სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოვიდით სიკვდილიანობა პირველ ადგილზე გავიდა და გაასწრო გარდაცვალების ისეთ მიზეზებს, როგორიცაა გულის დაავადებები, ინსულტი, სიმსივნე" - გამყრელიძე
"კოვიდით სიკვდილიანობა პირველ ადგილზე გავიდა და გაასწრო გარდაცვალების ისეთ მიზეზებს, როგორიცაა გულის დაავადებები, ინსულტი, სიმსივნე" - გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, დღი­უ­რად 60 ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. რო­გორც მან სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 5 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

„ზო­გა­დად, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გან­ხილ­ვა პრო­ფე­სი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხდე­ბა. ჩვენ დღეს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს 1,35%. ეს არის ე.წ. კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მთე­ლი ამ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ­ლი­თაც ით­ვლე­ბა, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვე­ღუ­პა და რა შე­ფარ­დე­ბაა მისი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან, ანუ დღეს ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მე­ტია ქვე­ყა­ნა­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ეს არის 1,35%. სა­შუ­ა­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 2,1%. თუ ამ პრო­ცენ­ტე­ბით ვი­სა­უბ­რებთ, ჩვე­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ არის გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი დიდი, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რაც დღეს ხდე­ბა, რო­დე­საც დღე­ში 60 გარ­დაც­ვა­ლე­ბა გვაქვს ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, როცა პიკ­ზე 74 გვქონ­და, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის. პირ­ვე­ლი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი არის ის, რომ დღე­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 5 ათა­სი შემ­თხვე­ვა გვაქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ტო­კოლს, ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით იხ­ვე­წე­ბა. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი პრო­ტო­კო­ლი ერთ-ერთი კარ­გი პრო­ტო­კო­ლია. მე­ო­რე მხა­რეა ის, თუ რო­გორ სრულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, დღეს ექი­მე­ბის მხრი­დან მაქ­სი­მუ­მი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ თი­თო­ე­უ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­დარ­ჩეს.

„ეს დღეს მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა. დღე­ვან­დე­ლი გლო­ბა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­ვი­დით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და. მან გა­ას­წრო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზებს, რო­გო­რი­ცაა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ინ­სულ­ტი, სიმ­სივ­ნე­ე­ბი თა­ვი­ან­თი ტვირ­თით, იგი­ვე ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აღშფოთებული!
0

გარდაცვლილების ჩვენი მაჩვენებელი არ არის ისეთი დიდიო როგორც სხვაგანო,ამბობს გამყრელიძე და თან ამბობს პატარა ქვეყნისთვის ამდენი გარდაცვლილის მაჩვენებელი ძალიან მაღალიაო.როცა 3 მილიონიან ქვეყანაში გარდაცვლილები უფრო მეტია ვიდრე 10 მილიონიან ისრაელში ეს არის კატასტროფა და დიდზე დიდი გაუარესებული მაჩვენებელი.ეს კი ამ თემაზე ისეთი დარხენით და კეკლუცობით საუბრობს,გეგონება საქათმეში წიწილებზე საუბრობდეს.იმედია ხელისუფლება შეიცვლება და ყველა ამნაირი დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა.

tngh
4

"კოვიდით" დაავადებულთა და გარდაცვლილთა თითქმის 80% ივნის-ივლისის ქელეხების, ქორწილების... იუბილეების და მსგავსი ღონისძიებების "კლასტერია"... არაფრით არ შეიძლებოდა ჯარიმების გაუქმება და პატიობა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კოვიდით სიკვდილიანობა პირველ ადგილზე გავიდა და გაასწრო გარდაცვალების ისეთ მიზეზებს, როგორიცაა გულის დაავადებები, ინსულტი, სიმსივნე" - გამყრელიძე

"კოვიდით სიკვდილიანობა პირველ ადგილზე გავიდა და გაასწრო გარდაცვალების ისეთ მიზეზებს, როგორიცაა გულის დაავადებები, ინსულტი, სიმსივნე" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დღიურად 60 ადამიანის გარდაცვალება ძალიან მაღალი მაჩვენებელია. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამის მიზეზი არის ის, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 5 ათასი ადამიანია დაინფიცირებული.

„ზოგადად, სიკვდილიანობის განხილვა პროფესიულ საზოგადოებაში ხდება. ჩვენ დღეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს 1,35%. ეს არის ე.წ. კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რომლითაც ითვლება, თუ რამდენი ადამიანი დაგვეღუპა და რა შეფარდებაა მისი დაინფიცირებულებთან, ანუ დღეს ნახევარ მილიონზე მეტია ქვეყანაში დაინფიცირებული, ეს არის 1,35%. საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელი არის 2,1%. თუ ამ პროცენტებით ვისაუბრებთ, ჩვენი მაჩვენებელი არ არის განსაკუთრებით ისეთი დიდი, მაგრამ თითოეული გარდაცვალება, რაც დღეს ხდება, როდესაც დღეში 60 გარდაცვალება გვაქვს ამ პატარა ქვეყანაში, როცა პიკზე 74 გვქონდა, ძალიან მაღალია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. პირველი განმაპირობებელი არის ის, რომ დღეში ინფიცირების 5 ათასი შემთხვევა გვაქვს.

რაც შეეხება პროტოკოლს, ის გარკვეული პერიოდულობით იხვეწება. ჩვენი დღევანდელი პროტოკოლი ერთ-ერთი კარგი პროტოკოლია. მეორე მხარეა ის, თუ როგორ სრულდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს ექიმების მხრიდან მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ თითოეული ინფიცირებული პაციენტი გადარჩეს.

„ეს დღეს მარტო საქართველოში არ ხდება. დღევანდელი გლობალური მონაცემებით, კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე გავიდა. მან გაასწრო სიკვდილიანობის მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, სიმსივნეები თავიანთი ტვირთით, იგივე ხდება საქართველოშიც“, - განაცხადა გამყრელიძემ.