მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ წყალტუბოში არსებულ სასწაულზე..." - რას წერს თინა ხიდაშელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უნიკალური აღმოჩენის შესახებ
"დღეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ წყალტუბოში არსებულ სასწაულზე..." - რას წერს თინა ხიდაშელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უნიკალური აღმოჩენის შესახებ

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის" თავ­მჯდო­მა­რე თინა ხი­და­შე­ლი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ი­ტა­ნის შემ­დეგ და­ტო­ვე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხან­გრძლი­ვი კურ­სის გავ­ლა დას­ჭირ­და, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"დღეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­გიყ­ვეთ წყალ­ტუ­ბო­ში არ­სე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ. ჩემ­და სა­მარ­ცხვი­ნოდ, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი წყალ­ტუ­ბო­ში. გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მებს ვე­ძებ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და გუ­გლ­მა წყალ­ტუ­ბო მირ­ჩია.

სა­ნამ თა­ვად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე დავ­წერ რა­მეს, პირ­ველ რიგ­ში სრუ­ლი­ად ფან­ტას­ტი­ურ, პრო­ფე­სი­ო­ნალ, უზო­მოდ გუ­ლის­ხმი­ერ და ყუ­რა­დღე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს უნდა გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა, ვინც იქ ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, ლა­მის, და­მა­ვი­წყა. მათი ყო­ვე­ლი სი­ტყვი­დან იმ­დე­ნი ოპ­ტი­მიზ­მი, იმე­დი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა მო­დი­ო­და, რომ მე­ო­რე დღეს უკვე უბ­რა­ლოდ მრცხვე­ნო­და ეტ­ლით სი­ა­რუ­ლი და ენერ­გი­ის, შე­მორ­ჩე­ნი­ლი ძა­ლე­ბის, ნერ­ვე­ბის და ყუ­რა­დღე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბით, მეც ამ ოპ­ტი­მიზ­მის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა გად­მო­მე­დო.

იცით, რომ მა­ნამ­დე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი ერთი თვით და შე­მიძ­ლია სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გი­თხრათ, რომ მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა წყალ­ტუ­ბოს ეს მშვე­ნი­ე­რი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრი. არ ვიცი, ამ წყალს მარ­თლაც აქვს უნი­კა­ლუ­რი განმკურ­ნა­ვი თვი­სე­ბე­ბი თუ არა, მაგ­რამ ამ­გვარ ეფექტს რომ ახ­დენს, ყვე­ლა სხვა პრო­ცე­დუ­რებ­თან და არ და­მე­ზა­რე­ბა ას­ჯერ გა­ვი­მე­ო­რებ სრუ­ლი­ად ფან­ტას­ტი­ურ კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად უდა­ვოა!

აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, წყალ­ტუ­ბო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ასე­თი მარ­გა­ლი­ტის ჩვენს სამ­შობ­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნით ამა­ყი დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში.

პოსტ-კო­ვიდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი, რო­მელ­საც ეს ცენ­ტრი გვთა­ვა­ზობს, ნამ­დვი­ლად ყვე­ლა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სია და თა­ნაც გერ­მა­ნი­ი­სა და სხვა ქვე­ყე­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ შე­ნი­ა­ნე­ბი დაგ­ხვდე­ბი­ან მო­სა­ფე­რებ­ლად და გა­სამ­ხნე­ვებ­ლად", - წერს თინა ხი­და­შე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
5

რახან თინიკოს რაღაც მოეწონა საქართველოში ე,ი, საქართველო გადარჩება,

ფრიდონი
1

ძალიან მიხარია თინას გამოჯამრთელობის გამო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დღეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ წყალტუბოში არსებულ სასწაულზე..." - რას წერს თინა ხიდაშელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უნიკალური აღმოჩენის შესახებ

"დღეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ წყალტუბოში არსებულ სასწაულზე..." - რას წერს თინა ხიდაშელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უნიკალური აღმოჩენის შესახებ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი, რომელსაც კორონავირუსის გადაიტანის შემდეგ დატოვებული გართულებების სამკურნალოდ, რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსის გავლა დასჭირდა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უნიკალური აღმოჩენის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"დღეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ წყალტუბოში არსებული სასწაულის შესახებ. ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად ვიყავი წყალტუბოში. გერმანიიდან დაბრუნებული რეაბილიტაციის პროგრამებს ვეძებდი საქართველოში და გუგლმა წყალტუბო მირჩია.

სანამ თავად რეაბილიტაციაზე დავწერ რამეს, პირველ რიგში სრულიად ფანტასტიურ, პროფესიონალ, უზომოდ გულისხმიერ და ყურადღებიან ადამიანებს უნდა გადავუხადო მადლობა, ვინც იქ ყოფნის განმავლობაში ჩემი მძიმე მდგომარეობა, ლამის, დამავიწყა. მათი ყოველი სიტყვიდან იმდენი ოპტიმიზმი, იმედი და თავდაჯერებულობა მოდიოდა, რომ მეორე დღეს უკვე უბრალოდ მრცხვენოდა ეტლით სიარული და ენერგიის, შემორჩენილი ძალების, ნერვების და ყურადღების სრული მობილიზებით, მეც ამ ოპტიმიზმის თავდაჯერებულობა გადმომედო.

იცით, რომ მანამდე რეაბილიტაციაზე გერმანიაში ვიყავი ერთი თვით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მას აბსოლუტურად არაფრით ჩამოუვარდება წყალტუბოს ეს მშვენიერი გამაჯანსაღებელი ცენტრი. არ ვიცი, ამ წყალს მართლაც აქვს უნიკალური განმკურნავი თვისებები თუ არა, მაგრამ ამგვარ ეფექტს რომ ახდენს, ყველა სხვა პროცედურებთან და არ დამეზარება ასჯერ გავიმეორებ სრულიად ფანტასტიურ კოლექტივთან ერთად უდავოა!

აღფრთოვანებული, წყალტუბოზე შეყვარებული და ასეთი მარგალიტის ჩვენს სამშობლოში აღმოჩენით ამაყი დავბრუნდი თბილისში.

პოსტ-კოვიდ რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც ეს ცენტრი გვთავაზობს, ნამდვილად ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისია და თანაც გერმანიისა და სხვა ქვეყენებისგან განსხვავებით, აქ შენიანები დაგხვდებიან მოსაფერებლად და გასამხნევებლად", - წერს თინა ხიდაშელი.