მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება" - სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
"მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება" - სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

თუ ერთი მი­ლი­არ­დი ლარი გაქვთ გა­და­ნა­ხუ­ლი, თქვე უდღე­უ­რე­ბო, რა­ტომ არ ური­გებთ გა­ღა­ტა­კე­ბულ და გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბულ ხალ­ხს?!- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ევ­რო­კავ­ში­რის­გან მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბას ფი­ნან­სუ­რი დატ­ვირ­თვა აღარ აქვს, რად­გან ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­დე­გად ბი­უ­ჯეტ­ში და­მა­ტე­ბით 1 მლრდ ლა­რის აკუ­მუ­ლი­რე­ბა მოხ­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე და ეს არის ის, რა­საც მი­აღ­წია ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ „იმ დე­მოკ­რა­ტი­ით, რომ­ლი­თაც ევ­რო­პა უნდა გა­ნეც­ვიფ­რე­ბი­ნათ“.

„მე მინ­და მარ­თლაც მო­ვუ­წო­დო ევ­რო­კავ­შირს, შე­უ­წყვი­ტოს ამ რე­ჟიმს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა, იმი­ტომ, რომ ქარ­თველ ხალ­ხამ­დე არა­ფე­რი არ აღ­წევს, ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის გამო.

ის მთლი­ა­ნად ხმარ­დე­ბა მათ ვი­ლებს, ხვდე­ბა მათ ან­გა­რი­შებ­ზე უცხო­ეთ­ში, რომ­ლე­ბიც გა­და­ნა­ხუ­ლი აქვთ შავი დღის­თვის, იმი­ტომ, რომ ისი­ნი ემ­ზა­დე­ბი­ან გა­საქ­ცე­ვად მას შემ­დეგ, რაც ბო­ლომ­დე ლი­მო­ნი­ვით გა­მო­წუ­რა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს.

რო­გორც იქნა, ევ­რო­კავ­შირ­მა თა­ვის მოხ­სე­ნე­ბის პრო­ექ­ტში ჩა­წე­რა ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის სა­კი­თხი და უკვე ბოლო ორი კვი­რაა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ის­ტე­რი­უ­ლად ლო­ბი­რებს თა­ვი­სი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ხელ­ფა­სი­ა­ნი ლო­ბის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ იქ­ნებ ეს ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია ამო­ი­ღონ მოხ­სე­ნე­ბის დრაფ­ტი­დან - რო­გორც ჩანს, ეს სა­კი­თხი ბო­ლომ­დე ჩა­უფ­ლავ­დათ.

ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია შე­ვარ­დნა­ძის დრო­საც კი არ ჩა­უ­წე­რია ევ­რო­კავ­შირს მოხ­სე­ნე­ბა­ში - ჩემს დრო­ზე აღარ ვსა­უბ­რობ.

ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია ადა­მი­ა­ნურ ენა­ზე რომ ვთარ­გმნოთ, ნიშ­ნავს ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის პირ­და­პირ ჩარ­თვას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ძარ­ცვა­ში“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს“, აღარ აქვს ფი­ნან­სუ­რი დატ­ვირ­თვა იმას, მი­ი­ღებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის­გან მაკრო­ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, „ყვე­ლა­ფე­რი ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­სა­წყვე­ტია“.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
0

ქოცი ქოცად მიხოჯან მაგრამ შენ რო ელიტურ კორუფციაზე დაძრავ კრინტს სულ მცირე უსინდისობაა. როგორ მოახერხეს შენმა ფავორიტებმა ამ როგორც შენ უწოდებ გაძვალტყავებული ქვეყნიდან მილიარდების მოტეხვა? სად ბრძანდება კეზერა დოკუმენტალურად დაფიქსირებული მილიარდი დოლარით? აღარაფერს ვამბობ უგულავას ადეიშვილის და სხვათა მაქინაციებსა და დამალულ მილიონებზე. ან თავად შენ რას ჭამ რას სვამ? ალბათ ისევ დედიკოს პენსიით ცხოვრობ. ქოცები კი წავლენ ადრე თუ გვიან მაგრამ შენ აქ რაიმეს იმედს ნყ დაიტოვებ შეიძლება დიდი შარი აიკიდო ამიტომ ენა ჩაიგდე და კიდევ უფრო ნუ ირთულებ საქმეს.

ინტრიგანი
0

არსად მინახავს, ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიცია საზღვარგარეთ საკუთარ ქვეყანას და მთავრობას უბრალოდაც აკრიტიკებდეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება" - სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

"მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება" - სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

თუ ერთი მილიარდი ლარი გაქვთ გადანახული, თქვე უდღეურებო, რატომ არ ურიგებთ გაღატაკებულ და გაძვალტყავებულ ხალხს?!- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.

სააკაშვილის შეფასებით, პირველად ისტორიაში, საქართველო რჩება ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე და ეს არის ის, რასაც მიაღწია ხელისუფლებამ „იმ დემოკრატიით, რომლითაც ევროპა უნდა განეცვიფრებინათ“.

„მე მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება, იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი არ აღწევს, ელიტური კორუფციის გამო.

ის მთლიანად ხმარდება მათ ვილებს, ხვდება მათ ანგარიშებზე უცხოეთში, რომლებიც გადანახული აქვთ შავი დღისთვის, იმიტომ, რომ ისინი ემზადებიან გასაქცევად მას შემდეგ, რაც ბოლომდე ლიმონივით გამოწურავენ საქართველოს.

როგორც იქნა, ევროკავშირმა თავის მოხსენების პროექტში ჩაწერა ელიტური კორუფციის საკითხი და უკვე ბოლო ორი კვირაა "ქართული ოცნება" ისტერიულად ლობირებს თავისი მრავალმილიონიანი ხელფასიანი ლობისტების მეშვეობით, რომ იქნებ ეს ელიტური კორუფცია ამოიღონ მოხსენების დრაფტიდან - როგორც ჩანს, ეს საკითხი ბოლომდე ჩაუფლავდათ.

ელიტური კორუფცია შევარდნაძის დროსაც კი არ ჩაუწერია ევროკავშირს მოხსენებაში - ჩემს დროზე აღარ ვსაუბრობ.

ელიტური კორუფცია ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს ივანიშვილისა და მთავრობის წევრების პირდაპირ ჩართვას ქართველი ხალხის ძარცვაში“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას.

შესაბამისად, როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია“.