მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედანზე ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო
ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედანზე ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყო, რო­მე­ლიც ავ­ტო­ბუ­სებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის გან­თავ­სე­ბას გუ­ლის­ხმობს. რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მსგავ­სი ცენ­ტრე­ბი გან­თავ­სდე­ბა ვარ­კე­თილ­ში, გლ­დან­ში და სად­გუ­რის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ერ­თო ჯამ­ში და­გეგ­მი­ლია 10 ავ­ტო­ბუ­სის გან­თავ­სე­ბა.

„დღეს ჩვენ და­ვი­წყეთ ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ავ­ტო­ბუ­სებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის გან­თავ­სე­ბას. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა გახ­ლავთ უკვე, ევ­რო­პა­ში მრა­ვა­ლი დაბ­რენ­დი­ლი ავ­ტო­ბუ­სია, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბას იღე­ბენ და მათ­თვის კუთ­ვნი­ლი ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ თბი­ლის­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე დაგ­ვე­წყო 3 ავ­ტო­ბუ­სით, ამის­თვის გა­მოვ­კვე­თეთ ის რა­ი­ო­ნე­ბი, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პუნ­ქტებ­ზე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა იყო. მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ვარ­კე­თილ­ში, გლ­დან­ში და სად­გუ­რის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვა­თავ­სებთ 3 ავ­ტო­ბუსს. ჯამ­ში და­გეგ­მი­ლია 10 ავ­ტო­ბუ­სის გან­თავ­სე­ბა, ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან დაბ­რენ­დი­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე მი­ი­ღებს ყვე­ლა იმ სა­ჭი­რო, უსაფრ­თხო მომ­სა­ხუ­რე­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც ის კლი­ნი­კა­სა და პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში მი­ი­ღებ­და. იქ­ნე­ბა რე­გის­ტრა­ცია, რო­მე­ლიც პორ­ტალ­ზე ონ­ლა­ინ აი­სა­ხე­ბა, შემ­დეგ მო­ქალ­ქე აირ­ჩევს თა­ვის კუთ­ვნილ ვაქ­ცი­ნას, რო­მელ­ზეც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას ად­გილ­ზე­ვე გა­ე­წე­ვა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dea
0

საავადმყოფოებში გიკვდებათ პაციენტები ავტობუსები ხო სამოთხე გახდება

 

ქომაგი
0

მხოლოდ იმიტომ ავიცერი, რომ საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრების პრობლემა არ შემქმნოდა. თუ იცით ვინმემ, შესაძლებელია, რომ უკან გამოვიცრა???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედანზე ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო

ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედანზე ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ცენტრები განთავსდება ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე.

მისი განმარტებით, საერთო ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას. ეს საერთაშორისო პრაქტიკა გახლავთ უკვე, ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები მომსახურებას იღებენ და მათთვის კუთვნილი ვაქცინა ხელმისაწვდომია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში, პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით, ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ვაქცინაციის პუნქტებზე ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე განვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა იმ საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის კლინიკასა და პოლიკლინიკაში მიიღებდა. იქნება რეგისტრაცია, რომელიც პორტალზე ონლაინ აისახება, შემდეგ მოქალქე აირჩევს თავის კუთვნილ ვაქცინას, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა ტიკარაძემ.