საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ არ ხართ "ოცნების" წარმომადგენელი, გამოდით და გვითხარით - გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები და რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით" - ვაშაძე გამყრელიძეს
"თქვენ არ ხართ "ოცნების" წარმომადგენელი, გამოდით და გვითხარით - გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები და რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით" - ვაშაძე გამყრელიძეს

„სტარ­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორს მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ მას­ზეა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თქვას, სა­ჭი­როა თუ არა ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა და უქ­მნის თუ არა პრობ­ლე­მას სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას.

ამას­თან, რო­გორც ვა­შა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბე­ბი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

„ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­შია და ხალ­ხს ეში­ნია კო­ვიდ­პან­დე­მი­ის იმი­ტომ, რომ სის­ტე­მა არ იმარ­თე­ბა ისე, რო­გორც უნდა იმარ­თე­ბო­დეს. ამ ფონ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­საც გუ­შინ და დღეს ვის­მენთ, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო. რამ­დე­ნად უპ­რინ­ცი­პო უნდა იყო ადა­მი­ა­ნი, რომ კვლავ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებ კო­ვიდ­პან­დე­მი­ა­საც. ჩვენ ყო­ველ­თვის რბი­ლად ვსა­უბ­რობ­დით არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათი მი­ზა­ნი კი არის, რომ კვლავ აჩ­ვე­ნონ, რომ ქვე­ყა­ნა ორ­პო­ლუ­სი­ა­ნია, თქვან, რომ ყვე­ლა ერთი პარ­ტი­აა, მათ შო­რის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და რომ პარ­ტი­ებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ არის. ნუთუ არ გრცხვე­ნი­ათ? ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა, თქვე­ნი სტან­დარ­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გია, რომ ყვე­ლა პარ­ტია ერთი პარ­ტი­აა და ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არის ერთი პარ­ტი­ი­დან ნათ­ქვა­მი, ეს მო­ი­შო­რეთ. რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ეს უბე­დუ­რე­ბა. ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს ქვე­ყა­ნა­ში. უბ­ნებ­ში სიკ­ვდი­ლის სუნი ტრი­ა­ლებს. თქვენ კი ამ ფონ­ზე ამ სი­ბინ­ძუ­რეს მი­მარ­თავთ.

მინ­და მივ­მარ­თო ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს, ჩვენ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ არ მო­ვის­მენთ რამე ისეთს, რაც ქვეყ­ნის­თვის იქ­ნე­ბა სა­სი­კე­თო. თქვენ არ ხართ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის თქვენ­ზე. არა მი­ნიშ­ნე­ბე­ბით, რო­გორც გუ­შინ თქვით, რომ ფიქ­რობთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბაა სა­ჭი­რო, არა­მედ გა­მო­დით და გვი­თხა­რით - გა­სამ­კაც­რე­ბე­ლია თუ არა ქვე­ყა­ნა­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რათა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ცე­მის ჯაჭ­ვი შე­წყდეს და მე­ო­რე, რას ფიქ­რობთ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უქ­მნის თუ არა პრობ­ლე­მას ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი. ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაქვთ თქვენ და გთხოვთ, ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნუ გა­ექ­ცე­ვით“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
15

ოცნების მუშკეტერები არიან ეგენი, აბა რა არიან, ნამუსი აღარ შერჩათ საერთოდ!!!

ავთო
0

როგორ ეშინიათ არჩევნების.ოცნებას ეს რომ ეთქვა ერთ ამბავს ატეხდნენ-ხელისუფლებას იხანგრძლივებენო

 

ავტორი:

"თქვენ არ ხართ "ოცნების" წარმომადგენელი, გამოდით და გვითხარით - გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები და რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით" - ვაშაძე გამყრელიძეს

"თქვენ არ ხართ "ოცნების" წარმომადგენელი, გამოდით და გვითხარით - გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები და რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით" - ვაშაძე გამყრელიძეს

„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართავს და აცხადებს, რომ მასზეა პასუხისმგებლობა თქვას, საჭიროა თუ არა ქვეყანაში კოვიდრეგულაციების გამკაცრება და უქმნის თუ არა პრობლემას საარჩევნო პროცესი ადამიანების ჯანმრთელობას.

ამასთან, როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე „ქართული ოცნების“ განცხადებები უპასუხისმგებლობაა.

„ჯანდაცვის სისტემა უმძიმეს ვითარებაშია და ხალხს ეშინია კოვიდპანდემიის იმიტომ, რომ სისტემა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს. ამ ფონზე „ქართული ოცნების“ განცხადებები, რასაც გუშინ და დღეს ვისმენთ, არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. რამდენად უპრინციპო უნდა იყო ადამიანი, რომ კვლავ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ კოვიდპანდემიასაც. ჩვენ ყოველთვის რბილად ვსაუბრობდით არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, მათი მიზანი კი არის, რომ კვლავ აჩვენონ, რომ ქვეყანა ორპოლუსიანია, თქვან, რომ ყველა ერთი პარტიაა, მათ შორის სახალხო დამცველი და რომ პარტიებსა და პოლიტიკოსებს შორის განსხვავება არ არის. ნუთუ არ გრცხვენიათ? ამ ვითარებაში, როდესაც ამდენი ადამიანი კვდება, თქვენი სტანდარტული პოლიტიკური სტრატეგია, რომ ყველა პარტია ერთი პარტიაა და ყველა განსხვავებული აზრი არის ერთი პარტიიდან ნათქვამი, ეს მოიშორეთ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება. ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში. უბნებში სიკვდილის სუნი ტრიალებს. თქვენ კი ამ ფონზე ამ სიბინძურეს მიმართავთ.

მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ არ მოვისმენთ რამე ისეთს, რაც ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის თქვენზე. არა მინიშნებებით, როგორც გუშინ თქვით, რომ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო, არამედ გამოდით და გვითხარით - გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები, რათა ქვეყანაში გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს და მეორე, რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით, უქმნის თუ არა პრობლემას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საარჩევნო პროცესი. ამაზე პასუხისმგებლობა გაქვთ თქვენ და გთხოვთ, ამ პასუხისმგებლობას ნუ გაექცევით“,- განაცხადა ვაშაძემ.