სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დასაწყისია... ამბობენ, რომ ამის უკან ISIS დგას, რომელიც "თალიბანის" რბილი ქმედებებით უკმაყოფილოა" - რას ჰყვება ავღანელი აეროპორტის ტერაქტზე
"ეს დასაწყისია... ამბობენ, რომ ამის უკან ISIS დგას, რომელიც "თალიბანის" რბილი ქმედებებით უკმაყოფილოა" - რას ჰყვება ავღანელი აეროპორტის ტერაქტზე

26 აგ­ვის­ტოს ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა ორ­ჯერ გა­ის­მა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია 90 -მდე ადა­მი­ა­ნი, და­შა­ვე­ბუ­ლია 150-ზე მეტი. BBC-მ "თა­ლი­ბა­ნის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, ასე­ვე და­შავ­დნენ "თა­ლი­ბა­ნის“ დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პენ­ტა­გო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლია ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს შო­რი­საც: და­ღუ­პუ­ლია 13 სამ­ხედ­რო, და­შა­ვე­ბუ­ლია - 18.

"აე­რო­პორ­ტის აფეთ­ქე­ბას სი­ნამ­დვი­ლე­ში 300-მდე ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. არა­და, 60-ს ამ­ბო­ბენ, გუ­შინ 13 თქვეს. მას შემ­დეგ, რაც აე­რო­პორ­ტში თავ­შეყ­რილ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­რე, მივ­ხვდი, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რად მეტი იყო... ამ­ბო­ბენ, რომ ამის უკან ISIS იდგა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის უკ­მა­ყო­ფი­ლოა "თა­ლი­ბა­ნის" შე­და­რე­ბით რბი­ლი პო­ლი­ტი­კით... ეს და­სა­წყი­სია. აე­რო­პორ­ტი პირ­ვე­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი წინ არის.

"თა­ლი­ბე­ბიც" არ შე­ჩერ­დე­ბი­ან და არც მშვი­დო­ბა იქ­ნე­ბა. ერთ დღე­ში ქა­ბუ­ლი 2001 წლამ­დელს და­ამ­სგავ­სეს. ქუ­ჩა­ში ის­მის სრო­ლე­ბის და როზ­გის ხმა. რად­გან ეს თემა ახა­ლია, აქ უამ­რა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტია, ამის იმე­დად ბე­და­ვენ ქა­ლე­ბი ლა­პა­რაკს, მაგ­რამ მალე ისი­ნი წავ­ლენ და "თა­ლი­ბა­ნიც" ძვე­ლე­ბუ­რად შე­უდ­გე­ბა მათ გა­ჩუ­მე­ბას - როზ­გით და ტყვი­ით" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ავ­ღა­ნე­ლი აბ­დულ სამი.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც კი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ი­გო, მა­შინ­ვე მიხ­ვდა, რომ ეს აე­რო­პორ­ტში იქ­ნე­ბო­და.

- და­ღუ­პულ­თა შო­რის უმე­ტე­სო­ბა ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი არი­ან... ჩემი მე­გო­ბა­რი მიყ­ვე­ბო­და, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ახ­ლდა და და­ი­ნა­ხა, ნა­კუ­წე­ბად ქცე­უ­ლი ქა­ლი­სა და ბავ­შვის ცხედ­რე­ბი... რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვე­სა­უბ­რე ჩემს ახ­ლო­ბელ აქ­ტი­ვისტ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ოჯახ­თან ერ­თად აპი­რებ­და წას­ვლას და ვიდ­რე სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­და, თა­ლი­ბე­ბი უკვე ქა­ლაქ­ში შე­მო­ვიდ­ნენ.

ბოლო სა­უბ­რი­სას მი­თხრა, რომ სამ­შვი­დო­ბოს გა­ას­წრო. ვი­ფიქ­რე, რომ აე­რო­პორ­ტში იქ­ნე­ბო­და. ეს დღე­ე­ბი ისე გა­დის, დენი არ გვაქვს. სა­ღა­მოს ლამ­ფის შუქს ვან­თებთ. ზოგი "თა­ლი­ბებს" ემა­ლე­ბა და იმა­საც არ ან­თებს. შე­სა­ბა­მი­სად, არც ინ­ტერ­ნე­ტია და ვერ­სად ვრე­კავთ. "თა­ლი­ბებ­მა" გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და­ა­ზი­ა­ნეს. ამი­ტომ ვერ და­ვუ­კავ­შირ­დი. არ ვიცი, ცო­ცხა­ლია თუ არა, აე­რო­პორ­ტის­კენ წას­ვლის უფ­ლე­ბა არ მაქვს, ყველ­გან "თა­ლი­ბე­ბი" დგა­ნან და ყვე­ლას ჩხრე­კენ და ამოწ­მე­ბენ. ის­მის სრო­ლე­ბი. ერ­თა­დერ­თი რაც შევ­ძე­ლი, ქა­ბუ­ლი დავ­ტო­ვე.

ყვე­ლა­ფერს შე­ვეჩ­ვი­ეთ. ამ ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აფეთ­ქე­ბე­ბი მუ­დამ ხდე­ბო­და და ვნატ­რობ­დით, ისე­თი დღე ოდეს­მე გა­თე­ნე­ბუ­ლი­ყო, ტე­რაქ­ტი­სა და თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გაგ­ვე­გო. ახლა იმ მშვიდ წლებს ვნატ­რობთ, რო­დე­საც თავს და­ცუ­ლად ვგრძნობ­დით.

- გაქვთ იმე­დი, რომ რამე შე­იც­ვლე­ბა?

- არა, ახლა არაფ­რის იმე­დი არ მაქვს... ახლა ყვე­ლა­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი არი­ან. ქა­ლე­ბის მცი­რე ნა­წილს ჩად­რე­ბით მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა დარ­თეს, რაც ძა­ლი­ან დიდი შე­ღა­ვა­თია, მაგ­რამ ეს ჯერ­ჯე­რო­ბით... ხვალ მა­თაც შინ დარ­ჩე­ნა მო­უ­წევთ. მე­ჩე­თებ­ში უკვე გა­მო­ა­ცხა­დეს, ქალი, რო­მე­ლიც ჩად­რის გა­რე­შე გა­რეთ გა­მო­ვა, გა­ი­როზ­გე­ბა, ან მას სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­ა­ნო. ასე­ვე, გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ აკ­რძა­ლეს მუ­სი­კა. ბავ­შვებს მო­მა­ვა­ლი არ აქვთ, რად­გან ტე­რაქ­ტე­ბი, ლო­კა­ლუ­რი შე­ტა­კე­ბე­ბი და შე­ტე­ვე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
emigranti
5

მსოფლიო ხომ უყურებს ამ საცოდაობებს არ რცხვენიატ???? გასულ წლებში კიდევ ზღვაში ჩაახვრჩენ ამდენი ხალხი დიდი და პატარა. მარტო საქართველოზე აქვტ დიდი გული????

გიო
7

მომავალი დღევანდელ დაკორონავებულ მსოფლიოში კაცობრიობას საერთოდ აღარ აქვს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ეს დასაწყისია... ამბობენ, რომ ამის უკან ISIS დგას, რომელიც "თალიბანის" რბილი ქმედებებით უკმაყოფილოა" - რას ჰყვება ავღანელი აეროპორტის ტერაქტზე

"ეს დასაწყისია... ამბობენ, რომ ამის უკან ISIS დგას, რომელიც "თალიბანის" რბილი ქმედებებით უკმაყოფილოა" - რას ჰყვება ავღანელი აეროპორტის ტერაქტზე

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში ძლიერი აფეთქების ხმა ორჯერ გაისმა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 90 -მდე ადამიანი, დაშავებულია 150-ზე მეტი. BBC-მ "თალიბანის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები, ასევე დაშავდნენ "თალიბანის“ დაცვის წარმომადგენლები. პენტაგონის ინფორმაციით, მსხვერპლია ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შორისაც: დაღუპულია 13 სამხედრო, დაშავებულია - 18.

"აეროპორტის აფეთქებას სინამდვილეში 300-მდე ადამიანი შეეწირა. არადა, 60-ს ამბობენ, გუშინ 13 თქვეს. მას შემდეგ, რაც აეროპორტში თავშეყრილ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, მივხვდი, რომ სინამდვილეში ბევრად მეტი იყო... ამბობენ, რომ ამის უკან ISIS იდგა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის უკმაყოფილოა "თალიბანის" შედარებით რბილი პოლიტიკით... ეს დასაწყისია. აეროპორტი პირველი იყო. ყველაფერი წინ არის.

"თალიბებიც" არ შეჩერდებიან და არც მშვიდობა იქნება. ერთ დღეში ქაბული 2001 წლამდელს დაამსგავსეს. ქუჩაში ისმის სროლების და როზგის ხმა. რადგან ეს თემა ახალია, აქ უამრავი ჟურნალისტია, ამის იმედად ბედავენ ქალები ლაპარაკს, მაგრამ მალე ისინი წავლენ და "თალიბანიც" ძველებურად შეუდგება მათ გაჩუმებას - როზგით და ტყვიით" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ავღანელი აბდულ სამი.

მისივე თქმით, როგორც კი აფეთქების ხმა გაიგო, მაშინვე მიხვდა, რომ ეს აეროპორტში იქნებოდა.

- დაღუპულთა შორის უმეტესობა ბავშვები და ქალები არიან... ჩემი მეგობარი მიყვებოდა, სამედიცინო დახმარების ბრიგადას ახლდა და დაინახა, ნაკუწებად ქცეული ქალისა და ბავშვის ცხედრები... რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ჩემს ახლობელ აქტივისტ გოგონას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა. ოჯახთან ერთად აპირებდა წასვლას და ვიდრე სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, თალიბები უკვე ქალაქში შემოვიდნენ.

ბოლო საუბრისას მითხრა, რომ სამშვიდობოს გაასწრო. ვიფიქრე, რომ აეროპორტში იქნებოდა. ეს დღეები ისე გადის, დენი არ გვაქვს. საღამოს ლამფის შუქს ვანთებთ. ზოგი "თალიბებს" ემალება და იმასაც არ ანთებს. შესაბამისად, არც ინტერნეტია და ვერსად ვრეკავთ. "თალიბებმა" გადამცემი ხაზები დააზიანეს. ამიტომ ვერ დავუკავშირდი. არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, აეროპორტისკენ წასვლის უფლება არ მაქვს, ყველგან "თალიბები" დგანან და ყველას ჩხრეკენ და ამოწმებენ. ისმის სროლები. ერთადერთი რაც შევძელი, ქაბული დავტოვე.

ყველაფერს შევეჩვიეთ. ამ ოცი წლის განმავლობაში, აფეთქებები მუდამ ხდებოდა და ვნატრობდით, ისეთი დღე ოდესმე გათენებულიყო, ტერაქტისა და თავდასხმის შესახებ არაფერი გაგვეგო. ახლა იმ მშვიდ წლებს ვნატრობთ, როდესაც თავს დაცულად ვგრძნობდით.

- გაქვთ იმედი, რომ რამე შეიცვლება?

- არა, ახლა არაფრის იმედი არ მაქვს... ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ქალები და ბავშვები არიან. ქალების მცირე ნაწილს ჩადრებით მუშაობის უფლება დართეს, რაც ძალიან დიდი შეღავათია, მაგრამ ეს ჯერჯერობით... ხვალ მათაც შინ დარჩენა მოუწევთ. მეჩეთებში უკვე გამოაცხადეს, ქალი, რომელიც ჩადრის გარეშე გარეთ გამოვა, გაიროზგება, ან მას სიკვდილით დასჯიანო. ასევე, გამოაცხადეს, რომ აკრძალეს მუსიკა. ბავშვებს მომავალი არ აქვთ, რადგან ტერაქტები, ლოკალური შეტაკებები და შეტევები გაგრძელდება.