მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსონურმა წვიმამ მექსიკის საზღვარზე “ტრამპის კედლის“ ნაწილი დაანგრია
მუსონურმა წვიმამ მექსიკის საზღვარზე “ტრამპის კედლის“ ნაწილი დაანგრია

ზა­ფხუ­ლის წვი­მე­ბის შე­დე­გად აშშ - მექ­სი­კის სა­ზღვარ­თან აშე­ნე­ბუ­ლი ე.წ. ტრამ­პის კე­დე­ლის ნა­წი­ლი და­ზი­ან­და. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არი­ზო­ნა­ში, დუ­გ­ლას სი­ტი­დან ჩრდი­ლო - აღ­მო­სავ­ლე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით, 17 მი­ლის მან­ძილ­ზე არ­სე­ბულ­მა კა­რიბ­ჭემ წვი­მის შე­დე­გებს ვერ გა­უძ­ლო და და­ი­შა­ლა.

”წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დით, რომ ეს მოხ­დე­ბო­და. ჩვენ­თან ამ სე­ზონ­ზე ყო­ველ­თვის ძლი­ე­რი წვი­მე­ბია, ამი­ტომ ეს პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო. ამ კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ნაჩ­ქა­რე­ვი და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რი­თაც ქვე­ყა­ნას უზარ­მა­ზა­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა“, - გა­ნა­ცხა­და ეკო­ლოგ­მა იორ­დალ­მა Border Report- თან.

ბა­რი­ე­რე­ბი აშშ - მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე ჯერ კი­დევ დო­ნალდ ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბამ­დე, 654 მი­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე (1000 კმ. - ზე მეტი) - კა­ლი­ფორ­ნი­ის, არი­ზო­ნას, ახა­ლი მექ­სი­კოს შტა­ტებ­თან და ნა­წი­ლობ­რივ ტე­ხა­სის სა­ზღვრებ­თან აშენ­და. 354 მი­ლის ღობე (570 კმ) არის შექ­მნი­ლი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა დაბ­ლოკ­ვის­თვის, ხოლო კი­დევ 300 მილი (483 კმ) დაბ­რკო­ლე­ბე­ბი ხელს უშ­ლის მათ, ვინც ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლას ტრან­სპორ­ტით ცდი­ლობს.

დო­ნალდ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბულ კე­დელს ნა­წი­ლი და­ე­მა­ტა, თუმ­ცა ხალ­ხის პრო­ტეს­ტის გამო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სრუ­ლად ვერ მო­ხერ­ხდა. წყა­რო

თარ­გმნა თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მასონური მუსონი
1

მექსიკელების რო შეგშურდება, რუსები ისე ამონტაჟებენ ორმანეთიან მავთულხლართებს, ბუზი ვერ გადაფრინდება.

ქაიხოსრო
1

გავიქცე სანამ აღუდგენიათ. იქნებ მოვასწრო და შევძვრე აღთქმულ ქვეყანაში. სალი კლდის ნატეხიც მიმაქვს, დონატებზე უნდა გადავცვალო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

მუსონურმა წვიმამ მექსიკის საზღვარზე “ტრამპის კედლის“ ნაწილი დაანგრია

მუსონურმა წვიმამ მექსიკის საზღვარზე “ტრამპის კედლის“ ნაწილი დაანგრია

ზაფხულის წვიმების შედეგად აშშ - მექსიკის საზღვართან აშენებული ე.წ. ტრამპის კედელის ნაწილი დაზიანდა. ადგილობრივი გარემოს დამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არიზონაში, დუგლას სიტიდან ჩრდილო - აღმოსავლეთით, დაახლოებით, 17 მილის მანძილზე არსებულმა კარიბჭემ წვიმის შედეგებს ვერ გაუძლო და დაიშალა.

”წლების განმავლობაში ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, რომ ეს მოხდებოდა. ჩვენთან ამ სეზონზე ყოველთვის ძლიერი წვიმებია, ამიტომ ეს პროგნოზირებადი იყო. ამ კედლის მშენებლობა ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იყო, რითაც ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიადგა“, - განაცხადა ეკოლოგმა იორდალმა Border Report- თან.

ბარიერები აშშ - მექსიკის საზღვარზე ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, 654 მილის მონაკვეთზე (1000 კმ. - ზე მეტი) - კალიფორნიის, არიზონას, ახალი მექსიკოს შტატებთან და ნაწილობრივ ტეხასის საზღვრებთან აშენდა. 354 მილის ღობე (570 კმ) არის შექმნილი ფეხით მოსიარულეთა დაბლოკვისთვის, ხოლო კიდევ 300 მილი (483 კმ) დაბრკოლებები ხელს უშლის მათ, ვინც ამერიკაში გადასვლას ტრანსპორტით ცდილობს.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საზღვარზე არსებულ კედელს ნაწილი დაემატა, თუმცა ხალხის პროტესტის გამო გეგმის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა. წყარო

თარგმნა თეონა რამაზაშვილმა