სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილი სააკაშვილზე უგონოდ შეყვარებულია, ეს არის ერთგვარი კახური სიყვარული, როდესაც სიყვარულს აგრესიით გამოხატავ" - გია ხუხაშვილი
"ღარიბაშვილი სააკაშვილზე უგონოდ შეყვარებულია, ეს არის ერთგვარი კახური სიყვარული, როდესაც სიყვარულს აგრესიით გამოხატავ" - გია ხუხაშვილი

გა­სულ კვი­რას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი­ევ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­სას, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელს შეხ­ვდა, რო­მე­ლიც ამ შეხ­ვედ­რას "ტვი­ტერ­ში“ გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა, - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უ­რი­სას ხაზი გა­ვუს­ვი, რომ რე­ფორ­მე­ბი ისე­თი სა­ჭი­როა, რო­გორც არას­დრო­სო... "მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მის ვადა ახ­ლოვ­დე­ბა და დროა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნოს ერ­თგუ­ლე­ბა შე­თან­ხმე­ბე­ბის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბით, რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რიგ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - ვკი­თხუ­ლობთ მი­შე­ლის პოს­ტში.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის პა­სუ­ხია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ევ­რკავ­ში­რის­გან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბას აღარ აპი­რე­ბენ.

"ნე­ბის­მი­ე­რი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს, თავი შე­ვი­კა­ვოთ ევ­რო­კავ­ში­რის სეს­ხის მე­ო­რე ნა­წი­ლის აღე­ბის­გან", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხზე, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თქვა, აღ­ნიშ­ნუ­ლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­გა­რეო ვა­ლის შემ­ცი­რე­ბას ცდი­ლობს.

"ტრა­გე­დია არის ის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მათ შო­რის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი და­დი­ან ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებ­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის არის ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ა­ში და ცდი­ლო­ენ, რა­ღაც სან­ქცი­ე­ბი და შე­ფერ­ხე­ბე­ბი წა­მო­ვი­დეს ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ყველ­გან სა­ა­კაშ­ვილს რომ ახ­სე­ნებს, გა­სა­გე­ბია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მას­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და უი­მი­სოდ ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია. მისი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ვი­ცით ჩვენ. ეს არის ერ­თგვა­რი კა­ხუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­დე­საც სიყ­ვა­რულს აგ­რე­სი­ით გა­მო­ხა­ტავ, სხვა რა უნდა ვთქვა?“ - ასე შე­ა­ფა­სა ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საინტერესოა
2

ღარიბაშვილი, სააკაშვილი, ხუხაშვილი, ივანიშვილი .... ბოლო 2 ათწლეულია მარტო "შვილზე" დამთავრებული გვარის ხალხი დომინირებს პოლიტიკაში. რა ხთეფა?!

გრიგოლი1408
0

ხუხა,შენ ბიძინაზე ხარ შეყვარებული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ღარიბაშვილი სააკაშვილზე უგონოდ შეყვარებულია, ეს არის ერთგვარი კახური სიყვარული, როდესაც სიყვარულს აგრესიით გამოხატავ" - გია ხუხაშვილი

"ღარიბაშვილი სააკაშვილზე უგონოდ შეყვარებულია, ეს არის ერთგვარი კახური სიყვარული, როდესაც სიყვარულს აგრესიით გამოხატავ" - გია ხუხაშვილი

გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიევში ოფიციალური ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომელიც ამ შეხვედრას "ტვიტერში“ გამოეხმაურა და დაწერა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საურისას ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროსო... "მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ მიშელის პოსტში.

სავარაუდოდ, სწორედ ამის პასუხია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ევრკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღებას აღარ აპირებენ.

"ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რითაც "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე, "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება საგარეო ვალის შემცირებას ცდილობს.

"ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დადიან ევროკავშირის სტრუქტურებში, მოგეხსენებათ, ის არის ევროკავშირის სახალხო პარტიაში და ცდილოენ, რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ყველგან სააკაშვილს რომ ახსენებს, გასაგებია, რომ ღარიბაშვილი მასზე უგონოდ შეყვარებულია და უიმისოდ ცხოვრება არ შეუძლია. მისი სიყვარულის ამბავი ვიცით ჩვენ. ეს არის ერთგვარი კახური სიყვარული, როდესაც სიყვარულს აგრესიით გამოხატავ, სხვა რა უნდა ვთქვა?“ - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პრემიერის განცხადებები.