სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის დიდი ხანია ცდილობს, რომ ქართველი ბიზნესმენები აფხაზურ ეკონომიკაში შემოიყვანოს..." - ვინ და რატომ გეგმავს ანქვაბის წინააღმდეგ "მასირებულ შეტევას"?
"ის დიდი ხანია ცდილობს, რომ ქართველი ბიზნესმენები აფხაზურ ეკონომიკაში შემოიყვანოს..." - ვინ და რატომ გეგმავს ანქვაბის წინააღმდეგ "მასირებულ შეტევას"?

ბოლო დღე­ებ­ში ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, "სა­ეჭ­ვო პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გამო", რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცია ამ­ბობს, "მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა იგეგ­მე­ბა". ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, საქ­მე "პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მამ­დე" უნდა მი­ვი­დეს, რად­გან რამ­დე­ნი­მეხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ის ისე­თი პო­ზი­ცი­ე­ბით გა­მოჩ­ნდა, რომ უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი და­ტო­ვა...

"რო­დე­საც ან­ქვაბს ჰკი­თხეს, თუ რო­გორ აპი­რებს პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლას მხო­ლოდ სომ­ბო­ლუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ძალ­ზე შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბით, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მხო­ლოდ ქარ­თულ მხა­რეს გა­დაყ­ვა­ნა­შია, ის პა­სუ­ხობს, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხი დგას, პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია..." - წერს სო­ხუ­მე­ლი ილია ბუთ­ბა.

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "აი­ტა­ი­რა" ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ რომ აფხა­ზეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი უკვე შა­კა­რაა.

"ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი და ას­ლან ბჟა­ნია შემ­ცვლელს ეძე­ბენ, იმავდრო­უ­ლად, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ... გა­მოც­დი­ლე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რომ რეს­პუბ­ლი­კა­ში ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია არ არ­სე­ბობს. ოპო­ზი­ცია ვერც გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ვა­ხერ­ხებთ, რად­გან ვინც ხმას ამო­ი­ღებს, შემ­დეგ, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდში საქმდე­ბა და ჩუმ­დე­ბა..." - აცხა­დე­ბენ პარ­ტი­ა­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ან­ქვა­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბე­ბი კო­ვიდ-პან­დე­მი­ის გამ­წვა­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

"ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დმა გა­ნა­ცხა­და, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი აპა­რა­ტის აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ახ­ლის ყიდ­ვა კი, ძვი­რი ღირს, "თუმ­ცა, მღელ­ვა­რე­ბის მი­ზე­ზი მა­ინც არ აქვთ, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვის გამო, ქარ­თუ­ლი მხა­რე ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მზად არის, აფხა­ზე­თი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­ი­ღოს" - წერს მე­დია.

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი იზი­და ჭა­ნია ekhokavkaza.com-ზე წერს, რომ რე­გი­ონ­ში გამ­წვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ან­ქვაბს აწევს კი­სერ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნერ­ვი­უ­ლო აქვს, მაგ­რამ ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ ეტყო­ბა.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლის თქმით, ახლა ან­ქვა­ბის გარ­შე­მო ამ­ბე­ბის ატეხ­ვის მი­ზე­ზი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რომ­ლის თა­ნახ­მად ან­ქვა­ბის გუნ­დი ქარ­თველ ინ­ვეს­ტო­რებ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ა­შია შემ­ჩნე­უ­ლი.

"ის დიდი ხა­ნია ცდი­ლობს, რო­გორ­მე შე­მო­იყ­ვა­ნოს ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი აფხა­ზურ ეკო­ნო­მი­კა­ში. ეს ეხე­ბა ტუ­რიზ­მის სფე­როს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­მელ­შიც რუ­სე­თი ამ­დე­ნი წე­ლია თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობს.

აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლი ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის პო­ლი­ტი­კას, ქარ­თულ მხა­რეს­თან და­ახ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ, გა­უ­მარ­თლე­ბელს უწო­დებს, "ვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რე არ და­ლაგ­დე­ბა". სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ახლა რე­გი­ონ­ში იმ­დე­ნად მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, რომ თუ ვინ­მე სა­მუ­შაო ად­გი­ლებს გა­ა­ჩენს, ამას მხო­ლოდ მი­ე­სელ­მე­ბი­ან.

"რა­ტომ არის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ან­ქვა­ბის პო­ლი­ტია, ის ქარ­თვე­ლე­ბი ბიზ­ნესს აქ გახ­სნი­ან და ხალ­ხს და­ა­საქ­მე­ბენ, მთვა­რე­ზე ხომ არ წა­ი­ღე­ბენ. ამ 5 მა­ნე­თი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ყვე­ლა­ფერ­ში სკან­და­ლი რო­გორ უნდა და­ი­ნა­ხოთ. რუ­სე­ბი და სომ­ხე­ბი რომ 10 რუბ­ლად გვა­მუ­შა­ვე­ბენ, ის პატ­რი­ო­ტუ­ლია და ქარ­თვე­ლი თუ 20 რუბლს გა­და­იხ­დის, მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ?" - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ზაურ ჭა­ნია.

"ერთი შე­ხედ­ვით, პრე­მი­ე­რის ფი­გუ­რა სიმ­ბო­ლუ­რია, მას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, არც მთავ­რო­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბის უფ­ლე­ბა შე­უძ­ლია, მაგ­რამ "რკი­ნის ალი­კა" ხომ ის კად­რია, ვი­საც პო­ლი­ტი­კო­სებ­თა­ნაც ეთ­ქმის სი­ტყვა, "ქურ­დებ­თა­ნაც", ოპო­ზი­ცი­ას­თან და იმ ქარ­თვე­ლებ­თა­ნაც, ვი­საც ერთ დროს მტერს ეძახ­და, ახლა კი, ისი­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი გახ­დნენ და ან­ქვაბ­მა მათ­თან სა­ერ­თო ენაც იპო­ვა. გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ძველ, ომამ­დელ მე­გობ­რო­ბა­საც იხ­სე­ნებს და მათ დახ­მა­რე­ბას აწე­წი­ლი ეკო­ნო­მი­კის და­სა­ლა­გებ­ლა­დაც იყე­ნებს...

რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ­თვის აქვს არ­გუ­მენ­ტი, მის სი­ტყვას­თან, რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის სი­ტყვა რა მო­სა­ტა­ნია. რო­მე­ლი­მე კა­მა­თი­დან რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ან­ქვა­ბის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებ­და. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია - "რკი­ნის ალი­კას" სა­ცე­ცე­ბი. რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო, მა­ში­ნაც ჰქონ­და გავ­ლე­ნე­ბი, ახლა მით უმე­ტეს. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ ან­ქვა­ბია სა­ხელ­მწი­ფო, და­ნარ­ჩე­ნე­ბი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, ოპო­ზი­ცია, ვე­ტე­რა­ნე­ბი, უბ­რა­ლოდ მის გარ­შე­მო არი­ან შე­მოკ­რე­ბი­ლი..." - წერს აფხა­ზი ბლო­გე­რი მი­რან­და აგირ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეგ ვერ კარგი ამბავი
2

ციტატა სტატიიდან: " პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "აი­ტა­ი­რა" ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ რომ აფხა­ზეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი უკვე შა­კა­რაა." 

სალომე
4

ქართველებს სად აქვთ სადმე ჩასადები ფული?რა ბიზნეს ურთიერთობები?ერთადერთი საქართველოს იურიდიქცია თუ აღდგა,აფხაზეთში ბევრი უცხოური ინვესტიცია შევა,ქალაქები გალამაზდება და ტურისტების რიცხვი მოიმატებს იმ გადამწვარ სახლებს ისევ აღადგენენ ქართველები,მეტი ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ის დიდი ხანია ცდილობს, რომ ქართველი ბიზნესმენები აფხაზურ ეკონომიკაში შემოიყვანოს..." - ვინ და რატომ გეგმავს ანქვაბის წინააღმდეგ "მასირებულ შეტევას"?

"ის დიდი ხანია ცდილობს, რომ ქართველი ბიზნესმენები აფხაზურ ეკონომიკაში შემოიყვანოს..." - ვინ და რატომ გეგმავს ანქვაბის წინააღმდეგ "მასირებულ შეტევას"?

ბოლო დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ, "საეჭვო პოლიტიკური ნაბიჯების გამო", როგორც ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, "მასირებული შეტევა იგეგმება". ადგილობრივების თქმით, საქმე "პრემიერის გადადგომამდე" უნდა მივიდეს, რადგან რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, ის ისეთი პოზიციებით გამოჩნდა, რომ უამრავი კითხვის ნიშანი დატოვა...

"როდესაც ანქვაბს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს პანდემიასთან ბრძოლას მხოლოდ სომბოლური რეგულაციების ფონზე, ძალზე შეზღუდული რესურსებით, იმ პირობებში, როდესაც მძიმე პაციენტების გადარჩენის შანსი მხოლოდ ქართულ მხარეს გადაყვანაშია, ის პასუხობს, რომ როდესაც ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია..." - წერს სოხუმელი ილია ბუთბა.

პოლიტიკური პარტია "აიტაირა" ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ რომ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი უკვე შაკარაა.

"ალექსანდრე ანქვაბი და ასლან ბჟანია შემცვლელს ეძებენ, იმავდროულად, ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებში ფაქტობრივად, ვერ მონაწილეობენ... გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რესპუბლიკაში ჯანსაღი კონკურენცია არ არსებობს. ოპოზიცია ვერც გაერთიანებას ვახერხებთ, რადგან ვინც ხმას ამოიღებს, შემდეგ, სახელისუფლებო გუნდში საქმდება და ჩუმდება..." - აცხადებენ პარტიაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ანქვაბის მიმართ ნეგატიური განწყობები კოვიდ-პანდემიის გამწვავებამ გამოიწვია.

"ანქვაბი-ბჟანიას გუნდმა განაცხადა, რომ რეგიონში არსებული ერთადერთი ტომოგრაფიული აპარატის აღდგენა შეუძლებელია, ახლის ყიდვა კი, ძვირი ღირს, "თუმცა, მღელვარების მიზეზი მაინც არ აქვთ, რადგან პოლიტიკური მოტივის გამო, ქართული მხარე ნებისმიერ შემთხვევაში მზად არის, აფხაზეთიდან პაციენტები მიიღოს" - წერს მედია.

აფხაზი ჟურნალისტი და ბლოგერი იზიდა ჭანია ekhokavkaza.com-ზე წერს, რომ რეგიონში გამწვავებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ანქვაბს აწევს კისერზე. შესაბამისად, სანერვიულო აქვს, მაგრამ ნერვიულობა არ ეტყობა.

აფხაზი ინტერნეტმომხარებლის თქმით, ახლა ანქვაბის გარშემო ამბების ატეხვის მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად ანქვაბის გუნდი ქართველ ინვესტორებთან ახლო ურთიერთობააშია შემჩნეული.

"ის დიდი ხანია ცდილობს, როგორმე შემოიყვანოს ქართველი ბიზნესმენები აფხაზურ ეკონომიკაში. ეს ეხება ტურიზმის სფეროს, სოფლის მეურნეობას, უძრავი ქონების მიმართულებას, რომელშიც რუსეთი ამდენი წელია თავის დამკვიდრებას ცდილობს.

აფხაზების ნაწილი ალექსანდრე ანქვაბის პოლიტიკას, ქართულ მხარესთან დაახლოების შესახებ, გაუმართლებელს უწოდებს, "ვიდრე პოლიტიკური მხარე არ დალაგდება". სხვები მიიჩნევენ, რომ ახლა რეგიონში იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ თუ ვინმე სამუშაო ადგილებს გააჩენს, ამას მხოლოდ მიესელმებიან.

"რატომ არის მოღალატეობრივი ანქვაბის პოლიტია, ის ქართველები ბიზნესს აქ გახსნიან და ხალხს დაასაქმებენ, მთვარეზე ხომ არ წაიღებენ. ამ 5 მანეთიანმა ჟურნალისტებმა ყველაფერში სკანდალი როგორ უნდა დაინახოთ. რუსები და სომხები რომ 10 რუბლად გვამუშავებენ, ის პატრიოტულია და ქართველი თუ 20 რუბლს გადაიხდის, მოღალატეობრივი ?" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ზაურ ჭანია.

"ერთი შეხედვით, პრემიერის ფიგურა სიმბოლურია, მას გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, არც მთავრობის დაკომპლექტების უფლება შეუძლია, მაგრამ "რკინის ალიკა" ხომ ის კადრია, ვისაც პოლიტიკოსებთანაც ეთქმის სიტყვა, "ქურდებთანაც", ოპოზიციასთან და იმ ქართველებთანაც, ვისაც ერთ დროს მტერს ეძახდა, ახლა კი, ისინი ბიზნესმენები გახდნენ და ანქვაბმა მათთან საერთო ენაც იპოვა. გამოუვალ სიტუაციაში, ძველ, ომამდელ მეგობრობასაც იხსენებს და მათ დახმარებას აწეწილი ეკონომიკის დასალაგებლადაც იყენებს...

რაც მთავარია, ყოველთვის აქვს არგუმენტი, მის სიტყვასთან, რომელიმე ოპოზიციონერის სიტყვა რა მოსატანია. რომელიმე კამათიდან რაღაც დროის შემდეგ, მისი მოწინააღმდეგე ანქვაბის პოზიციას იზიარებდა. მიზეზი მარტივია - "რკინის ალიკას" საცეცები. როდესაც ოპოზიციაში იყო, მაშინაც ჰქონდა გავლენები, ახლა მით უმეტეს. ხანდახან მგონია, რომ ანქვაბია სახელმწიფო, დანარჩენები, მთავრობის წევრები, ოპოზიცია, ვეტერანები, უბრალოდ მის გარშემო არიან შემოკრებილი..." - წერს აფხაზი ბლოგერი მირანდა აგირბა.