ამომრჩევლებს და კარანტინსა თუ იზოლაციაში მყოფ პირებს რა შემთხვევაში შეეძლებათ ხმის მიცემა

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კენ­ჭისყ­რის დღეს ამომ­რჩე­ველს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მო დახ­ვდე­ბა, ხოლო სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი ეკი­პი­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ყვე­ლა სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რათა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა არ მოხ­დეს.

რო­გორც „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ამომ­რჩე­ველს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სას ტემ­პე­რა­ტუ­რას არ გა­უ­ზო­მა­ვენ, თუმ­ცა, მათ პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

„კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი გა­ივ­ლი­ან თერ­მოსკრი­ნინგს, თუმ­ცა, ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ კონ­კრე­ტულ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ან პარ­ტი­ას არ ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წევ­რე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლონ. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. ამომ­რჩევ­ლის შემ­თხვე­ვა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც სხვა პი­რე­ბის­თვის, ვინც კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში იქ­ნე­ბა. ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ერთჯე­რა­დი კალ­მე­ბი. ამომ­რჩე­ველს ტემ­პე­რა­ტუ­რა არ ეზო­მე­ბა. ამით ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ იმას, რომ ამომ­რჩევ­ლებს არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში მო­ვემ­სა­ხუ­როთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, კა­რან­ტინ­სა და იზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ პი­რებს, კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მათ ნა­წილ­საც მი­ე­ცე­მათ.

„პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვის შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცია მათ მო­ემ­სა­ხუ­როთ და ჰქონ­დეთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, იქ არის გარ­კვე­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი, მათ შო­რის, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს არ­ჩევ­ნებ­ში იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის იმ­ყო­ფე­ბა იმ კონ­კრე­ტუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქის სა­ზღვრებ­ში, სა­დაც რე­გის­ტრა­ცია აქვს გავ­ლი­ლი. ასე­ვე ეს ეხე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნა­საც. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ო­დე­ნო­ბა, რაც გა­სულ წელს გვქონ­და, ალ­ბათ, უფრო ნაკ­ლე­ბი გვექ­ნე­ბა, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქის სა­ზღვრებს უნდა ემ­თხვე­ო­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის თქმით, სა­არ­ჩევ­ნო ხმე­ბის დათ­ვლის ვი­დე­ო­ფიქ­სა­ცია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 3 200 უბან­ზე მოხ­დე­ბა. რო­გორც ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, შემ­დეგ ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი აიტ­ვირ­თე­ბა პლატ­ფორ­მა­ზე, რისი ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, მისი თქმით, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ექ­ნე­ბა.

„ხვალ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბის ცენ­ტრის გახ­სნა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნას და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვას და სა­მო­მავ­ლოდ პრე­ვენ­ცი­ას. ამას უზ­რუნ­ველ­ვყოფთ იმით, რომ უპ­რე­ცე­დენ­ტოდ, პირ­ვე­ლად ხდე­ბა ის, რომ კენ­ჭისყ­რის დღეს, ხმის დათ­ვლის დროს, გვექ­ნე­ბა ვი­დე­ო­ფიქ­სა­ცია, გარ­და იმი­სა, რომ 3 200 უბან­ზე მოხ­დე­ბა ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცე­სის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. დღეს ჩვენ გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ერთ-ერთ წამ­ყვან, სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მას­თან, სა­დაც ყვე­ლა ეს ჩა­ნა­წე­რი გან­თავ­სდე­ბა და ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნა­ხოს, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რე­ბი. თუ ახლა ვი­ღა­ცამ არ მო­ი­ტა­ცა და გა­იქ­ცა, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­სად გაქ­რე­ბა. პირ­და­პირ მოხ­დე­ბა ამ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის შე­სა­ბა­მის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბი­დან ატ­ვირ­თვა, რისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც ამ სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის მი­ხედ­ვით, ჩვენ 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnn
4

დღეში რამდენი ადამიანი იღუპება, ნამდვილი კატასტროფაა. გამოაცხადეთ სახალხო გლოვა, რა დროს არჩევნებია, ვის აინტერესებს ვინც კენჭს იყრის იმათ გარდა!

:(
1

რა დროს არჩევნებია გაწყდა ნახევარი საქართველო, გადადეთ არჩევნები მომავალ წლამდე ან გაზაფხულამდე მაინც,რა გარანტიაა რომ საარჩევნო უბნებზე არ დაინფიცირდება ხალხი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა რეგულაციები იმოქმედებს არჩევნების დღეს, რა სიახლე ელით ამომრჩევლებს და კარანტინსა თუ იზოლაციაში მყოფ პირებს რა შემთხვევაში შეეძლებათ ხმის მიცემა

რა რეგულაციები იმოქმედებს არჩევნების დღეს, რა სიახლე ელით ამომრჩევლებს და კარანტინსა თუ იზოლაციაში მყოფ პირებს რა შემთხვევაში შეეძლებათ ხმის მიცემა

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო დახვდება, ხოლო საარჩევნო ადმინისტრატორები ეკიპირებულები იქნებიან ყველა საჭირო და აუცილებელი საშუალებებით, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კალანდარიშვილმა განაცხადა, ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლისას ტემპერატურას არ გაუზომავენ, თუმცა, მათ პირბადის გამოყენების ვალდებულება ექნებათ.

„კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებამოსილების მქონე პირები გაივლიან თერმოსკრინინგს, თუმცა, ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ან პარტიას არ ექნება საშუალება, რომ წევრები ჩაანაცვლონ. ეს შესაძლებლობა გათვალისწინებულია. ამომრჩევლის შემთხვევაში სავალდებულოა პირბადის ტარება ისევე, როგორც სხვა პირებისთვის, ვინც კენჭისყრის შენობაში იქნება. ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადი კალმები. ამომრჩეველს ტემპერატურა არ ეზომება. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამომრჩევლებს არჩევნების დღეს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში მოვემსახუროთ“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებაში, კარანტინსა და იზოლაციაში მყოფ პირებს, კალანდარიშვილი ამბობს, რომ არჩევანის გაკეთების საშუალება მათ ნაწილსაც მიეცემათ.

„პროცედურების დაცვის შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა, რომ ადმინისტრაცია მათ მოემსახუროთ და ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული მოთხოვნები, გარკვეული წესები, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, დამეთანხმებით, რომ ამომრჩეველი მონაწილეობს არჩევნებში იმ შემთხვევაში, თუ ის იმყოფება იმ კონკრეტული მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში, სადაც რეგისტრაცია აქვს გავლილი. ასევე ეს ეხება თვითიზოლაციაში და კარანტინში ყოფნასაც. შესაბამისად, რაოდენობა, რაც გასულ წელს გვქონდა, ალბათ, უფრო ნაკლები გვექნება, რადგან ეს ყველაფერი ერთი მაჟორიტარული ოლქის საზღვრებს უნდა ემთხვეოდეს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ხმების დათვლის ვიდეოფიქსაცია ქვეყნის მასშტაბით, 3 200 უბანზე მოხდება. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, შემდეგ ეს ვიდეოჩანაწერები აიტვირთება პლატფორმაზე, რისი ნახვის შესაძლებლობაც, მისი თქმით, ნებისმიერ მსურველს ექნება.

„ხვალ გვაქვს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის გახსნა, რომელიც უზრუნველყოფს დეზინფორმაციის გამოვლენას და შესაბამისად, ამ ინფორმაციის დაცვას და სამომავლოდ პრევენციას. ამას უზრუნველვყოფთ იმით, რომ უპრეცედენტოდ, პირველად ხდება ის, რომ კენჭისყრის დღეს, ხმის დათვლის დროს, გვექნება ვიდეოფიქსაცია, გარდა იმისა, რომ 3 200 უბანზე მოხდება ხმების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის განხორციელება. დღეს ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ერთ-ერთ წამყვან, საერთაშორისო პლატფორმასთან, სადაც ყველა ეს ჩანაწერი განთავსდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ნახოს, თუ როგორ მიმდინარეობდა ხმის დათვლის პროცედურები. თუ ახლა ვიღაცამ არ მოიტაცა და გაიქცა, რაც ბუნებრივია, სისხლის სამართლის დანაშაულია, სხვა შემთხვევაში ეს ჩანაწერები არსად გაქრება. პირდაპირ მოხდება ამ ვიდეოკამერების შესაბამის, საინფორმაციო ცენტრებიდან ატვირთვა, რისი ვალდებულებაც ამ სამართლებრივი აქტის მიხედვით, ჩვენ 4 დღის განმავლობაში გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.