პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თალიბანმა" მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა, ბიჭებსა და გოგონებს კი უნივერსიტეტებში ერთად სწავლა აეკრძალათ
"თალიბანმა" მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა, ბიჭებსა და გოგონებს კი უნივერსიტეტებში ერთად სწავლა აეკრძალათ

ავ­ღა­ნე­თის ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი მა­სუდ ან­და­რა­ბი აცხა­დებს, რომ თა­ლი­ბებ­მა ქვე­ყა­ნა­ში ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი ფა­ვად ან­და­რა­ბი სას­ტი­კად მოკ­ლეს.

მი­სი­ვე თქმით, ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბაღ­და­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს.

ამას­თან, ავ­ღა­ნუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Pajhwok-ის ცნო­ბით, „თა­ლი­ბან­მა“ ყან­და­ა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში მუ­სი­კი­სა და ქა­ლე­ბის ხმე­ბის ტრანსლა­ცია აკ­რძა­ლა.

ამას­თან, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი ერ­თად აღარ ის­წავ­ლი­ან. ამის შე­სა­ხებ თა­ლი­ბე­ბის მიერ ახ­ლად და­ნიშ­ნულ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა აბ­დულ ბაკი ჰა­კან­მა გა­ნა­ცხა­და.

„გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ ერ­თად სწავ­ლას უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და გა­აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას ცალ-ცალ­კე კლა­სებ­ში, ის­ლა­მუ­რი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

მა­ნამ­დე აბ­დულ ბაკი ჰა­კან­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ლი­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია.

„მსოფ­ლიო ცდი­ლობ­და რე­ლი­გია სა­მეც­ნი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბი­დან ამო­ე­ღო, რა­მაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ხალ­ხს”, - აღ­ნიშ­ნა ჰა­კან­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
1

აუ რა ბნელი ხალხია. ამერიკა ძალიან არასწორად მოიქცა

FEOLA
0

ამათ სამოთხე გარანტირებული აქვთ))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თალიბანმა" მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა, ბიჭებსა და გოგონებს კი უნივერსიტეტებში ერთად სწავლა აეკრძალათ

"თალიბანმა" მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა, ბიჭებსა და გოგონებს კი უნივერსიტეტებში ერთად სწავლა აეკრძალათ

ავღანეთის ყოფილი შს მინისტრი მასუდ ანდარაბი აცხადებს, რომ თალიბებმა ქვეყანაში ცნობილი მუსიკოსი ფავად ანდარაბი სასტიკად მოკლეს.

მისივე თქმით, ხალხური სიმღერების შემსრულებელი ბაღდადის პროვინციაში, საკუთარი სახლიდან გამოიყვანეს და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ამასთან, ავღანური საინფორმაციო სააგენტო Pajhwok-ის ცნობით, „თალიბანმა“ ყანდაარის პროვინციაში მუსიკისა და ქალების ხმების ტრანსლაცია აკრძალა.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავღანეთის უნივერსიტეტებში ბიჭები და გოგონები ერთად აღარ ისწავლიან. ამის შესახებ თალიბების მიერ ახლად დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა.

„გოგონები და ბიჭები ვეღარ შეძლებენ ერთად სწავლას უნივერსიტეტებში და გააგრძელებენ სწავლას ცალ-ცალკე კლასებში, ისლამური კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

მანამდე აბდულ ბაკი ჰაკანმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაფუძნებული განათლების სისტემა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რელიგიური განათლების უგულვებელყოფა ადამიანებისთვის ზიანის მომტანია.

„მსოფლიო ცდილობდა რელიგია სამეცნიერო განათლებიდან ამოეღო, რამაც ზიანი მიაყენა ხალხს”, - აღნიშნა ჰაკანმა.