სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით, დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო
სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით, დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ორ ლო­კა­ცი­ა­ზე - დი­ღომ­სა და სამ­გორ­ში სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი მო­ე­წყო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ უკვე გა­მო­ი­ყო გარ­კვე­უ­ლი რე­სურ­სე­ბი პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის პრო­ცე­სის მხარ­და­სა­ჭე­რად. ამ ეტაპ­ზე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ასე­უ­ლო­ბით სა­წო­ლი გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს. ასე­ვე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს მზა­ო­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სსსტც „დელ­ტას“ ბა­ზა­ზე ყო­ველ­თვი­უ­რად და­მა­ტე­ბით ათა­სამ­დე სა­წო­ლი და­ამ­ზა­დოს და გა­დას­ცეს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

„ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­შიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. თავ­დაც­ვის უწყე­ბის მიერ შე­იქ­მნა მო­ბი­ლუ­რი სამ­ხედ­რო - სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ერ­თვე­ბი­ან პრო­ცე­სებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხე­ბენ არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ლო­კა­ცი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სალი
0

ესეთი საწოლები არაფერში არგია ავადმყოფებს,მითუმეტეს იმას ვისაც შეიძლება ჟანგბადი დასჭირდეს ან გულზე პრობლემა.ეს სამედიცინო საწოლები არაა. სად წავიდა მილიონები სამედიცინო საწოლების შესაძენად რომ გადმოირიცხა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით, დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო

სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით, დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო. სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით, ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე გამოიყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტრომ ასეულობით საწოლი გადასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ასევე, თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დაამზადოს და გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს.

„ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესშიც მიიღებენ მონაწილეობას. თავდაცვის უწყების მიერ შეიქმნა მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.