პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თალიბებმა 3 - ჯერ დააკაკუნეს ნაჯიას კარზე, მეოთხედ მოკლეს... - ავღანეთში ქალთა უფლებების ღირებულება: ბურკის გაზრდილი ფასი
თალიბებმა 3 - ჯერ დააკაკუნეს ნაჯიას კარზე, მეოთხედ მოკლეს... -  ავღანეთში ქალთა უფლებების ღირებულება: ბურკის გაზრდილი ფასი

ნა­ჯია ავ­ღა­ნე­თის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე პა­ტა­რა სო­ფელ­ში, თა­ვის სამ მცი­რე­წლო­ვან ვაჟ­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, შინ იყო, რო­დე­საც თა­ლი­ბა­ნის მებ­რძო­ლებ­მა მათ კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნეს.

ნა­ჯი­ას ქა­ლიშ­ვილ­მა, 25 წლის მა­ნი­ჟამ იცო­და, რომ ისი­ნი დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, რად­გან დე­დის­გან იცო­და, რომ თა­ლი­ბე­ბი ბო­ლოს მათ­თან სამი დღის წინ უკვე იყ­ვნენ მი­სუ­ლე­ბი და მო­ი­თხო­ვეს, რომ ნა­ჯი­ას 15 მებ­რძო­ლის­თვის საჭ­მე­ლი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა, რა­ზეც ქალ­მა უარი უთხრა.

"მე ღა­რი­ბი ვარ, რო­გორ მო­ვამ­ზა­დო თქვენ­თვის საჭ­მე­ლი?" - უპა­სუ­ხა ნა­ჯი­ამ.

”თა­ლი­ბებ­მა და­ი­წყეს მისი ცემა. დე­და­ჩემ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა მას მერე, რაც ია­რა­ღი AK-47 ურტყეს", - იხ­სე­ნებს მა­ნი­ჟა.

ქა­ლიშ­ვი­ლი უყ­ვი­რო­და, ევედ­რე­ბო­და თა­ლი­ბა­ნის მებ­რძო­ლებს, რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. ისი­ნი ცოტა ხნით შე­ჩერ­დნენ, შემ­დეგ მე­ზო­ბელ ოთახ­ში ყუმ­ბა­რა შე­აგ­დეს და ცე­ცხლის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გა­იქ­ცნენ. ოთხი შვი­ლის დედა ცე­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა...

თა­ლი­ბებ­მა ნა­ჯი­ას მკვლე­ლო­ბა უარ­ყვეს. მოწ­მე­ე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ 45 წლის ქვრი­ვი ქალი სახ­ლში ცე­ცხლის გა­ჩე­ნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა...

სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმა ნა­ჯი­ა­ზე, მის­სა­ვე სახ­ლში, ფა­რი­ა­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ში, 12 ივ­ლისს მოხ­და. ეს იყო სა­ში­ნე­ლი სიგ­ნა­ლი იმ საფრ­თხის შე­სა­ხებ, რაც ქა­ლებს ავ­ღა­ნეთ­ში ემუქ­რე­ბათ. მით უმე­ტეს მას შემ­დეგ, რაც თა­ლი­ბებ­მა ქა­ბუ­ლი აი­ღეს და ქვე­ყა­ნა­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ.

CNN-ს ამ რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის თხრო­ბი­სას, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, ქა­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი შეც­ვლი­ლი აქვს.

  • ღრმა უნ­დობ­ლო­ბა

რო­დე­საც თა­ლი­ბე­ბი 1996-2001 წლებ­ში ავ­ღა­ნეთს მარ­თავ­დნენ, მათ და­ხუ­რეს გო­გო­ნე­ბის სკო­ლე­ბი და ქა­ლებს მუ­შა­ო­ბა აუკ­რძა­ლეს.

2001 წელს ქვე­ყა­ნა­ში აშშ -ის შეს­ვლის შემ­დეგ ქა­ლე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბი შემ­სუ­ბუქ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუ­ფე­ბი­სა და დო­ნო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, გა­უმ­ჯო­ბეს­და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი, შე­იქ­მნა ახა­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ამ­ჯე­რად, "თა­ლი­ბა­ნი" გეგ­მავს შექ­მნას "ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მის­ტუ­რი მთავ­რო­ბა", თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია რა ფორ­მას მი­ი­ღებს ის, თუ არ იქ­ნე­ბი­ან ქა­ლე­ბი ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში.

"თა­ლი­ბა­ნის" სპი­კერ­მა სუ­ჰა­ილ შა­ჰინ­მა ორ­შა­ბათს სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ "თა­ლი­ბა­ნის" მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში გო­გო­ნებს სწავ­ლის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ: “სკო­ლე­ბი გა­იხ­სნე­ბა, სა­დაც გო­გო­ნე­ბი და ქა­ლე­ბი ივ­ლი­ან”, - თქვა მან.

თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი სხვა სუ­რათს ასა­ხავს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­გვა­რი და­პი­რე­ბე­ბის მი­მართ ღრმა უნ­დობ­ლო­ბაა.

ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში, ავ­ღა­ნე­თის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ თა­ლი­ბა­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად რა­ი­ო­ნებ­ში ქა­ლებს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მა­მა­კა­ცის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. აკ­რძა­ლუ­ლი იყო ტე­ლე­ვი­ზია, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სტუ­დენ­ტებს ევა­ლე­ბო­დათ ტურ­ბა­ნის ტა­რე­ბა. კო­მი­სი­ის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბი, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და ქა­ლე­ბი მკვლე­ლო­ბა­თა სა­მიზ­ნეს წარ­მო­ად­გენ­დნენ.

სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო 23 წლის მინა ჰა­ი­რი, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ივ­ნის­ში მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა­მის­მა, მო­ჰა­მედ ჰა­რიფ ჰა­ი­რიმ, რო­მელ­მაც აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ცოლი და კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი და­კარ­გა, გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ­გაზ­რდა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­სიკ­ვდი­ლო მუ­ქა­რებს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და.

  • ბურ­კის ფასი იზ­რდე­ბა

რო­გორც ირ­კვე­ვა, მას შემ­დეგ, რაც ათო­ბით ქა­ლა­ქი 10 დღე­ში აი­ღეს, საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და მო­თხოვ­ნა ბურ­კებ­ზე.

ზო­გი­ერ­თი ქა­ლის თქმით, მათ ბურ­კის ყიდ­ვის დროც არ ჰქონ­დათ, რის გა­მოც, გა­მო­სავ­ლის პოვ­ნამ­დე სახ­ლში მო­უ­წი­ათ ჩა­კეტ­ვა. ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბის­თვის ბურ­კის იძუ­ლე­ბით ტა­რე­ბა 20 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი უფ­ლე­ბე­ბის უე­ცარ და და­მან­გრე­ველ და­კარ­გვას წარ­მო­ად­გენს.

ქა­ლა­ქის სხვა მკვიდ­რის თქმით, ქა­ბულ­ში ბურ­კას ფასი ათ­ჯერ გა­ი­ზარ­და.

  • ყვე­ლა­ფე­რი არაფ­რის­თვის

ბოლო 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ათო­ბით პრო­ვინ­ცი­ის დე­და­ქა­ლაქ­ზე თა­ლი­ბა­ნის გა­მარ­ჯვე­ბამ ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბი იმ წარ­სულ­ში და­აბ­რუ­ნა, რომ­ლის და­ტო­ვე­ბაც უი­მე­დოდ სურ­დათ.

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­ტო­ნიო გუ­ტე­რეშ­მა "ტვი­ტე­რით" გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.”სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ნო­ნი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ის, რაც ქა­ლებ­მა და გო­გო­ნებ­მა მძი­მედ მო­ი­პო­ვეს, უნდა იყოს და­ცუ­ლი,” - თქვა მან.

ქალ­მა ქა­ბუ­ლი­დან, რო­მელ­მაც კვი­რა დღე ბან­კში გა­ა­ტა­რა, თქვა, რომ გაფ­რე­ნის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც კი, მას ვი­ზის გა­რე­შე არ­სად წას­ვლის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი ვა­რი­ან­ტი არის ის, რომ დარ­ჩეს სახ­ლში და იმე­დი იქო­ნი­ოს, რომ ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას არ მი­ი­პყრობს.

”გა­რეთ გას­ვლამ ან სხვა რა­მის გა­კე­თე­ბამ შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას ჩვენს სი­ცო­ცხლეს", - თქვა მან.

რო­დე­საც შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და მის­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა პერ­სო­ნა­ლის ევა­კუ­ა­ცია მო­ახ­დი­ნეს, Human Rights Watch- ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ აზი­ა­ში პატ­რი­ცია გოს­მან­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რებს მო­უ­წო­და, არ და­ტო­ვონ ავ­ღა­ნე­თი.

”ბევ­რი ვერ შეძ­ლებს აქე­დან წას­ვლას და მათ დას­ჭირ­დე­ბათ სას­წრა­ფო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა. ასე­ვე სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სერ­ვი­სე­ბი, მა­გა­ლი­თად გა­ნათ­ლე­ბა” - თქვა მან. წყა­რო

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
2

ბაიდენის ადმინისტრაცია ხომ კარგად ბრძანდება?

სტალინი
3

თეონა სიმართლეა ეგ? იქნებ არა. რასაც გავალებენ იმას წერ. ისიც დაწერე რომ თალიბანების მისვლა, ავღანელების დიდი უმრავლესობის სურვილი იყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

თალიბებმა 3 - ჯერ დააკაკუნეს ნაჯიას კარზე, მეოთხედ მოკლეს... - ავღანეთში ქალთა უფლებების ღირებულება: ბურკის გაზრდილი ფასი

თალიბებმა 3 - ჯერ დააკაკუნეს ნაჯიას კარზე, მეოთხედ მოკლეს... -  ავღანეთში ქალთა უფლებების ღირებულება: ბურკის გაზრდილი ფასი

ნაჯია ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში, თავის სამ მცირეწლოვან ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად, შინ იყო, როდესაც თალიბანის მებრძოლებმა მათ კარზე დააკაკუნეს.

ნაჯიას ქალიშვილმა, 25 წლის მანიჟამ იცოდა, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ, რადგან დედისგან იცოდა, რომ თალიბები ბოლოს მათთან სამი დღის წინ უკვე იყვნენ მისულები და მოითხოვეს, რომ ნაჯიას 15 მებრძოლისთვის საჭმელი მოემზადებინა, რაზეც ქალმა უარი უთხრა.

"მე ღარიბი ვარ, როგორ მოვამზადო თქვენთვის საჭმელი?" - უპასუხა ნაჯიამ.

”თალიბებმა დაიწყეს მისი ცემა. დედაჩემმა გონება დაკარგა მას მერე, რაც იარაღი AK-47 ურტყეს", - იხსენებს მანიჟა.

ქალიშვილი უყვიროდა, ევედრებოდა თალიბანის მებრძოლებს, რომ გაჩერებულიყვნენ. ისინი ცოტა ხნით შეჩერდნენ, შემდეგ მეზობელ ოთახში ყუმბარა შეაგდეს და ცეცხლის გაჩენისთანავე გაიქცნენ. ოთხი შვილის დედა ცემის შედეგად გარდაიცვალა...

თალიბებმა ნაჯიას მკვლელობა უარყვეს. მოწმეები ამბობდნენ, რომ 45 წლის ქვრივი ქალი სახლში ცეცხლის გაჩენის შედეგად გარდაიცვალა...

სასიკვდილო თავდასხმა ნაჯიაზე, მისსავე სახლში, ფარიაბის პროვინციაში, 12 ივლისს მოხდა. ეს იყო საშინელი სიგნალი იმ საფრთხის შესახებ, რაც ქალებს ავღანეთში ემუქრებათ. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბული აიღეს და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

CNN-ს ამ რეალური ისტორიის თხრობისას, უსაფრთხოების მიზნით, ქალების სახელები შეცვლილი აქვს.

  • ღრმა უნდობლობა

როდესაც თალიბები 1996-2001 წლებში ავღანეთს მართავდნენ, მათ დახურეს გოგონების სკოლები და ქალებს მუშაობა აუკრძალეს.

2001 წელს ქვეყანაში აშშ -ის შესვლის შემდეგ ქალებისთვის შეზღუდვები შემსუბუქდა, საერთაშორისო ჯგუფებისა და დონორების მხარდაჭერით, გაუმჯობესდა ქალთა უფლებები, შეიქმნა ახალი სამართლებრივი საშუალებები.

ამჯერად, "თალიბანი" გეგმავს შექმნას "ავღანეთის ისლამისტური მთავრობა", თუმცა გაურკვეველია რა ფორმას მიიღებს ის, თუ არ იქნებიან ქალები ახალ ხელმძღვანელობაში.

"თალიბანის" სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა ორშაბათს საჯაროდ განაცხადა, რომ "თალიბანის" მმართველობის პირობებში გოგონებს სწავლის უფლება ექნებათ: “სკოლები გაიხსნება, სადაც გოგონები და ქალები ივლიან”, - თქვა მან.

თუმცა ადგილობრივი ისტორიები სხვა სურათს ასახავს. შესაბამისად, ამგვარი დაპირებების მიმართ ღრმა უნდობლობაა.

ჯერ კიდევ ივლისში, ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა კომისიამ გამოაცხადა, რომ თალიბანის მიერ კონტროლირებად რაიონებში ქალებს სამედიცინო დაწესებულებებში მამაკაცის გარეშე სიარულის უფლება არ ჰქონდათ. აკრძალული იყო ტელევიზია, მასწავლებლებსა და სტუდენტებს ევალებოდათ ტურბანის ტარება. კომისიის ანგარიშის თანახმად, რელიგიური ლიდერები, მთავრობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და ქალები მკვლელობათა სამიზნეს წარმოადგენდნენ.

სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო 23 წლის მინა ჰაირი, გოგონა, რომელიც ივნისში მანქანის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მამამისმა, მოჰამედ ჰარიფ ჰაირიმ, რომელმაც აფეთქების შედეგად ცოლი და კიდევ ერთი ქალიშვილი დაკარგა, განაცხადა, რომ ახალგაზრდა ტელეწამყვანი სასიკვდილო მუქარებს რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდა.

  • ბურკის ფასი იზრდება

როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ათობით ქალაქი 10 დღეში აიღეს, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ბურკებზე.

ზოგიერთი ქალის თქმით, მათ ბურკის ყიდვის დროც არ ჰქონდათ, რის გამოც, გამოსავლის პოვნამდე სახლში მოუწიათ ჩაკეტვა. ავღანელი ქალებისთვის ბურკის იძულებით ტარება 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეძენილი უფლებების უეცარ და დამანგრეველ დაკარგვას წარმოადგენს.

ქალაქის სხვა მკვიდრის თქმით, ქაბულში ბურკას ფასი ათჯერ გაიზარდა.

  • ყველაფერი არაფრისთვის

ბოლო 10 დღის განმავლობაში, ათობით პროვინციის დედაქალაქზე თალიბანის გამარჯვებამ ავღანელი ქალები იმ წარსულში დააბრუნა, რომლის დატოვებაც უიმედოდ სურდათ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა "ტვიტერით" განცხადება გაავრცელა.”საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი და ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით ის, რაც ქალებმა და გოგონებმა მძიმედ მოიპოვეს, უნდა იყოს დაცული,” - თქვა მან.

ქალმა ქაბულიდან, რომელმაც კვირა დღე ბანკში გაატარა, თქვა, რომ გაფრენის სურვილის შემთხვევაშიც კი, მას ვიზის გარეშე არსად წასვლის უფლება არ ექნება. ერთადერთი ვარიანტი არის ის, რომ დარჩეს სახლში და იმედი იქონიოს, რომ ზედმეტ ყურადღებას არ მიიპყრობს.

”გარეთ გასვლამ ან სხვა რამის გაკეთებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს სიცოცხლეს", - თქვა მან.

როდესაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს, Human Rights Watch- ის დირექტორის მოადგილემ აზიაში პატრიცია გოსმანმა, საერთაშორისო დონორებს მოუწოდა, არ დატოვონ ავღანეთი.

”ბევრი ვერ შეძლებს აქედან წასვლას და მათ დასჭირდებათ სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება. ასევე სხვა მნიშვნელოვანი სერვისები, მაგალითად განათლება” - თქვა მან. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა