პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს მასშტაბური შეთანხმება ყაზახეთის მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
BTU-ს მასშტაბური შეთანხმება ყაზახეთის მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი ყა­ზა­ხე­თის მთავ­რო­ბის წევ­რებ­სა და ას­ტა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა, რომ­ლის შე­დე­გად, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა BTU-სა და ყა­ზა­ხე­თის უმ­სხვი­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­ი­ცავს ერ­თობ­ლივ პროგ­რა­მებ­სა და პრო­ექ­ტებს ყა­ზა­ხეთ­ში და რე­გი­ონ­ში, ინო­ვა­ცი­ე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ტუ­რიზ­მის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, BTU-ს მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, უმაღ­ლე­სი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი და ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი და BTU-ს სხვა პარტნი­ო­რე­ბი, ერ­თობ­ლი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით, სა­ექ­სპერ­ტო და სა­კონ­სულ­ტა­ციო, სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო და სატ­რე­ნინ­გო და სხვა საქ­მი­ა­ნო­ბებს.

ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას, ყა­ზა­ხე­თის ვიცე პრე­მი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი და მთავ­რო­ბის სხვა წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, პარტნი­ო­რე­ბი ინი­ცი­რე­ბას გა­უ­კე­თე­ბენ რე­გი­ო­ნა­ლურ და გლო­ბა­ლურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ინო­ვა­ცი­ე­ბის ტრანსფერს, მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას და სხვა.

ას­ტა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2018 წელს და­ფუძნ­და, რო­გორც ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კომ­პლექ­სის "ას­ტა­ნას’’ წევ­რი ერ­თე­უ­ლი. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 7 კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, 5 სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრი და ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა და მკვლე­ვარ­თა მო­ზიდ­ვის პროგ­რა­მა "მეც­ნი­ე­რე­ბა, ბიზ­ნე­სი, წარ­მო­ე­ბა’’ და სხვა.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის არე­ა­ლი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ხილ­ვა, ერთი წლის წინ, ყა­ზა­ხეთ­ში BTU-ს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში წა­რი­მარ­თა. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ყა­ზა­ხუ­რი მხა­რე გეგ­მავს ინო­ვა­ცი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რას, გლო­ბა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას და სა­მეც­ნი­ე­რო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

BTU-ს მასშტაბური შეთანხმება ყაზახეთის მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

BTU-ს მასშტაბური შეთანხმება ყაზახეთის მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბატიაშვილი ყაზახეთის მთავრობის წევრებსა და ასტანას საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება BTU-სა და ყაზახეთის უმსხვილესი საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობის შესახებ. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ პროგრამებსა და პროექტებს ყაზახეთში და რეგიონში, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ტურიზმის და სხვა მიმართულებით, BTU-ს მსხვილი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ტექნოლოგიური კომპანიები, უმაღლესი რეიტინგის მქონე სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და ინსტიტუციები და BTU-ს სხვა პარტნიორები, ერთობლივად განახორციელებენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევით, საექსპერტო და საკონსულტაციო, სასერტიფიკატო და სატრენინგო და სხვა საქმიანობებს.

ინსტიტუციური თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ გამართულ შეხვედრას, ყაზახეთის ვიცე პრემიერი, განათლების მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორები ინიცირებას გაუკეთებენ რეგიონალურ და გლობალურ თანამშრომლობას, ინოვაციების ტრანსფერს, მეცნიერების კომერციალიზაციას, ინვესტიციების მოზიდვას და სხვა.

ასტანას საერთაშორისო უნივერსიტეტი 2018 წელს დაფუძნდა, როგორც ნურსულთან ნაზარბაევის საერთაშორისო სამეცნიერო კომპლექსის ,,ასტანას’’ წევრი ერთეული. მის შემადგენლობაში 7 კვლევითი ინსტიტუტი, 5 სამეცნიერო ცენტრი და ლაბორატორიებია. უნივერსიტეტის პროექტებს შორის გამორჩეულია ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა მოზიდვის პროგრამა ,,მეცნიერება, ბიზნესი, წარმოება’’ და სხვა.

თანამშრომლობის არეალისა და პოტენციალის განხილვა, ერთი წლის წინ, ყაზახეთში BTU-ს მიერ განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში წარიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ყაზახური მხარე გეგმავს ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერას, გლობალური საერთაშორისო პროექტების შემუშავებას და სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესებას.

(R)